Skillwill და CityPay.io პარტნიორები გახდნენ შესაძლებლობა ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროთი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნეო უნივერსიტეტი Skillwill-ი და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია CityPay.io პარტნიორები გახდნენ, რათა ინოვაციური განათლება და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. თანამშრომლობის ფარგლებში, CityPay.io-მ სრულად დააფინანსა 20 სტუდენტის სწავლა Skillwill-ის კურსზე - "კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინის ტექნოლოგია".

კურსის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს, როგორ მუშაობს ციფრული ვალუტა, რა არის ბლოკჩეინი და ფინანსების დეცენტრალიზებული მართვა. ისინი აგრეთვე გაეცნენ კრიპტოვალუტის შენახვის, გამოყენებისა და უსაფრთხოების დაცვის ძირითად პრინციპებს.

რას მოიცავს კურსი?

Skillwill-ის "კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების" კურსი მოიცავს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლებს, მათ განვითარებასა და დეცენტრალიზებული ფინანსების მართვას. კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ უნარებზე, როგორებიცაა:

  • ციფრული ვალუტის მუშაობის პრინციპები;
  • კრიპტოვალუტის შეძენა, გადარიცხვა, კონვერტაცია და გაყიდვა;
  • კრიპტოვალუტის შენახვა (cold vs hot wallets) და უსაფრთხოების დაცვა.

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებმა მიიღეს სერტიფიკატი, რომელიც პროფესიული განვითარების პროცესში მათ დამატებით უპირატესობას მიანიჭებს. ამ ცოდნის მიღება სტუდენტებს დაეხმარება, უკეთესად გაიგონ კრიპტოსამყაროს მუშაობა და მოემზადონ ისეთი პოზიციებისთვის, რომლებიც ამ სფეროში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

"ლუკა: "ეს იყო საოცარი გამოცდილება! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო CityPay.io-ს, ნეო უნივერსიტეტ Skillwill-ს და განსაკუთრებით ჩემს ლექტორს, ირაკლის, ამ შემეცნებითი და შთამაგონებელი სასწავლო პროცესისთვის! სასიხარულოა, რომ CityPay.io ამაზე არ ჩერდება და მომავალშიც გეგმავს საინტერესო აქტივობებს ჩვენთვის. მოუთმენლად ველოდები ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს პარტნიორობა მოგვცემს!"

ნინო: "მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ამ კურსში, რომელიც CityPay.io-ს დაფინანსებით გავიარე. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნეო უნივერსიტეტ Skillwill-ს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესახებ ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი კურსისთვის! ეს ცოდნა უკვე გამომადგა და მიხარია, რომ მიღებულ გამოცდილებას მომავალ პროექტებში გამოვიყენებ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, CityPay.io აგრძელებს ჩვენთვის საინტერესო ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიულ განვითარებაში".

გიორგი მარიამიძე Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ CityPay.io-სთან ვთანამშრომლობთ. ეს კომპანია განსაკუთრებულ როლს თამაშობს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობებს მისცემს. ჩვენს კურსზე 20 სტუდენტის სრული დაფინანსება უკვე ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდები მზად არიან ციფრული სამყაროს გამოწვევებისთვის და შეძლებენ მომავლის ფინანსურ ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებას," – განაცხადა Skillwill-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მარიამიძემ.

ბექა ქემერტელიძე CityPay.io-ს თანადამფუძნებელი

"CityPay.io-ს მიზანია კრიპტოვალუტის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების ხელშეწყობა. "სქილვილთან" თანამშრომლობა იდეალურად ერგება ჩვენს ხედვას და გვჯერა, რომ ეს კურსი არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ მთლიანად კრიპტო ეკოსისტემისთვის იქნება მნიშვნელოვანი," – აღნიშნა CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა ბექა ქემერტელიძემ.

"სქილვილისა" და CityPay.io-ს თანამშრომლობა აქტიურად გრძელდება და სტუდენტებს დამატებით შესაძლებლობებს სთავაზობს. პარტნიორობის ფარგლებში, მიღებული ცოდნა მხოლოდ თეორიული არ იქნება – სტუდენტები რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ, რაც მათ დაეხმარება ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის სფეროში არსებული ცოდნის გაღრმავებაში:

1) მენტორობა – CityPay.io-ს გუნდი, მენტორობისა და კონსულტაციის ფარგლებში, სტუდენტებს თვეში ერთხელ გაუზიარებს გამოცდილებას. ამ შეხვედრებზე ისინი, მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს კრიპტო და ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე და გაეცნობიან ინდუსტრიის მიმდინარე ტენდენციებს.

2) CityPay.io-ს ეკოსისტემაში სტუდენტების ჩართვა – კომპანია სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რეალურ გარემოში გაეცნონ, თუ როგორ მუშაობს კომპანიის სისტემა და რა გზა გამოიარა პროდუქტმა იდეიდან რეალურ გამოყენებამდე.

Skillwill-სა და CityPay.io-ს პარტნიორობა ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროთი. თუ შენც გინდა, მოკლე დროში აითვისო ახალი, მაღალანაზღაურებადი უნარები, აირჩიე სასურველი მიმართულება, შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და შემოგვიერთდი.

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ქალი ანტრეპრენერი

DR. Gvantsa - როგორ იქცა საყვარელი საქმე ბიზნესად

"მინდა, რომ თავის მოვლა, სილამაზე და სიჯანსაღე ყველა ქალისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს"