Tesla-ს Cybercab: რა უნდა ვიცოდეთ ახალი მანქანის შესახებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის რობოტაქსის სერვისი "სავარაუდოდ" ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში 22 ივნისს უნდა ამოქმედდეს.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა აღნიშნა, რომ ლოს-ანჯელესიდან ოსტინში მიფრინავს, რაც, მისი თქმით, ივნისში იყო დაგეგმილი. კომენტატორის კითხვაზე, თუ როდის იქნება შესაძლებელი ტრანსპორტით მგზავრობა, მასკმა უპასუხა, რომ ამჟამინდელი გეგმა 22 ივნისისთვისაა და Tesla-ს ქარხნიდან მომხმარებლის სახლამდე პირველი, მძღოლის გარეშე განხორციელებული მგზავრობა მის დაბადების დღეს, 28 ივნისს იქნება.
"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საკმაოდ პარანოიკულად ვართ განწყობილი, ამიტომ შესაძლოა თარიღი გადავწიოთ", - წერს მასკი.
გარდა ამისა, 10 ივნისს მასკმა X-ზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ Tesla ოსტინის გზებზე უპილოტო ავტომობილებს ცდის საჭესთან ადამიანის ზედამხედველობის გარეშე. რვაწამიან ვიდეოში ნაჩვენებია შავად შეღებილი Model Y SUV-ის უახლესი ვერსია, რომელზეც თეთრი Robotaxi-ს გრაფიტის სტილის ლოგო არის გამოსახული, როგორ მოძრაობდა გზაჯვარედინზე და ჩერდებოდა ფეხით მოსიარულეებისთვის საფეხმავლო გზაზე გადასასვლელად.
მასკმა ცოტა ხნის წინ CNBC-ის ჟურნალისტ, დევიდ ფაბერს განუცხადა, რომ Tesla მცირე მასშტაბით დაიწყებს გამოშვებას, მათ შორის დაახლოებით 10-20 რობოტაქსის დამონტაჟებას, კომპანიის FSD ანუ "სრულიად თვითმართვადი" ტექნოლოგიის ახალი, "უკონტროლო" ვერსიით. ტესტები მოიცავს Model Y-ს და არა ფუტურისტული იერის CyberCab-ს, რომლის წარმოებასაც Tesla მომავალ წელს გეგმავს.
მასკის თქმით, Tesla სერვისს "გეოფარეხში" მოაქცევს, რაც შეზღუდავს Model Y რობოტაქსის თავდაპირველი მოქმედების ადგილს, ხოლო თანამშრომლები დისტანციურად გააკონტროლებენ ავტოპარკს.
რა არის ახალი და ინოვაციური Cybercab-ში?
Tesla Mag-ის ინფორმაციით, Tesla Cybercab ფუტურისტული ესთეტიკით ტრადიციულ დიზაინს არღვევს. ჩვეულებრივი მანქანებისგან განსხვავებით, მას არ აქვს პედლები და საჭე, ხოლო მძღოლის გამოცდილებისთვის ცენტრალურ ადგილს იკავებს უზარმაზარი 20,5-დიუმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც ავტომობილის ფუნქციებთან შეუფერხებელ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს.
Cybercab-ის დიზაინს კიდევ უფრო ხაზს უსვამს მისი პეპლის ფორმის ელექტროკარები და ელექტრომომარაგებადი საბარგული. Tesla Mag-ის ცნობით, მანქანა მუშაობს უსადენო დამუხტვის საშუალებით, რაც გამორიცხავს ტრადიციული დამუხტვის პორტის საჭიროებას და ამით ამარტივებს ელექტრომობილის გამოყენების გამოცდილებას.
თითქმის 480-კილომეტრიანი დიაპაზონის მქონე Cybercab აღჭურვილია გრძელი მგზავრობების მარტივად გასატარებლად. ექსპლუატაციის ხარჯები განსაკუთრებით დაბალია – დაახლოებით 20 ცენტი მილზე, რაც მას ეკონომიურ ვარიანტად აქცევს როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. ეს ეფექტურობა კიდევ უფრო გაუმჯობესებულია Tesla-ს სხვა პროდუქტებში, მათ შორის Optimus Bot-ში, არსებული ელემენტების, კამერებისა და კომპიუტერების ერთობლივი გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო მუშაობას.
ინვესტიციები და სამეწარმეო შესაძლებლობები
Tesla Mag-ის ცნობით, პირადი ტრანსპორტის გარდა, Cybercab Tesla Robotaxi ქსელის მეშვეობით შემოსავლის გენერირების გზებსაც ქმნის. მფლობელებს შეუძლიათ საკუთარი მანქანები გააქირაონ და ავტონომიურ ტაქსებად აქციონ. ეს მოდელი იძლევა პასიური შემოსავლის მიღების შესაძლებელობას. ამავდროულად, მოდელი კარგი გზაა წვლილის შესატანად მასშტაბირებადი, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ურბანული ტრანსპორტორების განვითარებაში.
Tesla Cybercab-ის წარმოება 2026 წლის დასაწყისში დაიწყება, ხოლო მისი სავარაუდო ღირებულება 30 000 აშშ დოლარია.