Get All Access for $5/mo

თავის დახსნა შიშის კლანჭებიდან როგორ უნდა გადავლახოთ სირთულეები

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენი ფიქრები ძალიან ხშირად ეშვება სადღაც უფსკრულში და მომავალზე შფოთვასა და რეალობას შორის ტრიალებს. მე თერაპევტი ვარ და ქვემოთ გაეცნობით, როგორ ვეხმარები ჩემს კლიენტებს, საკუთარ შიშებს არ მისცენ საშუალება თვითრეალიზებად წინასწარმეტყველებად იქცნენ.

"სამსახურში ისე ძალიან მეფანტება გონება", − დაიჩივლა ერთ დღეს ჯესიმ. ის ჩემს დივანზე იყო გადასვენებული და დამარცხებული ადამიანის იერი ჰქონდა, − "სამუშაოზე ყურადღების გამახვილებას ვერ ვახერხებ".

""რატომ?" − ვკითხე მე.

"ჩვენ რეცესიაში ვართ! თუ გსმენიათ, ბოლო დროს სტარტაპებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებში როგორ ათავისუფლებენ თანამშრომლებს?"

"იმაზე დარდობთ, რომ თქვენს კომპანიასაც ასე დაემართება?" − ვკითხე მას, − "ბოლო რეცესიის დროს საკუთარი მუშახელის 25%-ის დათხოვნა მომიწია და ჩემი ბიზნესი ვეღარასოდეს გახდა უწინდებურად მომგებიანი. ეს უკვე მერამდენედ მემართება".

მე ფსიქოლოგი ვარ და ხშირად მინახავს, როგორ ებრძვიან ჩემი კლიენტები შიშებს. ჩვენ კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიაში (CBT) ვასწავლით, რომ აზროვნების შეცდომები შიშით გამოწვეულ ფიქრებსა და თავად სიტუაციის რეალობას შორის ხდება. ეს აზრები უარყოფით, ბუნდოვან წარმოდგენებს ქმნიან, რომელიც ადამიანს სიმართლედ მიაჩნია. CBT მეთოდების ერთობლიობაა: რეალობის შემოწმება, რომ აზროვნების ამ შეცდომების გამოსწორება მათი გაჩენისთანავე გახდეს შესაძლებელი. ქვემოთ ორი ძირითადი ტიპის აზროვნების შეცდომებია მოცემული, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

1. "ნეგატიური პროგნოზირება" ან "მკითხაობაა–", როდესაც ელით, რომ რაღაც საშინელება მოხდება. ჯესის შემთხვევა მაგალითია სახელმძღვანელოდან, − "მე ყოველთვის ასე მემართება". ჯესის ეფექტიანად მუშაობაში ხელს უშლის რწმენა, რომ მის კომპანიას აუცილებლად მოეცარება ხელი, რაც თვითრეალიზებულ წინასწარმეტყველებად იქცევა. ჯესი ეგზისტენციალური სასოწარკვეთის გზაზე შეიძლება ადვილად დააყენოს ამ მცდარ, უარყოფით ვარაუდებზე ბევრმა ფიქრმა. ჯესიმ უნდა იმუშაოს, რათა გაურკვევლობის დისკომფორტს პირდაპირ თვალებში ჩახედოს.

2. ჯესის რწმენა, რომ მის კომპანიას აუცილებლად მოეცარება ხელი, წინასწარი დასკვნაა, რომელიც წარსულ გამოცდილებას ეფუძნება და ამგვარ აზროვნებას "ყველაფერი ან არაფერი" ჰქვია. ყურადღება მიაქციეთ, თუ იყენებთ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა, მაგალითად, "როგორც ყოველთვის", "არასდროს", "საუკეთესო" ან "უარესი" − როგორც თქვენი აზრების ჩამოსაყალიბებლად, საკუთარი თავის აღსაწერად, ისე საკუთარი თავის, ან სხვისთვის ვითარების ასახსნელად. თქვენი შფოთვების დასაბალანსებლად, აზროვნება "ყველაფერი ან არაფერი" საერთოდ უარყოფს ე.წ. ნაცრისფერი ზონის არსებობას, სადაც ცხოვრება მიმდინარეობს: "მე ყოველთვის ასე მემართება". ჯესიმ უნდა იკითხოს: "მაქვს თუ არა რაიმე სახის მტკიცებულება, ჩემი კოლეგების ნაფიცი მსაჯულების დასარწმუნებლად? მხოლოდ იმიტომ, რომ ჯესის ბიზნესი ადრე წარუმატებელი აღმოჩნდა, საკმარისი არ არის მსაჯულთა დასარწმუნებლად, რომ ისტორია განმეორდება. სავარაუდოდ, ჯესიმ ვერაფერი ისწავლა თავისი წარსულის შეცდომებზე.

თავის დახსნა

აზროვნების შეცდომებისგან თავის დასაღწევად, მარტივი ტექნიკა სცადეთ და ფიქრები შეაჩერეთ. მაჯაზე რეზინის სამაჯური გაიკეთეთ და როდესაც თქვენს აზროვნებაში ჩვეულ შეცდომას აღმოაჩენთ, ოდნავ მოუჭირეთ მას ხელი, საკუთარ თავს უთხარით, რომ უნდა შეჩერდეთ და უფრო სასიამოვნო ფიქრებზე გადაიტანეთ ყურადღება. ხშირად, შიშებისგან თავის დაღწევის გზაა საკუთარი თავის შეგრძნება, საკუთარი სხეულისა და გარემოსი, რაც ხაზგასმით გვახსენებს, რომ იმის მიღმა ვარსებობთ, რაც ჩვენს თავებში ხდება. მე გაცნობიერების სხვა მეთოდსაც გირჩევთ, ეს ჯონ კაბატ-ზინის − მედიცინის პროფესორის ადაპტირებული მეთოდია, რომელმაც 1990-იანი წლების დასაწყისში დანერგა სტრესის შემცირების მეთოდი მოვლენების გაცნობიერებით.

როდესაც შიში გიპყრობთ:

→ იმ სივრცეში მიმოიხედეთ, რომელშიც ხართ (მაგალითად, ოფისში);

→ ახლა ხუთი ობიექტი შეარჩიეთ. თითოეულის სახელი ხმამაღლა წარმოთქვით. მაგალითად: სტეპლერი, კალამი, კომპიუტერი, ყავის ფინჯანი, სათვალე;

→ გაიმეორეთ ეს სიტყვები სამიდან ხუთამდე, გააზრებულად გაიმეორეთ თითოეული ობიექტის სახელი ღრმა სუნთქვის ფონზე;

→ ყურადღებით შეხედეთ თქვენს სხეულს, რათა დაადგინოთ, გრძნობთ თუ არა, რომ ამ სივრცესა და დროში ხართ. თუ ასეა, უნდა იგრძნოთ, რომ თქვენი ტვინი სრულიად ნათელია, ხოლო თქვენი სხეული − მშვიდი;

→ თუ საკუთარ თავს ვერ გრძნობთ ამ სივრცეში, კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორეთ ეს მოქმედებები.

შიშით გამოწვეული აზროვნების შეცდომები თქვენს ტვინს საშინელ ისტორიას უყვება და ამ ისტორიების შეცვლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია