SWOOP.GE განახლდა! ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Swoop.ge უკვე 15 წელია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებლებს გართობის, დასვენების, ესთეტიკის, თუ სხვა სერვისებზე ფასდაკლების ვაუჩერებს სთავაზობს, თუმცა დღევანდელ რეალობაში ფასდაკლება აღარ წარმოადგენს უნიკალურ შეთავაზებას, დღეს მომხმარებლები მეტწილად ეძებენ ახალ ინსპირაციებს, საინტერესო აქტივობებს და სივრცეებს თავისუფალი დროის საინტერესოდ გასატარებლად.

სწორედ ეს მიგნება გახდა სტრატეგიული განახლების ამოსავალი წერტილი: "განახლებული SWOOP.GE-ი გადადის დაზოგვაზე ორიენტირებული ვაუჩერების პლატფორმიდან აღმოჩენების სამყაროში და ხდება სივრცე, რომელიც ადამიანებს ახალ იდეებს, გამოცდილებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალი სვუპი არის ბრენდი, რომელიც ერთდროულად ხალისიანია, ავანტიურისტულია და მუდმივად რაღაც საინტერესოს ეძებს. შესაბამისად იცვლება ყველაფერი: შეთავაზებები, საიტის გამოცდილება, ვიზუალური და ვერბალური იდენტობა, ბრენდის ენერგია და ხასიათი. სვუპი ხდება ფერადი, მხიარული, კომუნიკაციაში უშუალო და ისეთი, ვინც ადამიანებს მოქმედების სურვილს უჩენს.

ამ ახალი ხედვის გაგრძელებაა სლოგანიც— "სვუპერ შეთავაზებები" — რადგან SWOOP.GE დღეს უკვე არა მხოლოდ კარგ ფასს, არამედ სუპერ იდეებს, სუპერ შესაძლებლობებს და სუპერ განწყობას აერთიანებს,რაც ყოველ საიტზე ვიზიტს მცირე აღმოჩენად აქცევს." - ვასკა ჩუბინიძე, ბრენდ სტრატეგი სააგენტო სუპერმარკეტი.

ახალი SWOOP.GE-ის მთავარი ბირთვი სწორედ შეთავაზებებია, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესოა როგორც ახალი გამოცდილების მიღების, ისე ფინანსური თვალსაზრისით: "სტრატეგიის შემუშავების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჩვენი პარტნიორები იყვნენ. გვინდა SWOOP.GE-ი პარტნიორებისთვისაც კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს და თავისი საჭიროებების შესაბამისად გამოიყენონ. გვესმის, რომ ფასდაკლება ბიზნესისთვის ყოველთვის ხელსაყრელი არაა, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კარგი შეთავაზება ლიმიტირებული დროით, ან რაოდენობით გამოყონ ისევ და ისევ საკუთარო კომერციული მიზნების შესასრულებლად. ეს, თავის მხრივ, მომხმარებლებისთვისაც ქმნის უკეთესი პირობას, რომლით სარგებლობაც უნდა მოასწრონ" - თიკა მახარაშვილი, მარკეტინგის ხელმძღვანელი, SWOOP.GE

ახალი SWOOP.GE ცხოვრების სტილის (Lifestyle) ბრენდია, რომელიც თავგადასავლებით და აღმოჩენებით სავსე ცხოვრების აგიტატორია. ბრენდი რომელიც გაერკვია მომხმარებლის საჭიროებებში და მათთვის გამორჩეულად საუკეთესო შეთავაზებებს ქმნის. მის უპირატესობად "რა ვქნა" პრობლემის გადაჭრა განისაზღვრა - ახალი გამოცდილებების, ჰობების თუ გასართობი აქტივობების აღმოჩენის და მარტივად დაგეგმვის პლათფორმა.