"სტუდიო ლიბერთი" – ახალი სტანდარტი პრემიუმ საბანკო მომსახურებაში
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ლიბერთის" პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლედი კოჭლამაზაშვილი
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
თანამედროვე ცხოვრების სტილი აყალიბებს ახალ სამომხმარებლო კულტურას, რომელიც ცვლის მომხმარებლის საჭიროებებსა და მოლოდინებს. დაჩქარებული ტემპის პირობებში ადამიანებს სულ უფრო მეტად სჭირდებათ მულტიფუნქციური სივრცეები, სადაც მათზე მორგებულ სერვისებზე წვდომა მარტივი და კომფორტულია. თუ ყველაზე საჭირო და ყოველდღიურად გამოყენებად სერვისებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ საბანკო მომსახურება. ის უცვლელად რჩება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
თანამედროვე მომხმარებლის ქცევა, პრიორიტეტები და კომუნიკაციის ფორმები აჩენს საჭიროებებს, რაც საბანკო სექტორსაც ახალი თამაშის წესებს კარნახობს. სწორედ ამ ხედვით, ბიზნესის და პირადი ინტერესების თანაკვეთაზე შეიქმნა "ლიბერთის" ახალი ბრენდი – "სტუდიო ლიბერთი", რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ საბანკო მომსახურებას, პერსონალური ბანკირის მხარდაჭერას და მათი ცხოვრების სტილზე მორგებულ შეთავაზებებს.
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი
"სტუდიო ლიბერთის" შესახებ Entrepreneur "ლიბერთის" პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლედი კოჭლამაზაშვილს ესაუბრა. ლედის გამოცდილებამ "სტუდიო ლიბერთის" კონცეფციის შექმნის პროცესში დიდი როლი ითამაშა. მისი კარიერა საბანკო სექტორში 17 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში გაიარა განვითარების ყველა საფეხური – ფრონტოფისის თანამშრომლიდან, მენეჯერულ პოზიციებამდე. სხვადასხვა დროს ჩართული იყო კომპლექსურ ტრანსფორმაციულ პროექტებში, როგორც საცალო, ისე პრემიუმ ბანკინგის მიმართულებით.
"ლიბერთის" სტრატეგიაა, ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად – ამ სტრატეგიის ფარგლებში ბანკი სწრაფად ვითარდება და მიზნად ისახავს მომხმარებლის ყველა სეგმენტის სრულად მოცვას, სერვისების და პროდუქტების თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებას. ჩვენი ბანკი ემსახურება 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 ათასზე მეტ ბიზნესს – ეს მაჩვენებლები კი მუდმივად მზარდია. ბოლო წლებში განსაკუთრებით გავიზარდეთ მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე კორპორაციული სეგმენტის მიმართულებით. შესაბამისად, გაჩნდა საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომლისთვისაც გვსურს გავხდეთ ძირითადი მომსახურე ბანკი. სწორედ ამ იდეის საფუძველზე შეიქმნა "სტუდიო ლიბერთი" – პრემიუმ საბანკო მომსახურების ახლებური გამოცდილება – საქართველოში პირველი სივრცე, რომელიც ბიზნესისა და პირადი ინტერესების თანაკვეთაზე შეიქმნა", – გვიყვება ლედი კოჭლამაზაშვილი.
ფოტო: გიორგი მამასახლისი
"სტუდიო ლიბერთის" უნიკალური, მულტიფუნქციური სივრცე კონცეპტუალურად ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული ზონა ფუნქციურად მორგებულია კონკრეტულ სერვისზე. ერთ ღია სივრცეში შექმნილია სხვადასხვა საბანკო მომსახურების, შეხვედრების თუ სამუშაო ზონები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი სერვისით კომფორტულად ისარგებლოს. არქიტექტურულად სივრცე პასუხობს სტუდიოს ტიპის სივრცით მოწყობას – შესაბამისად, გეგმარება წარმოდგენილია ბარიერების გარეშე. ფრონტოფისსა და ბექოფისს შორის ზღვარი მოშლილია და გამჭვირვალე ვიტრაჟით არის გამოყოფილი. ეს კონცეფცია უზრუნველყოფს გამჭვირვალობას, თუმცა, ამავდროულად, ინარჩუნებს კონფიდენციალურობის შეგრძნებას.
"ლიბერთის" პრემიუმ მიმართულების ფარგლებში შევქმენით "სტუდიო ნაკრები", რომელიც მოიცავს ყველა საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტსა და სერვისზე მარტივ წვდომას. სტუდიო ნაკრების ფარგლებში მომხმარებლები სარგებლობენ Visa Platinum და MasterCard World Elite პრემიუმ კლასის ბარათებით. გარდა ამისა, სულ ახლახან მასტერქარდის პირველი პრემიუმ საკრედიტო ბარათი Top|Card Black Edition სწორედ სტუდიო ნაკრების მფლობელებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. სტუდიოს როგორც ციფრული, ასევე პრემიუმ საბარათე ნაკრები, რა თქმა უნდა, მოიცავს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და სამოგზაურო უპირატესობებს. მთავარი მომსახურება, რაც "სტუდიო ლიბერთის" განსაკუთრებულად და კონკურენტულად აქცევს, არის სტუდიო ბანკირი – პროფესიონალი, რომელიც ინდივიდუალურად გეხმარება საუკეთესო ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, ნებისმიერი საბანკო და არასაბანკო პროდუქტის სწორად შერჩევასა და გამოყენებაში. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო გაციფრულდა და ციფრულ პლატფორმებზე ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას ექსპერტის ჩართულობა. სტუდიოს პრემიუმ ნაკრების მფლობელები სწორედ ამ უპირატესობით სარგებლობენ. გარდა საბანკო სერვისებისა, "სტუდიო ლიბერთის" მომხმარებლებს შეუძლიათ სტუდიოს სივრცის სურვილისამებრ გამოყენება – როგორც სამუშაოდ, ასევე წინასწარ დაჯავშნით პირადი თუ ბიზნესშეხვედრებისთვის. ასევე, აქვთ შესაძლებლობა, ჩვენს სივრცეში დაესწრონ სპეციალურ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, რომლებსაც ექსკლუზიურად "სტუდიო ლიბერთის" მომხმარებლებისთვის ვაორგანიზებთ", – ამბობს ლედი კოჭლამაზაშვილი.
პროექტზე მუშაობა დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც "ლიბერთის" გუნდი, ასევე სხვადასხვა მიმართულების მოწვეული სააგენტოები და კომპანიები. სწორედ ასე შეიქმნა ბრენდის გამოცდილების სტრატეგია და გაიდლაინი, ასევე, ინტერიერის კონცეფცია. როგორც ლედი კოჭლამაზაშვილი გვიყვება, პროექტზე ძირითადად ქართული კომპანიები მუშაობდნენ:
ფოტო: გიორგი მამასახლისი
"ბრენდის სტრატეგიასა და მომხმარებლის გამოცდილების კონცეფციაზე იმუშავა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორის – ტობიას ჰაინესის სტუდიამ Co. Consultancy. სახელი და ვიზუალური იდენტობა შეიქმნა Holy Motors-თან თანამშრომლობით. სივრცის არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინზე იმუშავა KOM Hive-ის გუნდმა მარიტა ჭანჭალეიშვილის ხელმძღვანელობით. ასევე, გვეამაყება, რომ "სტუდიო ლიბერთის" ყველა რგოლის თანამშრომლისთვის შეიქმნა უნიკალური უნიფორმები, რომლის დიზაინიც ცნობილ ქართულ ბრენდს TATUNA-ს ეკუთვნის".
"სტუდიო ლიბერთის" პირველი სივრცე 2024 წლის დეკემბერში ქუთაისში გაიხსნა. ბრენდის წარდგენიდან დღემდე, "სტუდიო ლიბერთის" გუნდი ყოველდღიურად იღებს აქტიურ უკუკავშირს მომხმარებლებისგან.
ლედი კოჭლამაზაშვილი Entrepreneur-ს "სტუდიო ლიბერთის" სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა. მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ახლა ბრენდი განვითარების საწყის ეტაპზეა, რაც იძლევა მომხმარებლის გამოცდილებაზე მუდმივი დაკვირვების შესაძლებლობას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
"რა თქმა უნდა, ვგეგმავთ "სტუდიო ლიბერთის" გაფართოებას როგორც სივრცის, ასევე პროდუქტების მხრივ. დღეს თბილისსა და ქუთაისში ვართ წარმოდგენილი. ვფიქრობთ, სტუდიოს სივრცეებით მოვიცვათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დიდი ქალაქები და დავნერგოთ პრემიუმ საბანკო მომსახურების ახალი სტანდარტი".