TBI Listings – ახალი ციფრული ხიდი ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ბაზარს შორის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TBI Listings ქართულ დეველოპერულ კომპანიებს ამერიკაში მცხოვრებ მსყიდველობითუნარიან აუდიტორიასთან აკავშირებს. პლატფორმის დამფუძნებლების შეფასებით, აქამდე ბაზარზე არ არსებობდა მსგავსი ერთიანი ციფრული სივრცე ემიგრანტებისთვის, სადაც ამ აუდიტორიას ქართული დეველოპერული შეთავაზებების გაცნობა, შედარება და კომპანიებთან პირდაპირი დაკავშირება შეეძლებოდა. სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხია TBI Listings-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.

დეველოპერული პროექტები ერთ სივრცეში, სტრუქტურირებულად და შედარებისთვის მოსახერხებელი ფორმით არის წარმოდგენილი. მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებებს, შეაფასოს პროექტების მდებარეობა, ჩაბარების ვადები და სხვა მნიშვნელოვანი პირობები და მისთვის საინტერესო ვარიანტი შეარჩიოს. კომპანიებისთვის კი ეს ფორმატი ამოკლებს გზას ამერიკაში მცხოვრებ პოტენციურ მყიდველამდე და ქმნის უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას.

TBI Listings 2024 წელს დაფუძნდა, თუმცა პლატფორმის შექმნას წინ უძღოდა მისი დამფუძნებლების ამერიკაში ცხოვრების 20 წელზე მეტი გამოცდილება. ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილმა ცოდნამ როგორც ემიგრანტული საზოგადოების საჭიროებების, ისე ამერიკული ბიზნესგარემოს შესახებ საფუძველი შექმნა პლატფორმისთვის, რომლის მიზანიც თავიდანვე უფრო ფართო იყო, ვიდრე მხოლოდ განცხადებების ერთ სივრცეში გაერთიანება.

TBI Listings შეიქმნა როგორც მრავალენოვანი ციფრული პლატფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს ყოველდღიური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება, მეორე მხრივ კი ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ მათთვის საინტერესო მომხმარებლებს. დღეს პლატფორმა აერთიანებს უძრავ ქონებას, დასაქმებას, Marketplace-ს, სერვისებსა და ბიზნესების ცნობარს და მუშაობს ოთხ ენაზე: ქართულად, ინგლისურად, რუსულად და უკრაინულად. განცხადებების აღწერა ავტომატურად ითარგმნება ოთხივე ენაზე, რაც ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პროდუქტი, მომსახურება თუ პროექტი ქართულ დიასპორასთან ერთად უფრო ფართო აუდიტორიასაც წარუდგინონ.

ქართული ბიზნესისთვის ამერიკაში ახალი შესაძლებლობების შექმნა TBI Listings-ის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს მიზნობრივ აუდიტორიაზე წვდომას, საკუთარი საქმიანობის სრულყოფილად წარდგენას და დაინტერესებული მომხმარებლებისგან პირდაპირი მოთხოვნების მიღების შესაძლებლობას.

ქართულ დეველოპერულ კომპანიებს TBI Listings-ზე შეუძლიათ წარმოადგინონ დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ფოტოებით, ვიდეოებით, მდებარეობით, ჩაბარების ვადებითა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციით. დაინტერესებული მომხმარებელი პირდაპირ უკავშირდება კომპანიის გაყიდვების გუნდს. ამგვარად, პროექტების ერთ სივრცეში გაერთიანება დეველოპერებს ეხმარება როგორც ცნობადობის გაზრდაში, ისე ამერიკიდან პოტენციური მყიდველებისა და ინვესტორების მოზიდვაში.

ამ მიმართულებას დამატებით მნიშვნელობას სძენს TBI Listings-ის თანამშრომლობა REBNY-სთან – Real Estate Board of New York-თან და IDX – Internet Data Exchange წვდომა. თანამშრომლობის დაწყებამდე REBNY რამდენიმე თვის განმავლობაში ამოწმებდა კომპანიასა და პლატფორმის შესაბამისობას მის მოთხოვნებთან. დღეს TBI Listings-ს აქვს წვდომა ნიუ-იორკის როგორც გასაყიდ, ისე გასაქირავებელ უძრავი ქონების განცხადებებზე, რომლებიც მომხმარებლისთვის პირდაპირ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

ეს შესაძლებლობა TBI Listings-ს საშუალებას აძლევს, ერთ ციფრულ გარემოში გააერთიანოს ამერიკული უძრავი ქონების შეთავაზებები და საქართველოში არსებული საინვესტიციო პროექტები. მომხმარებელი, რომელიც ნიუ-იორკში ქონებას ეძებს, იმავე პლატფორმაზე შეიძლება გაეცნოს თბილისში, ბათუმში თუ საქართველოს სხვა რეგიონში არსებულ შეთავაზებებსაც.

ამ მოდელში მნიშვნელოვანი ადგილი შეიძლება ქართულ ბანკებსაც ჰქონდეთ. TBI Listings-ის საშუალებით მათ შეუძლიათ ამერიკაში მცხოვრებ ქართველებსა და სხვა ემიგრანტებს, რომლებიც საქართველოში უძრავი ქონების შეძენით ან ინვესტიციით ინტერესდებიან, გააცნონ შესაბამისი საბანკო პროდუქტები და დაფინანსების შესაძლებლობები. მომხმარებელმა შეიძლება პლატფორმაზე ნახოს დეველოპერის მშენებარე პროექტი და ამავე სივრცეში გაეცნოს მის შეძენასთან დაკავშირებულ იპოთეკურ თუ სხვა ფინანსურ შეთავაზებებს.

TBI Listings-ის ბიზნესმიმართულება უძრავი ქონებით არ შემოიფარგლება. პლატფორმაზე ცალკე სექციად მოქმედებს Business Directory, სადაც ამერიკაში მოქმედ ქართულ და სხვა ბიზნესებსა და პროფესიონალებს შეუძლიათ საკუთარი საქმიანობისა და მომსახურების სრულყოფილად წარმოდგენა. ბიზნესს შეუძლია იმოქმედოს როგორც ვერიფიცირებულმა კომპანიამ და ერთი ანგარიშიდან გაზარდოს ბრენდის ცნობადობა, განათავსოს სერვისები, მოიზიდოს ახალი კლიენტები და Jobs კატეგორიის საშუალებით მოძებნოს თანამშრომლები. პლატფორმის ოთხენოვანი სტრუქტურა მას საშუალებას აძლევს, ქართულთან ერთად ინგლისურ, რუსულ და უკრაინულენოვან აუდიტორიასაც მისწვდეს.

TBI Listings-ის გრძელვადიანი ხედვაც ამ ორი მიმართულების გაერთიანებაა: ერთი მხრივ, გახდეს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტის ყოველდღიური ციფრული ეკოსისტემა, ხოლო მეორე მხრივ პრაქტიკული ბიზნესარხი, რომლის საშუალებითაც საქართველოში მოქმედ დეველოპერებს, ბანკებსა და სხვა კომპანიებს ამერიკის ბაზარზე ახალი მომხმარებლების, მყიდველების, ინვესტორებისა და პარტნიორების პოვნა შეეძლებათ.