თბილისი ჰილსი – 2025 წლის შეჯამება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2025 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა - ბაზარი შევიდა უფრო კონკურენტულ რეალობაში, სადაც წარმატებას აღარ განსაზღვრავდა მხოლოდ მშენებლობის მასშტაბი, არამედ პროექტის კონცეფცია, ღირებულება და გრძელვადიანი ხედვა.

მყიდველმა შეწყვიტა სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება და დაიწყო შედარება - არა მხოლოდ ფასის, არამედ ცხოვრების ხარისხის, გარემოს, ინფრასტრუქტურისა და პროექტის გრძელვადიანი ღირებულების მიხედვით.

ამ ფონზე აშკარად გამოიკვეთა ბაზრის მთავარი პრობლემა: მიწოდების რაოდენობა გაიზარდა უფრო სწრაფად, ვიდრე ხარისხი. ბევრი ახალი პროექტი ვერ პასუხობდა მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნებს და აღმოჩნდა იძულებული, კონკურენცია მხოლოდ ფასდაკლებებითა და მოკლევადიანი აქციებით გაეგრძელებინა, რაც საბოლოოდ ამცირებდა პროექტების ღირებულებას და ბრენდის სანდოობას.

თბილისი ჰილსი 2025 წელს განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ბაზრის დიდი ნაწილი მოთხოვნა-მიწოდებას ვერ პასუხობდა ერთგვაროვანი პროექტებით, თბილისი ჰილსმა შეინარჩუნა სტაბილური ინტერესი როგორც საცხოვრებელი, ასევე ინვესტიციური თვალსაზრისით. ამის მიზეზი არ იყო მხოლოდ ადგილმდებარეობა ან პროდუქტის მრავალფეროვნება - გადამწყვეტი გახდა პროექტის ეკოსისტემა, რომელიც ბაზარზე უნიკალურად პოზიციონირებულია.

იმ პირობებში, როდესაც მყიდველისთვის მთავარი კითხვა გახდა "რას ვყიდულობ ფასის მიღმა", თბილისი ჰილსმა შეძლო პასუხის გაცემა არა სიტყვებით, არამედ რეალური გარემოთი და ცხოვრების სტილით. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პროექტი ნაკლებად აღმოჩნდა დამოკიდებული აგრესიულ ფასდაკლებებზე.

მომხმარებლის მაღალი ინტერესი არ შემოიფარგლა ერთ კონკრეტულ პროდუქტზე - მოთხოვნა გაიზარდა ყველა საცხოვრებელ მიმართულებაზე (თუმცა არა თანაბრად), რამაც განაპირობა როგორც ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება, ისე არსებული პროექტების გაფართოება. აღნიშნული პროცესების პარალელურად, ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში მოეწყო 3.2 კილომეტრი შიდა გზები, რაც უზრუნველყოფს კომპლექსის ფუნქციურ მთლიანობას და განვითარების შემდგომ ეტაპებზე გადასვლის შესაძლებლობას.

თბილისი ჰილსის მთავარი მიმართულები

აპარტამენტები

  • აშენდა სამი საცხოვრებელი ბლოკი, რომელშიც განთავსებულია 148 აპარტამენტი და ჯამურად მოიცავს 23,000 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართს;
  • დაფიქსირდა ბინის კვადრატული მეტრის რეკორდული ფასი - 4,000 აშშ დოლარი;
  • განხორციელდა ერთეული ბინის გაყიდვის რეკორდი - 935,000 აშშ დოლარი, ხოლო ერთჯერადი ბინების ტრანზაქციის მაქსიმალურმა მოცულობამ 1.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

აპარტამენტებზე გაზრდილი ინტერესი ნათლად აჩვენებს მომხმარებლის მზარდ სურვილს იცხოვროს ქალაქთან ახლოს, თუმცა ეკოლოგიურად ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. ამ მიმართულებას დამატებით აძლიერებს 2 ჰექტარზე გადაჭიმული ცენტრალური პარკის განვითარება და კომერციული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, რაც აპარტამენტების საცხოვრებელ გარემოს სრულყოფილ ეკოსისტემად აქცევს.

ვილები

ვილების მიმართულებით დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, 2025 წელს პროექტს ახალი პრემიუმ კლასის ვილები დაემატა.

ვილები გამოირჩევა ფართობით (1102 მ²-დან), მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურით, დასრულებული რემონტითა და პანორამული ხედებით ქალაქზე, ბუნებასა და საქართველოში ერთადერთ პროფესიონალურ გოლფის მოედნებზე. ვილები მაცხოვრებლებს ჩაბარდებათ 2026 წლის მიწურულს.

მიწის ნაკვეთები

თბილისი ჰილსი მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის მიწის ნაკვეთებს 1100 მ²-დან 11 000 მ²-მდე, რომლებიც სრულად არის უზრუნველყოფილი ყველა აუცილებელი კომუნიკაციითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით. პროექტის განვითარების შედეგად, მიწის კვადრატული მეტრის ფასი ოთხი წლის განმავლობაში 100%-ით გაიზარდა, რაც ნათლად ასახავს თბილისი ჰილსის მიწის ნაკვეთების საინვესტიციო მიმზიდველობას.

2025 წელს დასრულდა ყველა ძირითადი კომუნიკაციის მოწყობა 11.5 ჰექტარ მიწის ფართობზე, რაც ქმნის მყარ საფუძველს როგორც ახალი სექტორების განვითარებისთვის, ისე არსებული ტერიტორიების ეფექტიანი და მდგრადი გამოყენებისთვის.

გოლფი და გავლენა ქალაქზე, ტურიზმსა და ინდუსტრიაზე

2025 წელს საქართველოში გოლფის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო თბილისი ჰილსმა ამ პროცესში სტრატეგიული როლი შეასრულა. საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედნების არსებობამ კომპლექსი აქცია საერთაშორისო დონის პლატფორმად, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს უცხოელ მოთამაშეებს, საერთაშორისო სტუმრებსა და კორპორატიულ ჯგუფებს. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახა სპორტული ტურიზმის განვითარებაზე და ქვეყნის ცნობადობის ზრდაზე.

თბილისი ჰილსის გოლფის ინფრასტრუქტურა 2025 წელს ჩამოყალიბდა არა მხოლოდ სპორტულ სივრცედ, არამედ დიპლომატიური, ბიზნეს და პროფესიული ურთიერთობების მნიშვნელოვან ცენტრად - კომპლექსს სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ელჩები, პარტნიორები და პროფესიონალი გოლფის მოთამაშეები. ამან თბილისი ჰილსი დააპოზიციონირა როგორც ქალაქისა და ქვეყნის სპორტული ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო რუკაზე.

ამავე წელს გოლფის მიმართულებას დაემატა საბავშვო გოლფის გაკვეთილები, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობის პროფესიონალურ დონეზე განვითარებას. პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ სპორტული უნარების ჩამოყალიბებაზე, არამედ დისციპლინის, სტრატეგიული აზროვნებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებაზე, რითაც თბილისი ჰილსს გრძელვადიანი წვლილს შეაქვს საქართველოში გოლფის კულტურის გაძლიერებასა და მომავალი პროფესიონალი სპორტსმენების აღზრდაში.

ბრენდი, პარტნიორები და ცნობადობა

2025 წელს თბილისი ჰილსის პარტნიორული ქსელი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. როგორც გოლფის, ისე უძრავი ქონებისა და გამწვანების მიმართულებით კომპანიას წინა წელთან შედარებით 25-ზე მეტი ახალი პარტნიორი შეემატა. ეს პარტნიორობები ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქმნის დამატებით სარგებელს როგორც მაცხოვრებლებისთვის, ისე გოლფის მოთამაშეებისთვის.

წლის განმავლობაში დაინერგა ლოიალურობის პროგრამები და სპეციალური შეთავაზებები პარტნიორებთან ერთად, რაც კიდევ უფრო აძლიერებს თბილისი ჰილსის ეკოსისტემას და ზრდის პროექტის ყოველდღიურ ღირებულებას მისი მომხმარებლებისთვის.

გაყიდვები და მოთხოვნა - ბაზრის რეალური სიგნალები

2025 წელს ყველაზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა მიწის ნაკვეთების მიმართულებით, რაც მიუთითებს მომხმარებლის მზარდ სურვილზე - შექმნას პერსონალიზებული საცხოვრებელი გარემო.

წინა წელთან შედარებით შეიცვალა მყიდველის პროფილიც. 2025 წელს უფრო მეტად გამოიკვეთა საცხოვრებელზე ორიენტირებული მოთხოვნა, ვიდრე ინვესტიციაზე. ამასთან, გაიზარდა უცხოელი რეზიდენტების რაოდენობა, თუმცა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ქართველი მყიდველების გააქტიურება.

ამავე კონტექსტში, თბილისი ჰილსის აპარტამენტების შენობებმა Architectural Awards 2025-ზე, კატეგორიაში Realized Block of Apartments / Residential Complex, პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროექტის მიდგომას - საცხოვრებელი სივრცეების განვითარებას არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ფუნქციური სრულყოფილების გათვალისწინებით, რაც საბოლოოდ ქალაქში ცხოვრების უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

გამწვანების მომსახურება - ახალი პროდუქტი

2025 წელს მოთხოვნა გაცდა თავად თბილისი ჰილსის შიდა საჭიროებებს და ამის შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი მიმართულება - Tbilisi Hills Landscape.

Tbilisi Hills Landscape დღეს წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მოწინავე გამწვანების კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს - დაგეგმვიდან მოვლა-პატრონობამდე.

ათწლიანი გამოცდილება, ინოვაციური ტექნოლოგიები და მაღალი ხარისხის სტანდარტები ქმნის გამწვანების სრულიად ახალ მნიშვნელობას ქართულ ბაზარზე.

  • 675,000 მ² გამწვანებული სივრცე
  • 20,000-ზე მეტი დარგული მცენარე
  • 50-ზე მეტი განხორციელებული პროექტი
  • 10+ წლიანი პროფესიული გამოცდილება

გამწვანება თბილისი ჰილსისთვის არ არის მხოლოდ ესთეტიკური ელემენტი - ის პირდაპირ ზრდის ცხოვრების ხარისხს, ნებისმიერი პროექტის საინვესტიციო ღირებულებას და ქმნის მდგრად გარემოს, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში განსაზღვრავს პროექტის წარმატებას.

2026 სამომავლო გეგმები

2026 წელს თბილისი ჰილსი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და პროექტის მასშტაბსა და ღირებულებას კიდევ უფრო აძლიერებს. დაგეგმილი ნაბიჯები ეფუძნება 2025 წლის შედეგებსა და ბაზრის რეალურ მოთხოვნას, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და გააზრებულ ზრდას.

მნიშვნელოვან მიმართულებად განისაზღვრა D სექტორის ახალი მიწის ნაკვეთების განვითარება. აღნიშნული სექტორი მიმდინარე სექტორებთან შედარებით მომხმარებელს დაახლოებით ორჯერ მეტ მიწის ნაკვეთს შესთავაზებს, რაც პასუხობს მზარდ მოთხოვნას ინდივიდუალურ, პერსონალიზებულ საცხოვრებელ გარემოზე. D სექტორის მთავარი უპირატესობა მისი მდებარეობაა - გოლფის პროფესიონალური მოედნების უშუალო სიახლოვე, რაც მიწის ნაკვეთებს განსაკუთრებულ საცხოვრებელ და საინვესტიციო ღირებულებას ანიჭებს.

პარალელურად, 2026 წელს სრულად დასრულდება C1 სექტორის ინფრასტრუქტურა, რაც თბილისი ჰილსის ურბანული განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. ამ სექტორის დასრულება გააძლიერებს კომპლექსის მთლიან სტრუქტურას და შექმნის კიდევ უფრო სრულყოფილ, ორგანიზებულ და ფუნქციურ საცხოვრებელ გარემოს.

2026 წლის გეგმები ასახავს თბილისი ჰილსის გრძელვადიან ხედვას - პროექტის განვითარებას არა სწრაფი გაფართოების, არამედ ხარისხზე, გარემოზე და ცხოვრების სტანდარტზე ორიენტირებული მიდგომით. სწორედ ეს სტრატეგია უზრუნველყოფს თბილისი ჰილსის პოზიციის გამყარებას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მდგრადი საცხოვრებელი ეკოსისტემის საქართველოში.

თბილისი ჰილსი არ არის მხოლოდ დეველოპერული პროექტი. ის წარმოადგენს სისტემურ, გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებულ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ გარემოს, სპორტს, ბუნებას, სერვისებსა და საზოგადოებას. სწორედ ამ სისტემურ მიდგომაშია მისი მთავარი განსხვავება და ძალა - თბილისი ჰილსი ქმნის არა უბრალოდ საცხოვრებელ სივრცეს, არამედ ცხოვრების ახალ სტანდარტს თბილისში.