Join our Waitlist for Expert Advice!

ტანსაცმლის ქართულ ბრენდ "რუმორის" გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა "რუმორი" ტანსაცმლის ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს. ბრენდი მარიამ გოგიბედაშვილის და ნიკა კომახიძის მიერ დაარსდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჯერ კიდევ სტუდენტობისას ვფიქრობდი "რუმორის" მსგავსი საწარმოს შექმნაზე. იმ ასაკში ეს ერთგვარი ოცნება იყო ჩემთვის, რომლის მისაღწევად ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი წინ: თეორიული ცოდნის დაგროვების პარალელურად სხვადასხვა ქართულ კომპანიაში ვიმუშავე, რომლებიც თავად იყვნენ პროდუქტის მწარმოებლები. ამ გამოცდილებით გაძლიერებული, 2020 წელს თავად გავხდი მეწარმე და ჩემს პარტნიორ ნიკასთან ერთად "რუმორის" პირველი მაღაზიაც გავხსენი." - გვიყვება ბრენდის იდეისა და შექმნის შესახებ მაკუნა გოგიბედაშვილი.

"დღეს "რუმორის" კოლექციები ჩვენსავე საწარმოში იქმნება. სამოსი აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ქალბატონებისთვის თანამედროვე ტრენდებისა და მათი კომფორტის გათვალისწინებით იკერება. ასევე, ვქმნით კორპორაციულ სტილს კომპანიებისთვის, რომლებიც აქცენტს ხარისხზე ამახვილებენ. სხვადასხვა ქართველ დიზაინერთანაც ვთანამშრომლობთ და მათ იდეების განხორციელებაში ვეხმარებით. კომპანიები სასაჩუქრე პროდუქციასაც ხშირად გვიკვეთავენ − ჰუდებს, ნაჭრის ჩანთებს, სუფრებს, რანერებს, ხელსახოცებს და ა.შ."

მჟამად განვითარების რომელ ეტაპზეა თქვენი ბიზნესი? როგორი მასშტაბის პროდუქციას აწარმოებს "რუმორი" დღეს?
ნიკა:
დაარსებიდან დღემდე, 3 წლის განმავლობაში "რუმორი" მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა. ჩვენს მიზნებს წარმოების სრულყოფასთან დაკავშირებით უმოკლეს დროში მივაღწიეთ. მნიშვნელოვნად გავზარდეთ წარმადობაც და ერთდროული მსხვილი დაკვეთების მიუხედავადაც არ ვღალატობთ ჩვენს პრინციპს − პარტნიორებს დათქმულ ვადაში ჩავაბაროთ ბოლო დეტალებამდე სრულყოფილი პროდუქცია. ამისათვის, ხანდახან 2-ცვლიანი საწარმოო ციკლი გვჭირდება, მაგრამ სწორი მენეჯმენტით მუდმივად ვახერხებთ ხარისხიანი შეკვეთების დროულ შესრულებას და ჩვენმა კლიენტებმა იციან, რომ ყოველთვის ვასრულებთ იმას, რის პირობასაც ვდებთ.

რენდბუქის და უშუალოდ ბრენდის ფილოსოფიის შესახებ რას გვეტყოდით?
მაკუნა:
2023 წელს EBRD-ის თანადაფინანსებით შეიქმნა "რუმორის" ბრენდინგი. 3 წლის დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა გავაერთიანეთ ფილოსოფიის დოკუმენტში, რომელიც გვიყვება "რუმორის" ხედვისა და მამოძრავებელი ძალის შესახებ. ოქროს წრე, რომელსაც "რუმორი" ქმნის, არის − შეიქმნას მრავალფუნქციური, გემოვნებიანი, ადამიანების საჭიროებებსა და კომფორტზე მორგებული ტანისამოსი. ეს ყველაფერი მაღალკვალიფიციური გუნდის, ახლებური მიდგომების, შემოქმედებითი აზროვნებისა და პროფესიონალიზმის გაერთიანების შედეგად მიიღწევა და იქმნება იმისათვის, რათა ადამიანებმა იცოდნენ − გარდერობში ყოველთვის დახვდებათ სამოსი, რომელსაც თავდაჯერებულად მოირგებენ ნებისმიერ სიტუაციაში და იქ გამოჩენითაც კი მიიღებენ სიამოვნებას, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.

ოგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გაყიდვების რეკორდული ზრდა და რა არის საჭირო ამ წარმატების შესანარჩუნებლად?

ნიკა: 2023 წელი საწარმოს დასტაბილურებისთვის მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. ამ პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი ისეთი პარტნიორების შეძენა იყო, როგორიც არის "გასტრონომ ჯგუფი", "მადარტი", "ლიდერფუდი" და სხვა ქართული კომპანიები, რომელთათვისაც ქართული წარმოების განვითარების ხელშეწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი გუნდის წევრების კომფორტი.

"რუმორის" შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის კი განსაკუთრებულად მოვემზადეთ: სრულყოფილი თარგისა და კონსტრუქციის შექმნა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი იყო, თუმცა, შედეგად, იდეალურად დახვეწილი მოდელები შეიქმნა და ნოემბრის ბოლოს, "შავი პარასკევის" კვირეულზე, ჩვენს მომხმარებლებს ახალი კოლექცია 50%-იანი ფასდაკლებით სიამაყით წარვუდგინეთ. გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა: უამრავი შეკვეთა მივიღეთ და კოლექციის გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. ძალიან მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების და აქვე აუცილებლად უნდა ვუთხრათ მადლობა "რუმორელებს": მკერავებს, კონსტრუქტორებს − ყველას, ვინც სრული პროფესიონალიზმი გაიღო ჩვენი საერთო საქმისთვის. ასევე, ძალიან დიდ სტიმულს გვანიჭებს ის, რომ "რუმორის" გულშემატკივრები და გამომწერები მადლობის წერილებს არასოდეს იშურებენ და მუდამ ელოდებიან ჩვენს სიახლეებს. ეს არის ძალა, რომლითაც ვასრულებთ ჩვენს დაპირებას − სასიამოვნოდ გავაოცოთ ყველა, ვინც "რუმორს" გაიცნობს.

საერთაშორისო ბაზარზე რა როლი აქვს "რუმორს"?
მაკუნა: საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ყველა ადგილობრივი მწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი გეგმაა. ბაზრების მოძიება და სტანდარტის დაკმაყოფილება ის თემაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ. ექსპორტის მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი წარმატებით გავიარეთ "აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში, რის შემდეგაც შევკერეთ საექსპორტო პროდუქცია ერთ-ერთი ჩეხური კომპანიისთვის. EURO1 სერტიფიკატის მომზადება ტანსაცმლისთვის რიგი კალკულაციებისა და კანონპროექტების ცოდნას მოითხოვს, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა. 2024 წელს დაგეგმილი გვაქვს ისევ EBRD-თან ერთად ISO ხარისხის სერტიფიკატის დანერგვა საწარმოში, რაც გაგვიხსნის გზას საერთაშორისო ბაზრისაკენ. ქართული ტანსაცმლის ხარისხიანი წარმოების შესახებ მალე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ეცოდინებათ.

ოგორია საახალწლო განწყობა და სამზადისი "რუმორში"?
ნიკა:
ახალი წლის პერიოდი ყოველ წელს ერთნაირად დატვირთულია. სასაჩუქრე ნაკრებები, "სეკრეტ სანტას" ქისები, ჰუდები, მოქარგული ხელსახოცები − ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ამ პერიოდში ყველაზე მოთხოვნადია. ნოემბრის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ საახალწლო დაკვეთების კერვა და ყოველდღიურად შემოგვდის ახალ-ახალი მოთხოვნები კომპანიებისგან. რაც შეეხება "რუმორის" კოლექციას, ვკერავთ და ვიმარაგებთ მოდელებს ზომებსა და ფერებში. საახალწლოდ კიდევ გვექნება გათამაშება, რომელში მონაწილეობასაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს და ფასდაკლებაც, რომლითაც 15 იანვრის ჩათვლით ისარგებლებთ. შეგახსენებთ, რომ "რუმორის" კოლექციის შეძენა მარშალ გელოვანის 36 ნომერში, ატელიე "აუთლეტში" შეგიძლიათ. ასევე, ჩვენს ონლაინპლატფორმებზე.

ახლოეს მომავალში რას გეგმავთ?
მაკუნა:
ხარისხის სტანდარტის დანერგვა და საექსპორტო ბაზრის მოძიება, "რუმორის" კოლექციის შევსება ახალი მოდელებით, რამდენიმე ქართულ ონლაინ კომერციის პლატფორმაზე კოლექციების განთავსება − ეს მიმდინარე და 2024 წლის გეგმების მცირე ჩამონათვალია. ასევე, მოლაპარაკებები გვაქვს ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიასთან საექსპორტო სამოსის შექმნაზე და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. მალე ევროპისთვის შევქმნით ტანისამოსს, რომელსაც სიამაყით დავაწერთ − "დამზადებულია საქართველოში".