STONE AGE – პრემიუმ ხარისხის ქვები 80%-მდე ფასდაკლებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

STONE AGE-ში შავი პარასკევის შეთავაზება უკვე დაიწყო: მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის თურქული ქვების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. შეთავაზება წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოქმედებს, პროდუქციის რაოდენობა კი შეზღუდულია.

STONE AGE-მა საქართველოს ბაზარზე საქმიანობა 2025 წელს დაიწყო. მოკლე დროში კომპანიამ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიციის დაკავება შეძლო, თუმცა მისი ამბიცია ამით არ შემოიფარგლება - წინ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი მიზანი და განვითარების გეგმა აქვს. მისი მთავარი მიმართულებაა პრემიუმ ხარისხის ქვის მასალების შერჩევა, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება და სრული მომსახურების შეთავაზება - აზომვიდან საბოლოო მონტაჟამდე.

კომპანიის საქმიანობის საფუძველია ამერიკაში მიღებული გამოცდილების საქართველოში დანერგვა, თანამედროვე იტალიური დანადგარების გამოყენება და ქვის დამუშავების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი. STONE AGE-ის მიზანია, მომხმარებელს მაღალი ხარისხის მასალები და პროფესიონალური მომსახურება კონკურენტულ ფასად შესთავაზოს.

ამერიკაში მიღებული გამოცდილება - STONE AGE-ის საფუძველი

STONE AGE-მა საქართველოს ბაზარზე საქმიანობა 2025 წელს დაიწყო. კომპანიის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკაში მიღებული გამოცდილებისა და მუშაობის სტანდარტების საქართველოში დანერგვა იყო. STONE AGE-ის ხედვით, მომხმარებელს ერთ სივრცეში უნდა მიეღო ქვის პროექტისთვის საჭირო სრული მომსახურება.

დღეს კომპანია მომხმარებელს ეხმარება მასალისა და კონკრეტული ფილის შერჩევაში, ადგილზე იღებს ზომებს, ამუშავებს ქვას პროექტის მიხედვით და მზა დეტალებს ამონტაჟებს. STONE AGE-ს ორი ფილიალი აქვს - თბილისში და ბათუმში. ორივე ქალაქში მომხმარებელს შეუძლია ადგილზე დაათვალიეროს ქვის ფილები, შეადაროს მათი ფერი და ფაქტურა და სპეციალისტებთან ერთად განიხილოს პროექტის ტექნიკური დეტალები.

პრემიუმ ხარისხის ქვები და საერთაშორისო ბრენდები

STONE AGE-ის ასორტიმენტშია ბუნებრივი მარმარილო, გრანიტი და ტრავერტინი, ასევე კვარცის კომპოზიტი და კერამიკული გრანიტი. მასალის შერჩევისას გუნდი ითვალისწინებს, სად და როგორ გამოიყენებენ ზედაპირს. სამზარეულოს სამუშაო ზედაპირს ყოველდღიური დატვირთვა აქვს, ხოლო ბუხრის მოპირკეთების ან დეკორატიული კედლის შემთხვევაში ხშირად გადამწყვეტი ფილის ნახატი და მისი მიმართულებაა.

კომპანია თურქული Anatolia-ს, Efesus Stone-ისა და COANTE Mineral Surfaces-ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. მომხმარებელს COANTE-ის კვარცის კოლექციებიდან შეუძლია შეარჩიოს Arteo, Essence, Krearte და Lumina. Lumina-ს ხაზში ხელმისაწვდომია მოდელები, რომელთა ტექსტურაც უკანა განათებით იკვეთება. STONE AGE-ში შეძენილ ორიგინალ COANTE-ის ქვებზე ოფიციალური ხუთწლიანი გარანტია ვრცელდება.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პრემიუმ ხარისხის მასალების მომხმარებლისთვის კონკურენტულ ფასად შეთავაზებაა. STONE AGE-ის მიზანია, მაღალი ხარისხის ქვა და მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება უფრო ხელმისაწვდომი გახადოს როგორც კერძო მომხმარებლებისთვის, ისე არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის.

თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოცდილი გუნდი - რთული პროექტების შესრულების შესაძლებლობა

STONE AGE-ში მუშაობენ ქვის შერჩევის, აზომვის, ჭრის, დამუშავებისა და მონტაჟის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები. რთულ პროექტებზე ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, როდესაც მაგიდას მომრგვალებული კონტური აქვს ან ქვის ნახატი კუნძულის ზედაპირიდან გვერდზე უნდა გაგრძელდეს, ამზომველი, დანადგარის ოპერატორი და მონტაჟის გუნდი ფორმას, ჭრის მიმართულებასა და შეერთების ადგილებს წარმოების დაწყებამდე ათანხმებენ.

წარმოებაში კომპანია იყენებს ახალი თაობის იტალიურ ხუთღერძიან CNC დანადგარებს, მათ შორის MANTA-ს, Prussiani-სა და Systar XL-ს. თანამედროვე ტექნოლოგიები გუნდს საშუალებას აძლევს, დაამუშაოს რთული ფორმები, შექმნას მრუდე კონტურები და მომრგვალებული დეტალები, ქვა 45 გრადუსზე გაჭრას, დაამუშაოს ნიჟარის ამონაჭრები და ინდივიდუალური ზომის არასტანდარტული დეტალები დაამზადოს.

ზუსტი ჭრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იქ, სადაც რამდენიმე ნაწილი ერთ ზედაპირად უნდა შეიკრას და ქვის ბუნებრივი ნახატი შეერთების ხაზთან შეუფერხებლად გაგრძელდეს. სწორედ ტექნოლოგიებისა და გამოცდილი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ხარისხს.

აზომვის, წარმოებისა და მონტაჟის კოორდინაცია კომპანიას საშუალებას აძლევს, მოკლე ვადებში შეასრულოს როგორც ცალკეული შეკვეთები, ისე მრავალდეტალიანი პროექტები. სტანდარტული შეკვეთის შემთხვევაში, მასალის ხელმისაწვდომობისა და პროექტის მზადყოფნის გათვალისწინებით, შეკვეთიდან მონტაჟამდე სამუშაოს შესრულება 24 საათშიც შესაძლებელია. ინდივიდუალური პროექტების ვადა კი ფორმის სირთულის, დეტალების რაოდენობისა და მონტაჟის პირობების მიხედვით განისაზღვრება.

საცხოვრებელი და კომერციული პროექტები

საცხოვრებელი ინტერიერებისთვის STONE AGE ამზადებს სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებსა და კუნძულებს, აბაზანის ზედაპირებსა და ნიჟარებს, კიბის საფეხურებს, ფანჯრის რაფებს, მაგიდებს, ბუხრის მოპირკეთებასა და კედლის პანელებს. დიდი ფორმატის ფილებით კომპანია იატაკისა და კედლის მოპირკეთებაზეც მუშაობს.

კომერციული სივრცეებისთვის გუნდი ინდივიდუალური ზომებით ამზადებს ბარისა და რესტორნის დახლებს, სასტუმროსა და ოფისის მისაღებ დახლებს, სილამაზის სალონების სამუშაო მაგიდებსა და დეკორატიულ დეტალებს. კომპანია თანამშრომლობს კერძო მომხმარებლებთან, არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და დეველოპერებთან. პროექტის საწყის ეტაპზე ეს თანამშრომლობა გუნდს საშუალებას აძლევს, ფილის ზომა, ნახატის მიმართულება და მონტაჟის პირობები დიზაინშივე გაითვალისწინოს.

შავი პარასკევი STONE AGE-ში - ფასდაკლება 80%-მდე

STONE AGE-ში შავი პარასკევის შეთავაზება უკვე დაიწყო. მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის თურქული ქვების შეძენა 80%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ. კომპანიის ინფორმაციით, შეთავაზება წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოქმედებს, პროდუქციის რაოდენობა კი შეზღუდულია.

ეს შესაძლებლობაა მათთვის, ვინც ქვის ზედაპირის განახლებას ან ახალი ინტერიერის მოწყობას გეგმავს და სასურველი მასალის შეძენა განსაკუთრებულ ფასად სურს.

STONE AGE - თქვენი იდეა, ჩვენი ქვა.