SOLO X BEKA PARIS - ქალთა დღის კამპანია საზღვრებს გარეთ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
SOLO წელს 8 მარტს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზშიც აღნიშნავს. საგაზაფხულო კამპანია ცნობილ ქართველ ფლორისტთან, ბექა ცერცვაძესთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ინიციატივის ფარგლებში, ბექა ცერცვაძის პარიზულ მაღაზიაში - BEKA Paris-ში წარმოდგენილი იქნება განსაკუთრებული შეფუთვის მქონე ყვავილები, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ქალთა დღის აღნიშვნას, ასევე, ქართული კულტურისა და ემოციის გაზიარებას.
აღსანიშნავია, რომ SOLO-ს საგაზაფხულო კამპანია მხოლოდ პარიზში არ სრულდება. 6-7 მარტს ადგილობრივ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, BEKA Paris-ის ექსკლუზიური ბრენდირებით შესრულებული ყვავილები SOLO ლაუნჯებში იხილონ და მიიღონ სამახსოვრო ბუკეტები.

ბექა და BEKA Paris: ყვავილები, როგორც ემოცია
გაზაფხული ის დროა, როდესაც ბუნება იღვიძებს და გარემო ახალი ენერგიით ივსება. სწორედ ამ პერიოდში ჩნდებიან ყვავილები, რომლებიც სეზონის ცვლილებას მოასწავებენ.
შესაბამისად, გასაკვირი არცაა, რომ ბექა ცერცვაძის საყვარელი სეზონი გაზაფხულია. ის ყვავილებით ბავშვობიდან დაინტერესდა და ნელ-ნელა აქცია ისინი მედიუმად, რომლითაც ადამიანებს ემოციებსა და ისტორიას უზიარებს.
"ყვავილებით ძალიან პატარა ასაკიდან დავინტერესდი. ყოველთვის მხიბლავდა მათი სილამაზე და ის ემოცია, რომელსაც ადამიანებში იწვევს. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ყვავილები ჩემთვის უბრალოდ დეკორაცია კი არა, ემოციების და ისტორიის გადმოცემის საშუალება გახდა და ბევრი შესაძლებლობა დავინახე პროფესიული კუთხით", - გვიყვება ბექა.
სწორედ ამ იდეით შექმნა მან საკუთარი ბრენდი პარიზში - Beka PARIS, რომელიც მომხმარებელს ყვავილების გამორჩეულ კომპოზიციებსა და ემოციებს სთავაზობს.
"BEKA PARIS არის ჩემი მაღაზია პარიზში, სადაც ვცდილობთ შევქმნათ განსაკუთრებული და ისეთი კომპოზიციები საიდანაც შეიძლება ემოციის გადმოცემა. ჩვენი სტილი აერთიანებს პარიზულ დახვეწილობას და თანამედროვე ესთეტიკას. ვმუშაობთ როგორც კერძო კლიენტებთან, ასევე მოდის სახლებთან, ბრენდებთან და სხვადასხვა ღონისძიებაზე - ვქმნით დეკორაციებს მათ შორის მოდის კვირეულებისთვის, პრეზენტაციებისთვის და ბრენდების სპეციალური პროექტებისთვის. ანუ ყველა ისეთი მომენტისთვის, რომლისთვისაც ყვავილებს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს", - გვიზიარებს ბექა.
გამორჩეული მომენტების შესაქმნელად, SOLO-სთან კოლაბორაციით შეიქმნა 8 მარტის საგაზაფხულო კამპანიაც, რომელმაც ქალთა დღის აღნიშვნა პარიზშიც გახადა შესაძლებელი.
"8 მარტი საფრანგეთში, ქალთა უფლებების დღეა და მას აქ არ აღნიშნავენ ისე, როგორც საქართველოში. შესაბამისად, SOLO-სთან კოლაბორაცია ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რადგან ის აერთიანებს ქართულ კულტურას და პარიზულ გარემოს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კამპანიით ქართული ტექსტი და ქართული ემოცია პარიზის გულში გამოჩნდება, რაც ხელს შეუწყობს პარიზელებში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდას. მეც, ჩემი მხრივ, ხშირად ვცდილობ საქართველო გავაცნო პარიზელებს და ეს კამპანია ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - ამბობს ბექა.