Get All Access for $5/mo

თბილისის კომუნიკაციის სკოლა Ad Black Sea-ს საერთაშირისო ფესტივალზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თბილისის კომუნიკაციის სკოლისა და Ad Black Sea-ის პარტნიორობა გრძელდება. ფესტივალზე შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ვორქშოპს და ამასთანავე ორი დღის განვალობაში ესტუმროთ COMMSCHOOL AI Creative Zone-ის სივრცეს, სადაც AI in Graphic Design-ის ლექტორი და უფროსი გრაფიკული დიზაინერი, ჯონი კვეზერელი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს დახმარებით თქვენს კრეატიულ იდეებს რეალობად აქცევს.

Commschool AI Creative Zone

წელს ფესტივალზე commschool-ის მთავარი ფოკუსი AI და მისი შესაძლებლობებია. Ad Black Sea-ზე დაგხვდება Commschool AI Creative Zone - სადაც შეგეძლება, გამოცადო AI-ს შესაძლებლობები დიზაინში. ფესტივალის ბოლო დღეს კი ვუმასპინძლებთ ვორქშოპს, რომელიც ამ მიმართულებით პრაქტიკული უნარების შეძენაში დაგეხმარებათ.

ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარი ჩანახატები, ილუსტრაციები ან იდეები Stable Diffusion-ის დახმარებით რეალობად აქციონ, გაეცნონ დიზაინის მომავალს და გამოსცადონ AI-სა და ადამიანის კრეატიულობის თანაკვეთის შედეგები ინდუსტრიაში.

Welcome kit-ში ყველა მონაწილე ნახავს commschool-ის პოსტერს, სადაც მოცემული იქნება აქტივობების მოკლე აღწერა და ინფორმაცია, თუ რომელ სივრცეში შეძლებეთ მათ პოვნას

commschool AI Creative Zone სივრცეში ვორქშოფზე მონაწილეობას კი 12-13 სექტემბერს, 11:00-12:00 და 13:00-15:00 საათებში შეძლებთ.

Commschool Workshop: "AI as Your Creative Partner: Expanding Horizons in Design with Generative Models"

ამასთან ერთად, AD Black Sea-ის საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღეს ვორქშოფების სივრცეში, ჯონი კვეზერელი ისაუბრებს, თუ როგორ ცვლის AI დიზაინის ინდუსტრიას, რას უნდა ველოდოთ მომავალში, როგორ ითარგმნება გლობალური ტრენდები ქართულ რეალობაში და როგორ უწყობს ხელს ეს ინდუსტრიის განვითარებას. დემონსტრაციის სახით კი თავად აჩვენებს მონაწილეებს, როგორ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიურ საქმიანობაში.

მასტერკლასის შემდეგ, ადგილზე ვორქშოპის სახით შეძლებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები თავად გამოსცადოთ სპიკერის მიერ მიცემული ბრიფისა და ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებით. ვორქშოფის ბოლოს სპიკერი თითოეულ ნაშრომს უკუკავშირის სახით შეაფასებს.

შევხვდებით Ad Black Sea-ზე, ბათუმში, 12-14 სექტემბერს.

ჯონის შესახებ

ჯონი კვეზერელი ციფრული დიზაინის სფეროში უკვე 7 წელია მოღვაწეობს. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი აქტიურად ეუფლება ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს, რომლებსაც მის საქმიანობაში წარმატებით იყენებს. ამჟამად ჯონი კრეატიულ სააგენტო Redberry-ში მუშაობს. მისი გამოცდილება ასევე მოიცავს სარეკლამო სააგენტო Kraken-ს, სადაც არაერთ საინტერესო პროექტზე იმუშავა. მათ შორის გამორჩეული იყო საქართველოს ფოსტისთვის Stable Diffusion-ის გამოყენებით შექმნილი AI-ის მიერ დაგენერირებული პირველი საფოსტო მარკა საქართველოში. წინარე გამოცდილებებიდან გამომდინარე, ჯონი მიიჩნევს, რომ AI დიზაინის ინდუსტრიის მომავლის განუყოფელი ნაწილია.

Commschool დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ციფრულ კურსებს ტექნოლოგიების, დიზაინის, მარკეტინგის, მონაცემებისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენთვის, როგორც საგანმანათლებლო კომპანიისთვის, AI-ს ინტეგრირება მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა კურსისთვის. მუდმივად ვუწყობთ ფეხს ტენდენციებს და ინდუსტრიის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს შესაბამისად, კურსების უმრავლეს პროგრამაში დავამატეთ სასწავლო მოდული AI-ის გამოყენების შესახებ.

ასევე ვქმნით სრულიად ახალ კურსებს, რომლებიც მთლიანად დაფუძნებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. სწორედ ამიტომ შევადგინეთ ახალი კურსი AI გრაფიკულ დიზაინში, რომელსაც ჯონი კვეზერელი ოქტომბრიდან გაუძღვება.