Cyber Monday Sale! 50% Off All Access

სტივ ბალმერის ქონების ღირებულებამ 157 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც მისი ყოფილი, Microsoft-ის უფროსის, ბილ გეიტსის ქონებას აღემატება

By Theron Mohamed

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტივ ბალმერის ქონება 2022 წლის ნოემბერში 77 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის 2 ივლისს 157,2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბილ გეიტსის ყოფილი თანაშემწე, სტივ ბალმერი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში შევიდა და პირველად აჯობა თავის ყოფილ უფროსს. ბალმერის ქონება გაორმაგდა: 2022 წლის ნოემბერში 77 მილიარდი დოლარიდან - 157,2 მილიარდ დოლარამდე, რაც მას მეექვსე ადგილზე აყენებს Bloomberg Billionaires Index-ში.

გეითსი, Microsoft-ის ლეგენდარული თანადამფუძნებელი და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფილანტროპი, მეშვიდე ადგილზეა და მისი ქონება 156,7 მილიარდ დოლარად ფასდება. ის ერთი წლის წინ ბალმერს 17 მილიარდი დოლარით უსწრებდა.

ბალმერი ახლა დაახლოებით 5 მილიარდით ჩამორჩება Alphabet-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯს, რომელიც Bloomberg-ის სიაში მეხუთე ადგილზეა 162 მილიარდი დოლარის შეფასებით.

ბალმერი, Los Angeles Clippers-ის საკალათბურთო გუნდის მფლობელი, ისეთ ადამიანებზე მაღლა დგას, როგორებიც არიან: Oracle-ის ლარი ელისონი (156 მილიარდი დოლარი), Alphabet-ის სერგეი ბრინი (153 მილიარდი დოლარი), უორენ ბაფეტი (128 მილიარდი დოლარი), მაიკლ დელი (116 მილიარდი დოლარი) და Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგი (109 მილიარდი დოლარი).

ბალმერმა თავისი ქონება Microsoft-ში 1980 წელს პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობაზე შესვლით მოიპოვა. თავდაპირველად ეს როლი უფრო ბიზნესმენეჯერის პოსტს ჰგავდა, ვიდრე პირადი თანაშემწის. საწყის ეტაპზე ის დათანხმდა 50 000 დოლარის ოდენობის საბაზისო ხელფასს და დამატებით მის მიერ გამომუშავებული მოგების ზრდის 10%-ს. თუმცა Forbes-ის მიხედვით, ბალმერის კომპენსაცია სწრაფად გაიზარდა და მოახერხა მისი

გადაცვლა მნიშვნელოვანი კაპიტალის წილზე.

ბალმერი იყო გეითსის ახლო მრჩეველი და 2000 წელს თავად გახდა აღმასრულებელი დირექტორი. ბალმერი თანამდებობიდან გადადგა 2014 წელს 333 მილიონი აქციის მფლობელობით, რაც წილის 4%-ს შეადგენდა, როგორც მარეგულირებელი დოკუმენტები ასახავენ.

Bloomberg-ის მოსაზრებით, ბალმერმა შეინარჩუნა Microsoft-ის აქციების უმეტესობა. პორტალის შეფასებით, მისი წილი 150 მილიარდ დოლარზე მეტია. მას ასევე, შესაძლოა წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარის ღირებულების დივიდენდები ჰქონოდა დაგროვილი.

ბალმერის ქონება გასულ 18 თვეში სწრაფად გაიზარდა ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციის გამო, როდესაც Microsoft-მა ინვესტიცია ჩადო ინდუსტრიის ვარსკვლავ OpenAI-ში. ხოლო აქციები ერთი წლის განმავლობაში მესამედით გაიზარდა.

გეითსი ჩამორჩა მის ყოფილ თანაშემწეს, რადგან მან თავისი საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაცია მოახდინა. Microsoft-ის აქციებს მიღმა გეითსმა დიდი შემოწირულობები გაიღო თავის ფონდსა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში. მიუხედავად ამისა, გასაოცარია, რომ ბალმერის ქონების ღირებულება ოფიციალურად უფრო მეტია, ვიდრე გეითსის, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად იშვიათია, თანაშემწე მეტად შეძლებული გახდეს , ვიდრე მისი უფროსი.

თარგმანი: ანა მანდეკი

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

მარკეტინგი

5 გზა, რომლითაც სოციალურმა მედიამ ტურიზმის მარკეტინგი შეცვალა

როგორ შეცვალეს ჰეშთეგებმა მთელი ინდუსტრია