Get All Access for $5/mo

Society Tbilisi - ივენთ კომპანია, რომელიც განსხვავებული კონცეფციის ღონისძიებებს გვპირდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ივენთ კომპანიის დაარსების იდეა ანი სპანდერაშვილს 2022 წელს, პარიზში ყოფნის პერიოდში გაუჩნდა, თუმცა იდეის რეალობად ქცევა მხოლოდ 2023 წლის შემოდგომაზე შეძლო, როდესაც სწავლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარსკოლაში დაიწყო. სწორედ ასე შეიქმნა გასულ წელს ივენთ კომპანია Society Tbilisi, რომელიც ნელ-ნელა განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.

"დიდი სურვილი მქონდა, რომ თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ ხარისხიანი და გემოვნებიანი ღონისძიებები ჩატარებულიყო. გარდა ამისა, ბაზარზე განსხვავებული სახის ღონისძიებების სერიების შემოტანა მსურდა. თავდაპირველად კომერციული მუსიკის თვალსაზრისით დავიწყე საღამოს ივენთის გაფორმება, წინ კი უფრო განსხვავებული და დიდი გეგმები მაქვს, რასაც, აუცილებლად იხილავთ", - აღნიშნავს ანი სპანდერაშვილი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ანი Society Tbilisi-ის შექმნაზე ბიზნესპარტნიორთან ერთად მუშაობდა, თუმცა ამჟამად ყველაფერს დამოუკიდებლად უძღვება. როგორც თავად აღნიშნავს, მისი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა დიდ გამბედაობას მოითხოვდა.

"არც ისე მარტივია ამ ყველაფრის კეთება, როდესაც მხოლოდ ერთ ადამიანს უწევს სრული ორგანიზება და პასუხისმგებლობის აღება. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეში ჩემი თავი ვიპოვე და ისე შევიყვარე, რომ მისი კეთება არასდროს მომბეზრდება", - აღნიშნავს ანი.

რაც შეეხება გამოწვევებს, ანის თქმით, ამ კუთხით ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კონკურენტი კომპანიების მიერ შექმნილი დაბრკოლებებია, რასაც ნელ-ნელა პროცესი არაჯანსაღ კონკურენციაში გადაჰყავს. "კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი და ამაში გასაკვირი არაფერია, იგი არ უნდა აზიანებდეს სხვას, რადგან ეს უკვე აგრესიულ კონკურენციას გულისხმობს".

დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ Society Tbilisi-ის დამფუძნებელს ასწავლა ის, თუ როგორ შეუძლია მას წარმართოს საკუთარი ცხოვრება სასიკეთოდ. ამ პროცესში ანიმ იპოვა საკუთარი თავი და დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, თუ იგი მიენდობა საკუთარ თავს და უარს არ იტყვის იდეების განხორციელებაზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანი სპანდერაშვილს Society Tbilisi-ისთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო იდეა აქვს და როგორც თავად აღნიშნავს, მალე თბილისში ბევრ ისეთ ღონისძიებას ვიხილავთ, რაც ჯერ არ განხორციელებულა - "ეს იქნება სრულიად უცხო და ინოვაციური".

ნელ-ნელა Society Tbilisi მასშტაბური ღონისძიებების განხორციელებაზე გადადის და პასუხისმგებლობას აიღებს საქორწინო ცერემონიებისა თუ Grand Opening-ის მიმართულების ღონისძიებებზე.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი