Get All Access for $5/mo

სოლუქსი - აუდიო-ვიზუალური სისტემებით უზრუნველყოფის კომპანია ოცწლიანი გამოცდილებით და წამყვანი საერთაშორისო პარტნიორებით

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დროსთან ერთად ბიზნესსექტორი ვითარდება და ჩნდებიან კომპანიები, რომლებიც მსოფლიო სტანდარტების დაცვით თავიანთ მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისს სთავაზობენ. ამ სტატიაში მოგიყვებით ქართული კომპანიის შესახებ,

რომელმაც დიდი გამოცდილებით, რეპუტაციული საერთაშორისო პარტნიორებით, ინოვაციების დანერგვითა და ხარისხით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.

კომპანია "სოლუქსი" მომხმარებელს საჯარო და კერძო სივრცეებში აუდიო-ვიზუალურ გაფორმებას და ამ მომსახურებასთან დაკავშირებულ სრულ სერვისს სთავაზობს. კომპანიის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და თავდაპირველად ის ბაზარზე "შოუტექნიკის ცენტრის" სახელით იყო წარმოდგენილი. ახლახან კი დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რებრენდინგის შედეგად კომპანიის გამოკვეთილი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერვისებით წარმატების ახალ ეტაპზე გადასულიყვნენ.

"სოლუქსის" კონცეფციასა და განვითარების სტრატეგიაზე Entrepreneur-ი "სოლუქსის" თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ნინო დევაძეს ესაუბრა.

ნინო დევაძე:

"20 წლის წინ რამდენიმე მეგობარი გავერთიანდით და გადავწყვიტეთ, დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც დღეს სხვადასხვა სივრცის აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიებით აღჭურვაზე წარმატებით მუშაობს. აქ შედის გახმოვანება, განათება, ვიდეოპროექცია, საკონფერენციო სისტემები, აკუსტიკა და სხვა. საუბარია ისეთი სივრცეების უზრუნველყოფაზე, როგორებიც არის: თეატრები, მუსიკალური მენიუები, საფესტივალო სივრცეები, სტადიონები და ასე შემდეგ. ვგულისხმობთ როგორც პროექტირებას, ტექნიკურად აღჭურვას, მონტაჟს, მხარდაჭერას, გარანტიას და სრულ უზრუნველყოფას. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გადავწყვიტეთ რებრენდინგის შედეგად ჩვენი კომპანიის, როგორც ბრენდის, იდენტობა გამოგვეკვეთა, სერვისები უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა, ორგანიზაციულადაც გავზრდილიყავით და "სოლუქსი" უფრო დიდი მასშტაბით ყოფილიყო ბაზარზე წარმოდგენილი".

აუდიო-ვიზუალური ტექნოლოგიების სფერო ინოვაციების კვალდაკვალ ვითარდება. იზრდება ინდუსტრიის იმ წარმომადგენელთა მოთხოვნებიც და ოპერირების არეალიც.

"ეს სფერო იმდენად მრავალფეროვანი გახდა, რომ ჩვენც ბევრი სერვისი დაგვემატა. დავამატეთ ვიზუალური პროექციები, სივრცის აკუსტიკურად დამუშავება და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, სერვისები კიდევ უფრო ჩავშალეთ და ჩარჩოებით არ შევიზღუდეთ თავი, რათა ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დავეხმაროთ", - აღნიშნავს ნინო დევაძე.

როგორც უკვე ვახსენეთ, "სოლუქსი" ფოკუსირებულია იმ საჯარო თუ კერძო სივრცეების მომსახურებაზე, რომლებსაც აუდიო-ვიზუალური მხარდაჭერა ძირითადად მასშტაბური ღონისძიებებისთვის სჭირდებათ. "სოლუქსის" სერვისები იმ შემთხვევებსაც მოიცავს, როცა საქმე კერძო საკუთრების, საცხოვრებლის, ოფისის ან კომერციული ფართის შესაბამისად აღჭურვას ეხება. "სოლუქსი" ყოველ თანამშრომლობას ინდივიდუალურად უდგება. როგორც ნინო დევაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, შეკვეთის მიღების შემდეგ ხდება დამკვეთის მოთხოვნებისა და გარემოებების დამუშავება, რათა შედეგი სრულყოფილი იყოს.

მრავალწლიანმა მუშაობამ განაპირობა ის, რომ "სოლუქსი" დღეს წამყვან საერთაშორისო მომწოდებლებსა და კომპანიებთან თანამშრომლობს. მათ შორის ვხვდებით ისეთ ცნობილი ბრენდებს, როგორებიც არიან: JBL PRO, HKaudio, MayerSound-ი, Biamp-ი, K-array, ETC, Robe-ი, American DJ, JTS, AKG და ასე შემდეგ.

"ამ კომპანიების მასშტაბების უკეთ წარმოსაჩენად გეტყვით, რომ, მაგალითად, ამერიკული კომპანია ETC განათების მართვის სისტემების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და სწორედ ის უზრუნველყოფს დისნეილენდის განათებას", - განმარტავს ნინო დევაძე.

ნინო ამბობს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, მუდმივად იყოს ინდუსტრიის განვითარების ნაწილი.

"სოლუქსი" ხშირად არის წარმოდგენილი საჯარო გამოფენებზე, ბაზრობებზე, თემატურ ფესტივალებზე, კონფერენციებსა და ვორქშოპებზე. გუნდის წევრები ესწრებიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებსა და ტრენინგებს. მუდმივად ვცდილობთ, რომ სწრაფად მზარდ ბაზარს ყოველთვის თანამედროვე გადაწყვეტებით

და მიდგომებით ვუპასუხოთ. მსოფლიო ბაზარზე ჩნდება ისეთი მოთხოვნები და საჭიროებები, რაც ხშირად ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც კი განსაზღვრავს.

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ამ სიახლეების ნაწილი ვართ და მსოფლიო ტენდენციებს ჩვენს სერვისებში ოპერატიულად ვნერგავთ. გარდა უშუალოდ ჩვენი სერვისების განვითარებისა, გვსურს, ბაზარზე მსოფლიო სტანდარტების შესახებ ცნობადობაც ავამაღლოთ. ჩვენს თითოეულ მომხმარებელს დავანახვოთ, თუ რას ნიშნავს საუკეთესო ხარისხი. ამგვარად ვცდილობთ, ნდობაც მოვიპოვოთ და ჩვენი ცოდნა, გამოცდილებაც გავაზიაროთ. ეს პროცესი მრავალმხრივია და ამ სფეროში პროფესიონალიზმის ზრდას უწყობს ხელს".

კომპანია "სოლუქსისათვის" უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ძლიერი გუნდის ფორმირებაა, სადაც თითოეული დასაქმებული პერსპექტიულ და მისთვის საინტერესო გარემოში იმუშავებს.

ნინო დევაძე:

"ჩემი, როგორც მენეჯერის მიზანია, თითოეულ თანამშრომელს შევუქმნა გარემო, სადაც საკუთარ როლს მკაფიოდ ხედავს და თავს კომპანიის განვითარების პროცესის მნიშვნელოვან მონაწილედ გრძნობს. ამასთან ერთად, ორგანიზაციული სტრუქტურა დავალაგეთ იმგვარად, რომ გავმიჯნეთ ვალდებულებები. ჩემი ხედვით, კომპანიის წინსვლისთვის აუცილებელია, რომ დასაქმებულები იყვნენ მოტივირებული, კმაყოფილი და უხაროდეთ საკუთარი საქმის კეთება. რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის მარტივი მისაღწევი არ არის. მსურს, თითოეულ დასაქმებულს პროფესიული განვითარების სურვილი ჰქონდეს, წინსვლის შესაძლებლობებს ხედავდეს და ხელმძღვანელების მხარდაჭერას გრძნობდეს. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს თანამშრომლებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ჰქონდეთ".

როგორც ნინო დევაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში ამბობს, ამ ეტაპზე "სოლუქსის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ორგანიზაციული ზრდა და სტრუქტურის სრულყოფილად ჩამოყალიბებაა. ამასთან ერთად, კომპანია გეგმავს, საერთაშორისო პარტნიორების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს.

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია