Get All Access for $5/mo

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" საქართველოს ნაკრების პირველ, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატს საჩემპიონო მარათონით აღნიშნავს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის მარათონს იწყებს. საქართველოს ნაკრებისთვის პირველი, ისტორიულ ევროტურნირისთვის კომპანია მომხმარებლებს სურპრიზებსა და საჩუქრებს ჰპირდება.

მარათონი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გასტანს - ის სტარტს 14 ივნისიდან აიღებს და 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

საჩემპიონო მარათონის წესები ასეთია: "ენერჯი ბარათით" საწვავის ჩასხმის შემთხვევაში, დღის მე-1000 მომხმარებელი, ყოველდღიურად საჩუქრად მიიღებს ფლესითეიშენ ხუთს (PS5), ხოლო საქართველოს ნაკრების მატჩის დღეებში - 18, 22 და 26 ივნისს - ორკაციან საგზურებს ევროპის ჩემპიონატის ფინალზე.

მარათონში ჩასართავად საჭირო მხოლოდ "ენერჯი ბარათის" წარდგენაა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა არ არის საწვავის კონკრეტული რაოდენობა ან ღირებულება.

გამარჯვებული ყოველ 24 საათში ერთხელ გამოვლინდება. ყოველდღიურად იღბლიანი მომხმარებლის გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში გამარჯვებულს კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება. თუკი ამ დროის განმავლობაში გამარჯვებულთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, პრიზი ავტომატურად 1001-ე მომხმარებელს გადაეცემა.

საჩუქრები "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" სათავო ოფისიდან ან სერვისცენტრებიდან გაიცემა. მათი ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, "მომსახურების ცენტრების" ველში. პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა მომხმარებელმა ადგილზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

Business News

როგორ გავზარდოთ ბრენდი TIKTOK-ის დახმარებით?

ინტერვიუ "სლაშის" დამფუძნებელ სოფი კილაძესთან

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"