ტექნოლოგიები რეალობაში - რატომ უნდა ეწვიოთ საქართველოს უნივერსიტეტს (UG) ინოვაციების კვირეულზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა საერთო აქვს ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებასა და თამაშების შექმნას?
პასუხი ერთია - ეს არის მომავლის პროფესიების საფუძველი. სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს ახალგაზრდებს საქართველოს უნივერსიტეტი და პირველად მასპინძლობს ინოვაციების კვირეულს, რომელიც 2-6 თებერვალს გაიმართება და განკუთვნილია მე-10, 11 და 12 კლასის მოსწავლეებისთვის.
ინოვაციების კვირეული შექმნილია მათთვის, ვინც უკვე ფიქრობს მომავალზე და სურს ნახოს, როგორ მუშაობს ტექნოლოგიები რეალურ სამყაროში.
ტექნოლოგიები როგორც გამოცდილება
ღონისძიების მთავარი იდეა ტექნოლოგიების პრაქტიკული გაცნობაა. კვირეულის პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, რომლებიც დღეს არა მხოლოდ მოთხოვნადია, არამედ აქტიურად ცვლის სამუშაო ბაზარს:
- ხელოვნური ინტელექტი (AI)
- კიბერუსაფრთხოება
- Game Development
- ჭკვიანი მოწყობილობები და ინოვაციური ტექნოლოგიები
მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქტიულ ვორქშოფებში, პრაქტიკულ აქტივობებსა და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებში, რაც მათ საშუალებას მისცემს თავად გამოსცადონ თანამედროვე ტექნოლოგიები.
საქართველოს უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია დანელია:
"საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების კვირეულის მთავარი გზავნილი მარტივია - ტექნოლოგია აღარ არის მომავალი, ის უკვე აწმყოა და საქართველოს უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც ეს აწმყო იქმნება. გვინდა, მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინონ ტექნოლოგიებზე, არამედ თავად გამოსცადონ, რას ნიშნავს სწავლა ინოვაციურ გარემოში."
UG ტექნოლოგიური ეკოსისტემა
ინოვაციების კვირეულის ჩატარება პასუხია იმ ცვლილებებზე, რომლებიც დღეს განათლების სისტემაში და ტექნოლოგიურ სამყაროში მიმდინარეობს. უნივერსიტეტი აღარ არის მხოლოდ ლექციების სივრცე - ის ხდება ტექნოლოგიური ეკოსისტემა, სადაც სწავლა რეალურ პროცესებთან არის დაკავშირებული.
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი სულხან სულხანიშვილი:
"საქართველოს უნივერსიტეტი ფუნქციონირებს როგორც ტექნოლოგიური ჰაბი, სადაც იბადება იდეები, მიმდინარეობს ინოვაციების ტესტირება და სწავლა პირდაპირ კავშირშია რეალურ ტექნოლოგიურ პროცესებთან".
წელს საქართველოს უნივერსიტეტმა 14 ახალ ინოვაციურ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე მიიღო აკრედიტაცია, რაც ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი უკვე გადავიდა იმ ეტაპზე, სადაც შეუძლია არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნა. ინოვაციების კვირეული ახალგაზრდების სწორედ ამ ეკოსისტემის სივრცეში შეყვანაა.
დღეს პროფესიული არჩევანი აღარ ეფუძნება მხოლოდ ზოგად წარმოდგენებს ან ფორმალურ ინფორმაციას. ახალგაზრდებს სჭირდებათ გამოცდილება, რათა გადაწყვეტილება გააზრებულად მიიღონ.
საქართველოს უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია დანელია:
"ინოვაციების კვირეული აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, პროფესიული არჩევანი გააკეთონ ინფორმირებულად - რეალური გამოცდილების, საკუთარი ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ UG არ სთავაზობს ახალგაზრდებს მხოლოდ დიპლომს, არამედ გარემოს, სადაც მათი პოტენციალი რეალურ შესაძლებლობებად ყალიბდება."
ინოვაციები, როგორც ყოველდღიური პრაქტიკა
ინოვაციების კვირეული განსხვავდება კლასიკური საგანმანათლებლო ღონისძიებებისგან თავისი ფორმატით - აქ მოსწავლეები არ არიან მხოლოდ მსმენელები, ისინი პროცესის აქტიური მონაწილეები ხდებიან. ვორქშოფები, ტექნოლოგიური თამაშები, ქვიზები, დისკუსიები და გამოფენები ქმნის გარემოს, სადაც ინსპირაცია, ცნობისმოყვარეობა და ექსპერიმენტი წახალისებულია.
ინოვაციების კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდებს ელით ინტერაქციული და მრავალფეროვანი აქტივობები:
- ვორქშოფები და დემონსტრაციები: დრონების აწყობა და აფრენა, ჰოლოსკოპის ექსპერიმენტები, Think Like a Hacker | Zero Trust
- პანელური დისკუსიები, სადაც განხილულია ტექნოლოგიები 21-ე საუკუნეში და AI-ის როლი მომავალში
- თამაშების შექმნის ზონა: Game Development სტენდები და "How Game Creators Think"
- ჭკვიანი მოწყობილობები, რობოტექნიკა და სხვა ინოვაციური გამოფენები
საქართველოს უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნატალია დანელია:
"UG არის ღია პლატფორმა თანამშრომლობისთვის - ადგილი, სადაც სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ტექნოლოგიური ინდუსტრია ერთიანდება. თანამედროვე უნივერსიტეტი აღარ არის დახურული ინსტიტუცია - ის ცოცხალი ჰაბია იდეების, ექსპერიმენტებისა და მეწარმეობისათვის."
ხედვა, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული
ინოვაციების კვირეული საქართველოს უნივერსიტეტში პირველად იმართება, თუმცა უნივერსიტეტის მიზანია, ეს ინიციატივა გახდეს მუდმივი პლატფორმა, რომელიც მომავალშიც გააერთიანებს ახალგაზრდებს, ტექნოლოგიებსა და განათლებას.
ეს არის მკაფიო გზავნილი, თუ რას წარმოადგენს UG დღეს და საით მიდის მომავალში.
საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტის უფროსი სულხან სულხანიშვილი:
"ჩვენ ამ ინიციატივას ვხედავთ როგორც ცოცხალ, მუდმივად განვითარებად პლატფორმას და არა ერთჯერად ღონისძიებას. მომავალში ინოვაციების კვირეული შეიძლება გამდიდრდეს ინდუსტრიის უფრო აქტიური ჩართულობით - ტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპების. საბოლოოდ, ჩვენი მიზანია ინოვაციების კვირეული ჩამოყალიბდეს როგორც პლატფორმა, რომელიც ყოველ წელს ახალ ფორმატებს, ახალ მიმართულებებს და შესაძლებლობებს შესთავაზებს ახალგაზრდებს და მათ ტექნოლოგიურ განვითარებას ერთჯერადი გამოცდილებიდან უწყვეტ პროცესად აქცევს."
თუ გსურთ, რომ მომავალი არა უბრალოდ ნახოთ, არამედ გამოსცადოთ - ინოვაციების კვირეული შესაბამისი დასაწყისია. ღონისძიებაზე დასასწრებად კი დარეგისტრდით ბმულზე.