Cyber Monday Sale! 50% Off All Access

სოციალური მეწარმეები ტურიზმში ადგილს იმკვიდრებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

მოგზაურები მუდმივად ახლის ძიებაში არიან. შესაბამისად ტურიზმი ცვალებადი ტენდენციებით ხასიათდება. ბოლო რამდენიმე წელია პასუხისმგებლიანი მოგზაურობა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისი მთავარი არსი კი მასპინძელი საზოგადოებების გაძლიერებაა. მოგზაურებს სურთ, მათ მიერ დახარჯული თანხა ადგილობრივთა კეთილდღეობას მოხმარდეს. სწორედ, რომ ეს პრინციპი აკავშირებს ერთმანეთთან ტურიზმსა და სოციალურ მეწარმეობას.

რატომ ანიჭებენ ადამიანები სოციალურად პასუხისმგებლიან მოგზაურობას უპირატესობას?

მოგზაურებს, რომლებსაც უნდათ, რამდენიმე დღეში გაეცნონ ქვეყნის ტრადიციებს, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებებს, ეს სრულებით შესაძლებელია, სწორედ სოციალურ საწარმოებში სტუმრობით მოახერხონ. რა საზოგადოებრივი გამოწვევების გამკლავებას ისახავს მიზნად სოციალური საწარმო - ბევრის მთქმელია მასპინძელ ქვეყანაზე. გარდა ამისა, სოციალური საწარმოების ნაწილი კულტურულ მემკვიდრეობას ტრადიციულ რეწვაში აცოცხლებს. მათ მიერ შექმნილი ნაწარმი განსაკუთრებული ავთენტურობით გამოირჩევა. მაგალითად, კერამიკის ჭურჭელი, ტიხრული მინანქრის სამკაულები, თექის სამოსი და სხვა. საქმიანობით გამომუშავებული თანხა კი სოციალური პრობლემების მოგვარებას ხმარდება. ერთ-ერთი ასეთი კი მოწყვლადი ჯგუფების ხელშეწყობა და გაძლიერებაა, სადაც სოციალური საწარმოები ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად გვევლინებიან.

სოციალური საწარმოები პასუხისმგებლიანი მოგზაურების ძირითად ინტერესებს აკმაყოფილებენ. პირველ რიგში მათ საინტერესო მასტერკლასებში მონაწილეობას, ადგილობრივი კულტურის გაცნობასა და ორიგინალური ნივთების შეძენას სთავაზობენ. მოგზაურების მიერ დახარჯული თითოეული თეთრი კი ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობას ხმარდება.

სოციალური საწარმოების ტურიზმის ინდუსტრიაში ინტეგრაციის პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს. უცხოურმა ტურისტულმა სააგენტოებმა მალევე შეძლეს თანამედროვე მოგზაურების ინტერესებისა და სოციალური მეწარმეების ურთიერთდაკავშირება. სასურველია ეს პროცესი საქართველოშიც მალევე დაიწყოს. სოციალური საწარმოები მზაობას გამოთქვამენ აქტიურად ითანამშრომლონ ტურისტულ სააგენტოებთან. მთავარია ტურისტულმა ბიზნესმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს.

რა სარგებელი მოჰყვება სამოგზაურო პროგრამებში სოციალური საწარმოების ინტეგრირებას? პირველ რიგში ტურისტული სააგენტოები შეძლებენ უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლიანი მოგზაურის მოზიდვას. მათი რიცხვი კი დღითიდღე იზრდება. გარდა ამის სამოგზაურო პროგრამები მრავალფეროვანი და ტრადიციული ელემენტებით დატვირთული გახდება. სოციალური საწარმოები კი უფრო მეტი ფინანსების მობილიზებასა და სოციალური მისიის ჯეროვნად შესრულებას შეძლებენ.

საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლობის მუხტი არასამთავრობო სექტორმა შექმნა. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ლატვიის სოციალური მეწარმეობის ასოციაციამ (SEAL), სოციალურ საწარმოთა ალიანსმა (SEA) და რეგიონული მდგრადი განვითარების ინსტიტუტმა (RSDI), განახორციელეს ერთობლივი პროექტი - "სოციალური მეწარმეები ტურიზმისთვის - SET".

Entrepreneur-ი დეტალების გასარკვევად პროექტის ერთ-ერთ ორგანიზატორს სალომე კუსიანს დაუკავშირდა.

"პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ სოციალური საწარმოების ტურისტული პოტენციალი და თითოეული მათგანისთვის გავაუმჯობესეთ ტურისტული სერვისის პაკეტები, რომლებსაც როგორც ტურისტულ სააგენტოებს, ისე ინდივიდუალურ დამსვენებლებსაც შესთავაზებენ. ასევე ჩვენი მიგნებები გავუზიარეთ ტურისტულ კომპანიებსაც და იმედი გვაქვს მათსა და სოციალურ მეწარმეებს შორის მალევე დაიწყება წარმატებული თანამშრომლობები. პროექტის ფარგლებში შევქმენით კატალოგი, რომელიც სოციალური საწარმოების ტურისტული პოტენციალის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ეს კატალოგი კი ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული"

სოციალურ მეწარმეობას აქვს პოტენციალი ქართული ტურიზმი უფრო მიმზიდველი და პასუხისმგებლიანი მოგზაურების ინტერესებზე მორგებული გახადოს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

"ანტრეპრენერი სუპერგმირია"

ვინ არის ანტრეპრენერი?