📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმიტი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა. პატი სმიტმა ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა.

მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს.

ლეგენდარული არტისტი პატი სმიტი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესთსელერ "Just Kids"-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმიტს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი ვარჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა.

პროექტი CORRESPONDENCES პატი სმიტსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხელებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა.

წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

"შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს" - დევიდ დროგა

გსურთ თქვენი ბიზნესი უკეთესი გახადოთ? ამ შეკითხვაზე რეკლამის ლეგენდა დევიდ დროგას აქვს პასუხი: "თქვენს ლიდერთა გუნდს მეტი შემოქმედებითად მოაზროვნე უნდა შემატოთ"

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ვენჩურული კაპიტალი - საქართველოს უნიკალური შანსი, გახდეს რეგიონის ფინანსური ჰაბი

გვყავს თუ არა ვენჩურული კაპიტალისტები საქართველოში?