Get All Access for $5/mo

Smarter - ე.წ. ჭკვიანი სახლის ინოვატორი და ლიდერი კომპანია ბაზარზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

იცოდით, რომ თქვენი ბინისა თუ ოფისის კარები, გათბობა-გაგრილების სისტემა, განათება, აუდიოსისტემა და სხვა მსგავსი ტიპის მოწყობილობები დისტანციურად შეგიძლიათ მართოთ და აკონტროლოთ. ამის საშუალებას ე.წ. ჭკვიანი პროდუქტები და ჭკვიანი სახლი გაძლევთ, რომელიც ავტომატიზებული სისტემით დისტანციური მართვის შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია "სმარტერმა" პირველად ქართულ ბაზარზე საფუძველი ჩაუყარა ავტომატიზაციისა და ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემების დანერგვას და მას შემდეგ ყოველდღიურად ცდილობს შექმნას უკეთესი სამუშაო, საცხოვრებელი, გასართობი და დასასვენებელი გარემო ადამიანებისთვის. "სმარტერი" მომხმარებლებს თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებულ არა მხოლოდ ჭკვიან გადაწყვეტილებებს, არამედ ჭკვიან პროდუქტებსაც სთავაზობს და შესაბამისად ამ მიმართულებით ყველაზე დიდი ბაზარი აქვს საქართველოში.

როგორ შეიქმნა "სმარტერი"?

"სმარტერის" შექმნის იდეა 2015 წელს გაჩნდა, როდესაც კომპანიის დამფუძნებლებმა eBay-იდან პირადი მოხმარებისთვის ჭკვიანი მოწყობილობები შეიძინეს. როგორც აღმოჩნდა, ეს პროდუქტები არა მხოლოდ პრაქტიკული იყო, არამედ მნახველებზეც დიდ ეფექტს ახდენდა, ამიტომაც დიმიტრი აბულაძემ და სანდრო მჭედლიშვილმა გადაწყვიტეს, რომ სახლის ინოვაციური სისტემები საქართველოში ფართო აუდიტორიისთვის შეეთავაზებინათ. ჩაატარეს კვლევა, გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, გაესაუბრნენ არაერთ ადამიანს და ასე ჩამოაყალიბეს "სმარტერი".

დიმიტრი აბულაძეს და სანდრო მჭედლიშვილს საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე სხვადასხვა კომპანიის მენეჯმენტში, გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდათ, რაც კომპანიას მოკლე დროში ძალიან კარგი შედეგის მიღწევასა და ბაზარზე სწორად პოზიციონირებაში დაეხმარა.

"სმარტერის" დაფუძნება ორივე მათგანისთვის ერთგვარი რისკი იყო, რამაც ნამდვილად გაამართლა. მათ უარი თქვეს საკუთარ კარიერასა და რეპუტაციაზე, იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კომფორტის ზონა და მთელი ძალა და რესურსი ახალი ბიზნესის წარმოებას დაუთმეს.

"ორივესთვის ყველაზე რთული პერიოდი კარიერული წარმატებიდან გაკეთებული ნახტომი იყო საკუთარ ბიზნესში. ამ დროს გიწევს უარი თქვა საკუთარ შემოსავალზე, რეპუტაციაზე. გიწევს გადახვიდე შენს ბიზნესში, სადაც შესაძლოა ძალიან ბევრი უარი მიიღო, ვერც იმავე სტატუსით ისარგებლებ, არ გაქვს იგივე შემოსავალი, თუმცა ყველა ვალდებულება ცოცხალია, ისევე, როგორც ეს ადრე იყო. ვფიქრობ, ის რომ ჩვენ უარი ვთქვით საკუთარ სამსახურებზე და მთლიანად გადმოვერთეთ "სმარტერზე", იყო ყველაზე რისკიანი და ამავდროულად სწორი გადაწყვეტილება", ამბობს დიმიტრი აბულაძე.

რისი შეძენა შეგიძლიათ "სმარტერში"?

"სმარტერი" მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისსა და პროდუქტებს სთავაზობს − როგორც ჭკვიანი სახლის სისტემებს, ასევე სრულ ელექტრომომსახურებას, ხანძრის დეტექციის, დაშვების, სიგნალიზაციისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებს. გარდა ამისა, "სმარტერს" კიდევ არაერთი სერვისი აქვს, მათი მომსახურება კი მოიცავს როგორც პროექტირებას, ასევე პროდუქციის მიწოდებას, აღსრულებასა და აღსრულების შემდგომ მომსახურებას. პრაქტიკულია ისიც, რომ "სმარტერის" ტექნიკის დაყენება შესაძლებელია როგორც რემონტამდე, ასევე რემონტის შემდეგ.

მრავალფეროვანი სერვისების მიუხედავად, "სმარტერის" მთავარი ნიშა მაინც ჭკვიანი სახლი და მისი სისტემებია, რომლებსაც სამი დიდი უპირატესობა აქვთ, ესენია კომფორტი, ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება. დიმიტრის თქმით, ამ ტექნოლოგიების გამოყენება თვის ჭრილში გადასახადების 30-40%-მდე დანაზოგს იძლევა. ჭკვიანი სახლის სისტემაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ერთი აპლიკაციით მართოთ კარის ჭკვიანი საკეტი, თერმოსტატი, განათება, intercom-ი (ე.წ. დომოფონი) და სხვა. მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი დღეს კარის ჭკვიანი საკეტია, რომელიც თითის ანაბეჭდით, კოდით ან ბარათით იღება.

"ჩვენ ქართველ მომხმარებლებს დავავიწყეთ გასაღების არსებობა, შესაბამისად ისინი ზოგავენ ძალიან დიდ დროსა და ენერგიას. მათ ყოველდღიურად შეუძლიათ ბინაში თითის ანაბეჭდით შევიდნენ. თუ დისტანციურად სურთ, რომ შინ ძიძა ან დამლაგებელი შეუშვან, ან თუნდაც გააქირაონ, შეუძლიათ დროებითი კოდი დააყენონ, რომლის მეშვეობითაც ეს პირები სახლში შევლენ, ხოლო კარის გაღებისას ბინის მეპატრონე შესაბამის შეტყობინებას მიიღებს", ამბობს სანდრო მჭედლიშვილი.

კარის ჭკვიანი საკეტის გარდა, ჭკვიანი სახლის სისტემაში კიდევ არაერთი გაჯეტი არსებობს, მათ შორის:

  • გათბობა-გაგრილების ავტომატიზაცია − სახლში ტემპერატურის რეგულირებისა და დანახარჯების შემცირების შესაძლებლობას იძლევა.
  • უსაფრთხოების ჭკვიანი დეტექტორი − რომელიც მოძრაობის, გაზის, კვამლის, წყლის გაჟონვის და CO კონცენტრაციის დეტექტორს გულისხმობს. ჭკვიანი დეტექტორები იმით განსხვავდება ტრადიციული დეტექტორებისგან, რომ გარდა ადგილობრივი განგაშისა, მათი დახმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად გაიგებთ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
  • ჭკვიანი კამერები − ბავშვის დაძინებისას თქვენ შეგიძლიათ მშვიდად აკეთოთ საქმე, რადგან ტირილის შემთხვევაში ჭკვიანი კამერა მაშინვე შეგატყობინებთ. გარდა ამისა, მას აქვს მოძრაობის დეტექტორის ფუნქციაც, კერძოდ, თუ კამერა ოთახში ადამიანს ან ცხოველს დააფიქსირებს ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწოდებთ.
  • ინფრაწითელი სხივების კონტროლი − თუ გსურთ, სახლიდან გასულმა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართოთ ტელევიზორი, კონდიციონერი ან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც პულტი აქვს, მაშინ ჭკვიანი კონტროლერი დაგჭირდება.
  • აუდიოსისტემა − "სმარტერი" გთავაზობთ High-Performance აუდიოსისტემას, რომელიც გათვლილია როგორც სახლის, ისე საჯარო კინოთეატრებისთვის.
  • ფარდა-ჟალუზების მართვა − თქვენ შეგიძლიათ ფარდების მდგომარეობა დისტანციურად აკონტროლოთ. ამ პროდუქტს შეუძლია ჩაანაცვლოს მაღვიძარა, რადგან თუ მას ავტომატურ რეჟიმში დააყენებთ, დილით ფარდები თქვენს გასაღვიძებლად თავისით გადაიწევა, ღამით კი პირიქით.
  • ჭკვიანი სანათები − "სმარტერი" გთავაზობთ ჭკვიანი სანათების ფართო არჩევანს, რომლის მართვა შეგიძლიათ აპლიკაციიდან, რაც კელვინების ცვალებადობასა და სიკაშკაშის რეგულირებას მოიცავს.

"სმარტერს" არაერთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, რომელთა პროდუქტების იმპორტს საქართველოში ახორციელებს. მათი ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია ORVIBO, რომელიც ჭკვიანი სახლის მიმართულებით წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში. ასევე პარტნიორობენ Jonson Control-თან, Salto-სთან, Ekinex-თან, ABB-სთან, HDL-თან და სხვა საერთაშორისო ბრენდებთან.

როგორ შეგიძლიათ შეიძინოთ "სმარტერის" პროდუქცია?

"სმარტერის", როგორც ბრენდის, სტრატეგიული ინდუსტრიებია როგორც საცხოვრებელი შენობები, ასევე სასტუმროები, მათ შორის აპარტოტელის ტიპის შენობები. ასევე, საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა ინდუსტრიები.

"სმარტერი" საკუთარ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ და B2B გაყიდვებს.

საცალო გაყიდვებისთვის კომპანიას საკმაოდ შთამბეჭდავი შოურუმი აქვს თბილისის ცენტრში − ჟიული შარტავას N39-ში. ესაა ჭკვიანი სახლის ერთადერთი შოურუმი საქართველოში, რომელიც ძალიან საინტერესო სამომხმარებლო გამოცდილებას გვთავაზობს. ადგილზე მისულ მომხმარებელს "სმარტერის" ინჟინრები ესაუბრებიან, მისი სურვილებისა და საჭიროებების გამორკვევის შემდეგ კი მას შესაბამის პროექტს სთავაზობენ, რომლის დადასტურების შემდეგ იწყება მონტაჟი. კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურებაც აქვს, თუ ამის საჭიროება დაუდგება მომხმარებელს. საცალო პროდუქტების მიმართულებით დღეს ძალიან პოპულარულია კამერები, ჭკვიანი სახლისა და დაშვების სისტემები.

კორპორაციული მიმართულება ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილია ბიზნესის განვითარებისთვის. "სმარტერი" თითქმის ყველა წამყვან დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობს საქართველოში. დეველოპერული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვებისას პოტენციურ მყიდველს ძალიან კარგად აუხსნას ჭკვიანი სახლის დამატებითი ღირებულება, რისთვისაც "სმარტერი" მათ შესაბამის ოფისს, სტენდსა და ჭკვიანი სახლის მაკეტს სთავაზობს. დეველოპერული კომპანიის პოტენციურ კლიენტს კი შესაძლებლობა აქვს თავად დაათვალიეროს და გამოცადოს ჭკვიანი სახლის თითოეული დეტალი თუ მექანიზმი, გააღოს კარი ჭკვიანი საკეტით, მართოს განათება და სხვა.

გაყიდვების კიდევ ერთი არხი B2B-ია. "სმარტერი", ძალიან საინტერესო პირობებით საქართველოში ოპერირებად ყველა ტექნიკურ კომპანიასა თუ მცირე მაღაზიას, რომელიც კამერებს, დაშვების სისტემებსა თუ სხვა პროდუქტებს იყენებს, საბითუმო ფასად სთავაზობს საკუთარ პროდუქციას. მათ მონტაჟისა და სისტემის გამართვის შესახებ სრულ ექსპერტიზას გადასცემს და ამით ცდილობს, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ჭკვიანი სახლის კონცეფციის განვითარებას.

ესტუმრეთ სმარტერის ფილიალებს აქ.

რა სახის პროექტებს ახორციელებს "სმარტერი"?

Entrepreneur-თან საუბრისას დიმიტრი აბულაძე აღნიშნავს, რომ დღეს საშუალო და საშუალოზე მაღალი კლასის დეველოპერული კომპანიებისთვის აუცილებელი პირობა გახდა ჭკვიანი სახლის კომპონენტების ინტეგრირება თავიანთ პროექტებში. შესაბამისად, "სმარტერის" პორტფელიც მზარდია და საქართველოში არსებული წამყვანი დეველოპერული კომპანიების თითქმის 80%-ს მოიცავს.

"სმარტერი" საკმაოდ მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს მთელი საქართველოს მოცულობით და უკვე არაერთი განმეორებითი პროექტი აქვს კმაყოფილი კლიენტებისგან. ამ დროის განმავლობაში კომპანია თანამშრომლობდა ისეთ მოწინავე დეველოპერულ კომპანიებთან, როგორებიცაა "ანაგი დეველოპმენტი", "სილქ დეველოპმენტი", "აჭარა ჯგუფი", "სიმეტრია პარკი", "ნექსთ ჯგუფი", "ტექტო ჯგუფი", "დემაქსი" და ა.შ.

ამ ეტაპზე "სმარტერის" გუნდი პარალელურ რეჟიმში შემდეგ პროექტებს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში:

"აჭარა ჯგუფის" პროექტი - "D ბლოკი"

"D ბლოკში" "სმარტერმა" ინოვაციური დაშვების სისტემები დანერგა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მართონ თითოეული ოთახის კარი და დისტანციურად დაუშვან შენობაში სხვადასხვა მომხმარებელი. ეს სისტემა საოპერაციო ნაწილს ძალიან კომფორტულს ხდის. "D ბლოკში" "სმარტერმა" მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის Salto-ს პროდუქცია გამოიყენა, რომლის ოფიციალური პარტნიორიცაა საქართველოში.

"ანაგი დეველოპმენტის" პროექტი "პარკ ჰოუმ საბურთალო"

ძალიან მალე "ანაგი დეველოპმენტისა" და "სმარტერის" პარტნიორობის ფარგლებში "პარკ ჰოუმ საბურთალო" ინოვაციური, ენერგოეფექტური და კომფორტული საცხოვრებელი სივრცე გახდება. აღნიშნულ პროექტში "სმარტერი" ჭკვიანი სახლისა და ჭკვიანი ინტერკომის სისტემების ინტეგრირებას ახორციელებს. "პარკ ჰოუმ საბურთალოს" მობინადრეებს საშუალება ექნებათ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ როგორც საკუთარი ბინა, ისე საერთო სადარბაზო.

"სილქ დეველოპმენტის" პროექტი "მწვანე კონცხი ბოტანიკო"

"ბოტანიკო" მწვანე კონცხზე მდებარეობს, რომელიც სრულად ავტომატიზებული იქნება "სმარტერის" მიერ. ბინებში ტრადიციულად მოეწყობა ჭკვიანი სახლის ინოვაციური სისტემები, ხოლო რაც შეეხება საერთო სივრცეებს, როგორებიცაა: სადარბაზოები, აუზი, ფიტნესი და სხვა, კომპანია "სმარტერი" მათ სრულად უზრუნველყოფს დაშვების თანამედროვე სისტემებით. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პროექტი უნიკალურია ადგილმდებარეობით, იგი ასევე გამორჩეული იქნება ინოვაციურობით.

"დემაქს ვაკე"

აღნიშნულ პროექტს "სმარტერი" ჭკვიანი სახლისა და თანამედროვე ჭკვიანი ინტერკომის სისტემებით უზრუნველყოფს. "დემაქსის" კომპლექსში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ დაივიწყონ გასაღების არსებობა, რადგან მათ სახლს კარის ჭკვიანი საკეტი ექნება, რომელიც თითოეულ მათგანს საშუალებას მისცემს სხვადასხვა ინოვაციური გზით − თითის ანაბეჭდით, ბარათით, კოდით თუ სხვა საშუალებებით − წვდომა ჰქონდეთ სახლზე.

რაც შეეხება ინტერკომის სისტემას, იგი "დემაქსის" კომპლექსში მოსულ სტუმარს საშუალებას აძლევს, ინტერკომის მეშვეობით პირდაპირ განახორციელოს ზარი მასპინძლის ტელეფონზე, ხოლო მასპინძელს საშუალება ექნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მას სადარბაზოს კარი გაუღოს.

"ტექტო ფრანკო" "ტექტო ჯგუფისგან"

"ტექტო ჯგუფი" მაღალი ხარისხის მშენებლობითა და თანამედროვე სტანდარტით გამოირჩევა, მისი პროექტი "ტექტო ფრანკო" კი სრულად აღიჭურვება ჭკვიანი სახლის სისტემებით. კომპლექსი იქნება ერთდროულად კომფორტული, უსაფრთხო და რაც მთავარია, ენერგოეფექტური. "ტექტო ფრანკოს" მობინადრეებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ საკუთარი ბინა.

"ნავის" პროექტი გონიოში

ამ ეტაპზე "სმარტერის" ტექნიკური გუნდი აქტიურად მუშაობს გონიოში, სადაც პროექტ "ნავის" აღჭურვა მიმდინარეობს ჭკვიანი სახლის სისტემებით. "ნავის" მობინადრეებს საშუალება ექნებათ დისტანციურად აკონტროლონ სახლში არსებული სხვადასხვა მოწყობილობა, გათბობა/გაგრილება და რაც მთავარია, კარის ჭკვიანი საკეტი, რომლითაც დისტანციურად შეძლებენ სახლის გაქირავებასაც.

რამდენად დიდია "სმარტერის" გუნდი?

"სმარტერს" ახალგაზრდა, მოტივირებული გუნდი ჰყავს, რომლის წევრებისთვისაც შეუსრულებელი სამუშაო არ არსებობს. კომპანია საკუთარ საქმეზე შეყვარებულ 20-მდე პროფესიონალს აერთიანებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ.

"სმარტერის" გუნდი სხვადასხვა დეპარტამენტისგან შედგება: ერთია პროექტირების ნაწილი, სადაც პროექტირება და ხაზვა მიმდინარეობს, ასევე საინჟინრო დეპარტამენტი, სადაც ზრუნავენ იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყვიტონ კონკრეტული პრობლემები და მოთხოვნები კლიენტების მხრიდან. გარდა ამისა, ფუნქციონირებს ტექნიკური დეპარტამენტი, სადაც ტექნიკოსები მუშაობენ, ამონტაჟებენ და შემდეგ უკვე მართავენ სისტემას, დაბოლოს, რაც მთავარია, ჰყავთ კომერციული დეპარტამენტი, სადაც მარკეტინგისა და შესყიდვების მიმართულებით მუშაობენ.

კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს საკუთარ თანამშრომლებს ჰარმონიული სამუშაო გარემო შეუქმნას, რომელიც თავისუფალი იქნება ზედმეტი შეზღუდვებისგან. "სმარტერი" ძალიან კარგი პლატფორმაა მათთვის, ვისაც განვითარება სურს − პროექტების მრავალფეროვანი თემატიკიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ პირებს შეუძლიათ კომპანიაში დასაქმდნენ და მალევე მიაღწიონ მაღალ საფეხურებს. პლუს ამას, ევროპული წარმომავლობის ბრენდებს არაერთი შესაძლებლობა აქვთ სერტიფიცირების, სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, "სმარტერი" კი მუდმივად ზრუნავს საკუთარი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ხელს უწყობს მათ ამ პროექტებში ჩართვას.

როგორია სამომავლო გეგმები?

"სმარტერს" საქმიანობის განმავლობაში არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. პირველი და ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ბიზნესის განვითარების პარალელურად მათ ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უწევდათ.

"საქართველოში არ არსებობდა ცნობიერება ჭკვიანი სახლის შესახებ. როდესაც შეხვედრაზე მივდიოდით და ვამბობდით, რომ ჭკვიან სახლს ვთავაზობთ, ეს არ იყო სრულად გასაგები ყველასთვის. ჯერ ვხსნიდით, თუ რა იყო ჭკვიანი სახლი და შემდეგ ვსაუბრობდით, რომ "სმარტერი" ჭკვიან სახლს აკეთებს, ეს კი არ იყო მარტივი", იხსენებს დიმიტრი.

ფაქტმა, რომ ჭკვიანი ტექნოლოგიების მიმართულებით ქართულ ბაზარზე "სმარტერი" პიონერი იყო, საკმაოდ დიდი გამოცდილება მოუტანა კომპანიის გუნდს, რაც შემდგომში მათ საზოგადოების ნდობის მოპოვებაში დაეხმარა. გარკვეულწილად კომპანიას დღესაც უწევს ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, თუმცა ახლა მარტო არ არიან, რადგან ნელ-ნელა ბაზარზე სხვა კომპანიებიც გამოჩნდნენ.

"დღეს უკვე გამოჩნდნენ მსგავსი ტიპის კომპანიები, რაც ძალიან გვახარებს მარტოები აღარ ვართ, ვინც ჭკვიან საკეტებზე ვლაპარაკობთ. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად სინერგიულია და ერთმანეთს აძლიერებს. კარგია, რომ ბაზარი და კონკურენციაც იზრდება, რადგან ეს არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ მოვდუნდეთ", აღნიშნავს დიმიტრი.

დღეს "სმარტერი" ახალგაზრდა, თანამედროვე და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული საინჟინრო და ტექნიკური კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ბაზარზე გარკვეულწილად შეცვალა მომიჯნავე ტექნიკურ სფეროებთან დაკავშირებული წარმოდგენები. თუ აქამდე, ბინასა და ოფისში ელექტრობისა და სხვა სისტემების ინტეგრირების პროცესი მომხმარებლისთვის ყველაფერ უარყოფითთან ასოცირდებოდა, "სმარტერმა" ეს დამოკიდებულება ინოვაციური მიდგომებით დადებითისკენ შეცვალა.

სამომავლოდ "სმარტერს" არაერთი ამბიციური გეგმა აქვს და საქართველოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტად სურთ გაფართოება. ამჟამად კომპანია მყარად პოზიციონირებს ბათუმსა და თბილისში − მეორე შოურუმის გახსნა ბათუმში იგეგმება. გარდა ამისა, "სმარტერის" გუნდი კიდევ უფრო აქტიურად აგრძელებს ჭკვიანი სახლის სისტემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოში და სამომავლოდ რეგიონის ათვისებასაც გეგმავს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ