თბილისი პირველ ჰიპ-ჰოპ ფესტივალს უმასპინძლებს — Tbilisi Hip-Hop Festival 2026
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

17 ოქტომბერს "Factory Tbilisi"-ის სცენაზე Talib Kweli, FLOHIO, TAHA, Kay G და Mush One გამოვლენ
2026 წლის 17 ოქტომბერს თბილისში პირველად გაიმართება Tbilisi Hip-Hop Festival — ერთდღიანი ფესტივალი, რომელიც ურბანული კულტურის ყველა ფორმას — მუსიკას, ქუჩის ცეკვას, გრაფიტსა და ვიზუალურ ხელოვნებას — ერთ სივრცეში, "Factory Tbilisi"-ში გააერთიანებს.

ფესტივალის ჰედლაინერია Talib Kweli — ბრუკლინის ლეგენდა და ბოლო 25 წლის სოციალური ჰიპ-ჰოპის მთავარი ფიგურა, რომელიც Mos Def-თან ერთად საკულტო პროექტით Black Star გახდა ცნობილი და დღემდე ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო და ენერგიულ ცოცხალ შემსრულებლად რჩება.

მეორე ჰედლაინერი — FLOHIO, სამხრეთ ლონდონის ახალი ტალღის ბრიტანული რეპ-სცენის გამორჩეული ხმა, რომელიც გრაიმს, რეპსა და ელექტრონულ მუსიკას ცალკეულ ჟანრებად კი არ ყოფს, არამედ ერთ უწყვეტ, ენერგეტიკულ ნაკადად გარდაქმნის.
ქართული სცენა
მთავარ სცენაზე უცხოელ არტისტებტან ერთად, თანამედროვე ქართული ჰიპ-ჰოპის სამი განსხვავებული შემსრულებელი გამოვა.

TAHA — MC, რომელმაც ექსპრესიული, ენერგიული შესრულების სტილით ახალი თაობის უპირობო მხარდაჭერა მოიპოვა.

Kay G — თბილისის ხმა, რომელსაც პირველივე ტაქტიდან იცნობ: აუჩქარებელი, თავდაჯერებული და მკაფიო.

Mush One — მის მუსიკაში Boom Bap-ის ესთეტიკა ჯაზ-ჰოპის ტალღებს ერწყმის და ლირიკული სიზუსტით საკუთარ სამყაროში გეპატიჟება.
შოუქეისები და კულტურული ზონა
Sioni Hi-Fi Soundsystem ჰიპ-ჰოპის იამაიკურ ფესვებს გააცოცხლებს — პირველი ქართული საუნდსისტემა ავთენტურ ტრადიციასა და ჟღერადობას დააბრუნებს ფესტივალის სივრცეში.
Red Bull Dance Your Style (Street Dance Showcase) — იმპროვიზაციული შოუ, სადაც წინასწარ დადგმული ქორეოგრაფია არ არსებობს — და Graffiti Battle, სადაც არტისტები მასშტაბურ ვიზუალურ ნამუშევრებს რეალურ დროში, მაყურებლის თვალწინ შექმნიან.
კულტურულ ზონაში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა "50 Iconic Moments of Hip-Hop History", რომელიც ჟანრის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას, გარდამტეხ მომენტებსა და საკულტო კადრებს მოიცავს, და ფილმების ჩვენების ზონა, სადაც მთელი დღის განმავლობაში ქართული და უცხოური დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმებ აჩვენებენ.
ადგილზე იმუშავებს Food Court, ბარი და ინტერაქტიული სივრცეები.
"ჰიპ-ჰოპი საქართველოში ოცდაათ წელზე მეტია არსებობს, მაგრამ მას ჯერ არ ჰქონია დღე, რომელიც ამ კულტურის ყველა ელემენტს — მუსიკას, ცეკვას, გრაფიტსა და ცოდნას — ერთ სივრცეში გააერთიანებდა. სწორედ ამას უნდა ელოდოს მსმენელი 17 ოქტომბერს"
ბილეთები
● Early Bird — 60 ₾ (რაოდენობა შეზღუდულია)
● I კალათა — 75 ₾
● II კალათა — 90 ₾
ბილეთები ხელმისაწვდომია ონლაინ: https://tkt.ge/tbilisihiphop
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+. (11–17 წლის მოზარდებისთვის ფესტივალზე შესვლა ფასიანია და მათ თან უნდა ახლდეს ბილეთის მფლობელი მშობელი.)
ფესტივალის ოფიციალურ პლეილისტს მოუსმინეთ Spotify-სა და Apple Music-ზე: https://sptfy.com/QlY8
პარტნიორები
ფესტივალის წარმდგენი: საქართველოს ბანკი
გენერალური სპონსორი: Betlive
მხარდამჭერები: Red Bull, Telegraph Hotel, Monkey Shoulder, Jägermeister, Hennessy, Warsteiner, Sioni Hi-Fi, JET, Pro Sound, Render Group, Sunway, Mugsy's Burger, Gennaro Pizza, Jambo, Hot Dog Room, Ganjina Dessert Shop
საინფორმაცია პარტნიორები: Marketer, Entrepreneur, Billboard Georgia, At.Ge, Fashionholics Online
ფესტივალის შესახებ
Tbilisi Hip-Hop Festival არის თბილისის პირველი მასშტაბური ფესტივალი, რომელიც ჰიპ-ჰოპ კულტურას მთლიანობაში — მისი ოთხივე ელემენტით წარმოადგენს.