ტექნოპარკში Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 - Demo დღე გაიმართა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ტექნოპარკში Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 - Demo დღე გაიმართა, სადაც პროექტის თვრამეტმა ფინალისტმა საკუთარი იდეა და პროტოტიპი ჟიურის წინაშე წარადგინა. გამარჯვებულმა გუნდებმა პროტოტიპის გასავითარებლად GITA - ს დაფინანსება მოიპოვეს:
- პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა - FSTF 15 000 ლარიანი დაფინანსება მიიღო. სტარტაპი მუშაობს მოწყობილობაზე, რომელიც ტექსტს ბრაილის შრიფტად თარგმნის (თბილისი)
- მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა - Beetkar 10 000 ლარი მოიპოვა. -სტარტაპმა შეიმუშავა ფუტკრის დაავადებათა აღმომჩენი თანამედროვე ტექნოლოგია (ახმეტა)
- მესამე ადგილზე გასული გუნდი - მუხტე კი 5000 ლარის მფლობელი გახდა. სტარტაპმა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ელექტრული მუხტით მცენარეს იცავს მავნე მწერებისგან და ამავდროულად აჯანსაღებს მას. (გურჯაანი)
Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 2023 წლის ნოემბერში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ტექნოპარკში დაიწყო და 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პროექტის მონაწილეებმა შეისწავლეს ელექტრონული პროექტების შექმნა Arduino-სა და Raspberry Pi- ის პლატფორმების მეშვეობით, გაიარეს საწარმოო (industrial) დიზაინის ძირითადი პრინციპები და ბიზნეს ტრენინგები, მიღებული ცოდნით კი შექმნეს საკუთარი იდეის პროტოტიპები. პროექტის განმახორციელებელია TBILISI SCHOOL OF COMMUNICATION
Hardware Startup Incubator 2.0 საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის მქონე ადამიანებს საწყის ეტაპზევე შეუწყოს ხელი ბიზნეს მოდელის ფორმირებასა და პროდუქტის პროტოტიპირებაში.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა გამოფენა, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ თითოეულ სტარტაპს, მათ იდეებსა და პროტოტიპებს.