TEC Delivery საქართველოში შემოვიდა: სტარტაპი, რომელიც მცირე კომპანიებისთვის კურიერულ პროცესებს ამარტივებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი TEC Delivery გამოჩნდა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ხელს უწყობს პროდუქციის მომხმარებლამდე სწრაფი, ეფექტური და ავტომატიზებული გზით მიწოდებაში. კომპანიის წარმომადგენელი, ზაზა ჭუმბურიძე, განმარტავს, რომ TEC Delivery-ს პლატფორმა საშუალებას აძლევს ბიზნესებს, 7 დღეში შექმნან საკუთარი ონლაინშეკვეთების, მისამართზე მიტანის, გადახდისა და კურიერების მართვის სისტემა, მინიმალური ინვესტიციითა და სრული ავტომატიზაციით.
"მიწოდების საკუთარი სისტემის შექმნა ხშირად ძვირი და რთულია. საჭიროა პროგრამისტების გუნდის დაქირავება, ლოდინი 7-8 თვის ან მეტის განმავლობაში. მცირე ბიზნესისთვის ეს ნიშნავს დამატებით ფინანსურ და ადმინისტრაციულ დატვირთვას. მხოლოდ ძალიან მსხვილი კომპანიები ახერხებენ შექმნან მსგავსი ბრენდირებული აპლიკაციები. ჩვენ ამ პროცესს 7 დღეში ვაგვარებთ. პირველადი ხარჯები შეუდარებლად მცირეა ჩვენს პლატფორმაზე", – ამბობს ზაზა ჭუმბურიძე.
როგორ ამარტივებს პროცესს TEC Delivery?
TEC Delivery-ს პლატფორმა ბიზნესებს მზა ინფრასტრუქტურას სთავაზობს: კომპანიები რეგისტრირდებიან მარტივად, ხოლო პლატფორმა უზრუნველყოფს პროცესის სრული ციკლის ავტომატიზაციას, ბრენდირებული აპლიკაციების დამზადებას – შეკვეთის აღებას, ოპტიმიზებულ მარშრუტს და სწრაფ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს ბიზნესებს, კონცენტრირდნენ საკუთარ პროდუქტსა და ზრდაზე.
"ჩვენს მოდელში ბიზნესი იხდის მხოლოდ ფიქსირებულ ყოველთვიურ სატარიფო გეგმას. მათ აღარ სჭირდებათ მუდმივი საკომისიო პროცენტები უხადონ გარე აგრეგატორებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ზრდის ეფექტურობას.
ჩვენი უპირატესობა არის ტექნოლოგიის, ოპერატიული სიჩქარისა და ბიზნესზე მორგებული მომსახურების კომბინაცია. ჩვენ არ ვთავაზობთ უბრალოდ კურიერულ სერვისს – ვთავაზობთ მიწოდების ოპტიმიზებულ მოდელს, რომელიც ბიზნესებს ეხმარება სწრაფად გაიზარდონ და უკეთ მოემსახურონ მომხმარებლებს.
კომპანიები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლებენ, იღებენ უფრო სწრაფ ონლაინშეკვეთა-მიწოდების გამართულ ინფრასტრუქტურას, ოპერაციების გამარტივებასა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას. მიწოდება ხდება არა პრობლემა, არამედ კონკურენტული უპირატესობა".
მომავლის ხედვა: ლოგისტიკა, როგორც ბიზნესის ზრდის საფუძველი
TEC Delivery-ს მიზანია, საკუთარი ბრენდით შეკვეთა-მიწოდება გახდეს სტანდარტული და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა ყველა მცირე ბიზნესისთვის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, ზაზა ჭუმბურიძე აღნიშნავს, სწრაფი და ეფექტური ლოგისტიკა მომავალში ბიზნესის ზრდის ერთ-ერთ მთავარ საფუძვლად ჩამოყალიბდება.
"ჩვენი მიზანია, საკუთარი ბრენდით შეკვეთა-მიწოდება გახდეს სტანდარტული და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა ყველა მცირე ბიზნესისთვის. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც სწრაფი და ეფექტური ლოგისტიკა არის ბიზნესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი", – აღნიშნავს ზაზა ჭუმბურიძე.
TEC Delivery-სთან დაკავშირება მსურველებს Facebook გვერდის საშუალებით ან WhatsApp-ზე შეუძლიათ, ნომერზე: +995 568 820 908.