Startup Grind Pitch Battle Royale Georgia წარმატებით დასრულდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Startup Grind Pitch Battle Royale Georgia დასრულდა — Parallax VR და ReFi.Trading გლობალურ ნახევარფინალში გადადიან

სტარტაპ გრაინდ თბილისის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობებმა, 17 თებერვალს ილიაუნის თეატრში წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო შეჯიბრს — Startup Grind Pitch Battle Royale-ის ლოკალურ ეტაპს, რომელმაც თავი მოუყარა საქართველოს პერსპექტიულ ადრეული ეტაპის სტარტაპებს.

სტარტაპებმა მონაწილეობა მიიღეს ორ კატეგორიაში — Idea Stage და Development Stage, სადაც წარადგინეს ინოვაციური გადაწყვეტილებები კლიმატ ტექ-ის, ხელოვნური ინტელექტის, განათლების ტექნოლოგიების, ციფრული მარკეტფლეისებისა და ბლოკჩეინის მიმართულებებით. თითოეულმა ფინალისტმა წარმოადგინა 2-წუთიანი ფიჩი, რასაც მოჰყვა ჟიურის კითხვები და შეფასება.

სტადიის შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, ჟიურიმ გამარჯვებულებად გამოავლინა:

Parallax VR — Idea Stage-ის გამარჯვებული

ReFi.Trading — Development Stage-ის გამარჯვებული

ორივე სტარტაპმა გამოავლინა პოტენციალი ინოვაციის, მასშტაბირების შესაძლებლობისა და ბაზარზე გამოყენებადობის თვალსაზრისით.

საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში, ლოკალური გამარჯვებულები საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ვირტუალურ გლობალურ ნახევარფინალში, რომელსაც 25 თებერვალს Startup Grind-ის სათაო ოფისი უმასპინძლებს, სან-ფრანცისკოში. აღნიშნულ ეტაპზე ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივი გამარჯვებულების წინააღმდეგ იასპარეზებენ გლობალურ ფინალში მოსახვედრად.

Startup Grind Pitch Battle Royale წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ადრეული ეტაპის დამფუძნებლებისთვის, რომელიც მათ აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო ხილვადობა, პროფესიონალური უკუკავშირი და საკუთარი სტარტაპი გლობალურ სცენაზე წარადგინონ.