სნუპ დოგის კომპანია ნაყინის ტესტერს ეძებს – ანაზღაურება თვეში 10 000 დოლარია
By Jon Small
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
2023 წლის ივლისში სნუპ დოგმა ნაყინის მწარმოებელი ბრენდი Dr. Bombay დააფუძნა. კომპანია ამჟამად ვაკანსიას აცხადებს, რომელიც შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი შეთავაზება იყოს. ბრენდი არომატების საერთაშორისო ტესტერს ეძებს, რომლის ანაზღაურებაც თვეში $10 000 იქნება. პოზიცია სამთვიან სამუშაო კონტრაქტს მოიაზრებს.
სნუპმა ვაკანსია თავადვე დააანონსა და აღნიშნა, რომ ბრენდის გაფართოებასთან ერთად, Dr. Bombay-ს ახალი არომატების შთაგონებისთვის ძიება აშშ-ის ფარგლებს გარეთ სურს.
აპლიკანტებს განაცხადის შეტანა HR კომპანია Deel-ის ვებგვერდზე შეუძლიათ, სადაც უნდა უპასუხონ კითხვებს ნაყინის მოხმარების ჩვევებზე – მათ შორის, კვირაში რა რაოდენობის ნაყინს ჭამენ და წარადგინონ ის არომატი, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტად მოსწონთ.
Dr. Bombay სნუპ დოგმა თავის ვაჟთან, კორდელ ბროდუსთან ერთად დააარსა. კომპანიის შექმნის იდეური ფესვები სნუპის მამას, ვერნელ ვარნადოს უკავშირდება, რომელიც მისისიპის რძის ფერმაში გაიზარდა.
ბრენდის რეცეპტები მდიდარ ტექსტურებსა და უხვ შიგთავსს აერთიანებს. კომპანიის პროდუქცია თავდაპირველად აშშ-ის მასშტაბით Walmart-ის ათასობით მაღაზიაში იყიდებოდა. ბრენდმა მალევე მოიპოვა პოპულარობა და ამჟამად გლობალური გაფართოების ეტაპზე გადადის.
თარგმანი: ნინო იმერლიშვილი