"სულ მწვანეზე გევლოს" - ახალი კამპანია ლოგისტიკური კომპანია Cargo Polo-სგან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ლოგისტიკა მხოლოდ ტვირთის გადაადგილება არ არის - ეს არის ეფექტურობის, გამჭვირვალობის, უსაფრთხოების და სანდოობის ერთობლიობა. სწორედ ამ იდეის ირგვლივ შეიქმნა კარგო პოლოს ახალი კამპანია "სულ მწვანეზე გევლოს", რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სწრაფ, გამართულ და შეფერხებების გარეშე მიმდინარე გადაზიდვებს ავტოდილერებისთვის - ანუ პროცესს, რომელშიც ლოგისტიკური ჯაჭვის ყველა ეტაპი "მწვანე გზაზე" მუშაობს.

  • გამჭვირვალობა
  • სტაბილურობა
  • სანდოობა
  • სიმარტივე
  • უსაფრთხოება

ეს ის ძირითადი პრინციპებია, რომლების საშუალებითაც კარგო პოლო "მწვანე გზას" ქმნის ავტოდილერებისთვის.

"თანამედროვე ლოგისტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და დროის ეფექტური მართვა. ამიტომ, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ციფრულ და ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ტრანსპორტირების პროცესის მონიტორინგს და მართვას ამარტივებს. "სულ მწვანეზე გევლოს" მხოლოდ საიმიჯო თეგლაინი არ არის, ეს არის ჩვენი მომსახურების ფილოსოფია, რომლის მიზანია მომხმარებელმა ლოგისტიკური სერვისი მიიღოს მარტივად, პროგნოზირებადი ფორმით და მინიმალური რისკები." - ამბობს ქეთი რაზმაძე, კარგო პოლოს ციფრული პროდუქტებისა და კომუნიკაციების მენეჯერი

Cargo Polo მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების სრულ ციკლს -ავტომობილის შეძენიდან საერთაშორისო ტრანსპორტირებამდე და საბოლოო დანიშნულების ადგილზე მიწოდებამდე. კარგო პოლოში ავტომობილების შესყიდვისა და გადაზიდვის პროცესის მართვა შესაძლებელია ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია ტრანსპორტირების სტატუსზე, ავტომობილების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაზე და უკეთ დაგეგმონ საკუთარი რესურსები.

კამპანიის მთავარ ვიდეოზე კარგო პოლომ სააგენტო CONTACT-თან ერთად იმუშავა.

www.cargopolo.com
info@cargopolo.com