Get All Access for $5/mo

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით უახლესი Mitsubishi L200-ის პრეზენტაცია გაიმართა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და მიცუბიში საქართველოს ორგანიზებით უახლესი L200-ის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, განახლებული, კიდევ უფრო მძლავრი-2.4 ტურბო დიზელის ძრავით, მტკიცე კორპუსითა და მართვის შეუდარებელი დინამიკით გამორჩეული L 200 მძღოლებს ახალ თავგადასავლებსა და კიდევ უფრო გაბედულ გამოცდილებებს ჰპირდება.

სწორედ ამიტომ, ადგილზე მისულ სტუმრებს "Challenge accepted" ანუ "გამოწვევა მიღებულია" თემატიკით შთაგონებული გარემო დახვდათ, რაც სრულად პასუხობს Mitsubishi L 200-ის დაპირებას, იყოს ერთგული მეგზური იქ, სადაც გამოწვევებია.

ყველგან მავალი, კიდევ უფრო მძლავრი, 2024 წლის პიკაპი დაინტერესებულ პირებს სპეციალური პირობებით და მარტივი დაფინანსებით შეუძლიათ შეიძინონ:

"თიბისი ლიზინგი ახალი ავტომობილების დაფინანსების განსაკუთრებით მოქნილ შესაძლებლობას იძლევა. გავითვალისწინეთ მომხმარებლის განსაკუთრებული ინტერესი, გასულ წლებში გამოვლენილი სიყვარული თუ ერთგულება მიცუბიშის, როგორც ბრენდისადმი და უახლეს L 200-ზე 1 წლიანი 0%-იანი ლიზინგის დაფინანსება დავამუშავეთ. რისთვისაც 15%-იანი თანამონაწილეობაც საკმარისია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოკლე დროში შევნიშნავთ თბილისის ქუჩებში მიცუბიშის უახლეს მოდელს", - ეკა ანჯაფარიძე, "თიბისი ლიზინგის" ავტომიმართულების ხელმძღვანელი

"ჩვენი გამჭვირვალე, სანდო და სიახლეებზე ორიენტირებული გუნდის და ჩვენი მომხმარებლის ნდობის დამსახურებით L200 უკვე ზედიზედ მესამე წელია ცალსახად ბესტსელერია ბაზარზე. უახლესი L200 გვჯერა, აუცილებლად დაიმსახურებს მომხმარებლის მოწონებას", - გიორგი ამაშუკელი, "კავკასუს მოტორსის" აღმასრულებელი დირექტორი

"კავკასუს მოტორსი" მიცუბიში მოტორსი კორპორაციის ერთადერთი ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და უკვე 11 წელია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!

ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი