სოკარის გათამაშება გრძელდება - ჯერ კიდევ გაქვს შანსი მოიგო ბინა, ელექტრომობილი ან ფულადი პრიზი 10 000₾

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოკარის გათამაშება გრძელდება - ჯერ კიდევ გაქვს შანსი მოიგო ბინა, ელექტრომობილი ან 10 000 ₾.

თუ სოკარის გათამაშებაში ჯერ არ ჩართულხარ, ახლა საუკეთესო დროა. კამპანია "გამარჯვება გაზიარებით იწყება" კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და 31 აგვისტოს ჩათვლით თითოეულ მომხმარებელს აძლევს შანსს, ყოველდღიური მგზავრობა რეალურ გამარჯვებად აქციოს.

გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სოკარის აპლიკაციის გადმოწერა და მასში ენერჯი ბარათის დამატება.

შემდეგ კი ყველაფერი მარტივია - სოკარის ბენზინ და გაზგასამართ სადგურებზე ყოველი 15 ლიტრი საწვავის ან 15 მ³ გაზის ჩასხმისას, ენერჯი ბარათის დასკანერებით მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს გათამაშების 1 ბილეთს.

Socar Prime-ის გამომწერები კი თითოეულ დასკანერებაზე, ერთის ნაცვლად გათამაშების 2 ბილეთს მიიღებენ, რაც გამარჯვების შანსს კიდევ უფრო ზრდის.

თუმცა გათამაშება მხოლოდ მთავარი პრიზებით არ შემოიფარგლება. ყოველდღიურად თამაშდება 100 მომენტალური პრიზი - ენერჯი ქულები და ვეიმარტის ვაუჩერები, რომელთა მოგება ბარათის დასკანერებისთანავეა შესაძლებელი.

სწორედ ეს არის კამპანიის მთავარი იდეაც - მოგებული პრიზის გაზიარება. მომხმარებელს შეუძლია მომენტალური პრიზი თავად გამოიყენოს ან უცნობ ადამიანს აჩუქოს. გაზიარების შემთხვევაში კი დამატებით გათამაშების 5 ბილეთს მიიღებს, რაც მთავარი პრიზების მოგების შანსს კიდევ უფრო ზრდის. საჩუქრის მიმღებს 1 კვირა ექნება იმისთვის, რომ პრიზის მიღებას დათანხმდეს.

კამპანიის ფინალი 10 სექტემბერს, LIVE ფორმატში გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

მთავარი პრიზებია:

  • დასრულებული ბინა საბურთალოზე, თეთრი კვადრატის კომპლექსში;
  • ახალი ელექტრომობილი EQ7;
  • 3 ფულადი პრიზი - 10 000 ₾.

კამპანია უკვე თვენახევარია წარმატებით მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში 4 500-ზე მეტი მომენტალური პრიზი გათამაშდა, გამარჯვებულების რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება.

ზოგჯერ გამარჯვება ერთი მარტივი მოქმედებით იწყება. გადმოწერე სოკარის აპლიკაცია, დაასკანერე ენერჯი ბარათი ყოველი საწვავის ან გაზის ჩასხმისას და მოხვდი იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც მთავარი პრიზების მოგების რეალური შანსი აქვთ.

დეტალებისთვის გადადი ბმულზე.