თერმო ცენტრი 25 წლისაა 25 წელი მომხმარებლის კომფორტისთვის!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
25 წელი თერმო ცენტრის გუნდისთვის მხოლოდ თარიღი არ არის - ეს არის გამოცდილება, განვითარება, მომხმარებლის ნდობა და მუდმივად ცვალებად ბაზართან ერთად წინსვლა. სწორედ ასეთ მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს წელს "თერმო ცენტრი", რომელიც საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს და დღეს გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და სანტექნიკის სისტემების სფეროში წამყვანი კომპანიაა.
25 წელი განვითარების გზაზე
"თერმო ცენტრის" საქმიანობის მთავარი მიზანი დაარსების დღიდან ხარისხიანი, უსაფრთხო და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზებაა.
ამ დროის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა როგორც ტექნოლოგიები, ისე მომხმარებლის მოთხოვნები. დღეს გათბობისა და გაგრილების სისტემის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის ფასი, არამედ მისი ეფექტურობა, ენერგომოხმარება, დიზაინი, საიმედოობა და შემდგომი მომსახურება.
სწორედ ამიტომ, "თერმო ცენტრის" საქმიანობა მხოლოდ პროდუქციის რეალიზაციით არ შემოიფარგლება. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს პროფესიონალურ კონსულტაციას და კონკრეტული სივრცისა თუ საჭიროების მიხედვით შესაბამისი ტექნიკური გადაწყვეტილების შერჩევაში ეხმარება.
წლების განმავლობაში პროდუქციის ასორტიმენტიც მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დღეს "თერმო ცენტრში" ერთ სივრცეშია შესაძლებელი გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და სანტექნიკის სისტემებისთვის საჭირო ყველა პროდუქციის შერჩევა.
კომპანიის პორტფელიც მრავალფეროვანია და 100-მდე ბრენდს აერთიანებს, როგორებიცაა საერთაშორისო პრემიუმ ბრენდები - Ariston, Carisa, Radiatori 2000, Ridea, ITAP, Carlo Poletti, ასევე მაღალი ხარისხის საშუალო და უფრო ხელმისაწვდომი საფასო სეგმენტის ბრენდები, მათ შორის Airfel, Squirrel, Ecoon, Warma და MBO.
ეს მრავალფეროვნება მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეარჩიოს გადაწყვეტა საკუთარი სივრცის, საჭიროებების, დიზაინისა და ბიუჯეტის შესაბამისად.
25 წელს "თერმო ცენტრი" მომხმარებლებთან ერთად აღნიშნავს.
26 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით კომპანიის ფილიალებში გათბობა-გაგრილების სისტემებზე სპეციალური ფასები იმოქმედებს და მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებით შეძლებენ სარგებლობას.
განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს ცენტრალური გათბობის ქვაბებზე. საიუბილეო კამპანიის ფარგლებში სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი Ariston Cares XC-ის 18 და 24 კვტ-იანი მოდელები - 2 099 ლარიდან, ხოლო Ariston Clas XC-ის 24, 28 და 35 კვტ-იანი ქვაბები - 2 499 ლარიდან.
სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება ასევე Squirrel-ის და Ecoon-ის სხვადასხვა სიმძლავრის ცენტრალური გათბობის ქვაბებზე, რომლის შეძენასაც მომხმარებელი 1 499 ლარიდან შეძლებს.
საიუბილეო ფასდაკლებები მხოლოდ გათბობის ქვაბებით არ შემოიფარგლება. მომხმარებლებს სპეციალურ ფასად შეეძლებათ შეარჩიონ სექციური და დეკორატიული რადიატორი, საშრობები და გათბობა-გაგრილების სისტემებისთვის საჭირო სხვა პროდუქტებიც.
კამპანიის პერიოდიც სიმბოლურად სეზონის დაწყებას ემთხვევა - ეს არის დრო, როდესაც მომხმარებლები აქტიურად იწყებენ სახლისა თუ კომერციული სივრცის ცივი სეზონისთვის მომზადებას. შესაბამისად, საიუბილეო შეთავაზება შესაძლებლობას აძლევს მათ, საჭირო სისტემები სეზონის დაწყებამდე უფრო ხელსაყრელ ფასად შეარჩიონ.
თერმო ცენტრის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ონლაინ thermo.ge, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი — ბელიაშვილის შოურუმი: ბელიაშვილის ქ. 145ა
- თბილისი — ელიავას ფილიალი: "ელიავა ცენტრი", მაღაზია 7
- ბათუმი: გრიბოედოვის ქ. 67
- ქუთაისი: დავით აღმაშენებლის ქ. 81
- ზუგდიდი: თბილისის ქ. 6
"თერმო ცენტრი" - 25 წელი მომხმარებლის კომფორტისთვის!
"თერმო ცენტრი" საქართველოს ბაზარზე 2001 წლიდან ოპერირებს. კომპანია სპეციალიზებულია გათბობის, გაგრილების, წყალმომარაგებისა და სანტექნიკის სისტემებზე და მომხმარებლებს სთავაზობს როგორც პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, ისე პროფესიონალურ კონსულტაციასა და საჭიროებებზე მორგებული ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევას.
25-წლიანი გამოცდილება, საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობა, ფართო არჩევანი და სხვადასხვა ბიუჯეტზე მორგებული პროდუქცია კომპანიას საშუალებას აძლევს, მოემსახუროს როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ისე ბიზნესს და სხვადასხვა მასშტაბის პროექტებს.
დღეს "თერმო ცენტრის" მთავარი ხედვა კვლავ უცვლელია - მომხმარებელს შესთავაზოს საიმედო, თანამედროვე და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომ ფასად.
თერმო ცენტრი - შენი კომფორტის ცენტრი.