თიბისი უზბეკეთი და Helio AI: ავტომატიზებული რეკრუტინგი და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თიბისი უზბეკეთისთვის რეკრუტინგის პროცესის ეფექტურად მართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ბაზარზე, სადაც კანდიდატების მოძიების ერთ-ერთი მთავარი არხი HeadHunter-ია (HH). კომპანიას Helio AI-მდე უკვე ჰქონდა რეკრუტინგის მართვის სისტემასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა არსებული პლატფორმის შეზღუდვები გუნდს დამატებით სამუშაოს უქმნიდა და სრულყოფილი ანალიტიკის მიღებას ართულებდა.
ახალი ATS-ის ძიებისას თიბისი უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა მხოლოდ კანდიდატების მონაცემების ერთიანად მართვა, არამედ HeadHunter-თან გამართული ინტეგრაცია, ონაცემების ლოკალურად შენახვამ და პლატფორმა, რომელიც გუნდის საჭიროებებთან ერთად განვითარდებოდა.
თიბისი უზბეკეთის ტექ ტალანტების მოზიდვის გუნდის ხელმძღვანელი, მარიამ ლორთქიფანიძე, გვიყვება, რატომ აირჩია კომპანიამ Helio AI, როგორ შეიცვალა რეკრუტინგის ყოველდღიური პროცესი და როგორ ეხმარება პლატფორმის ანალიტიკა გუნდს უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
გამოწვევა: რამდენიმე პლატფორმა, არასრული მონაცემები და ზედმეტი ხელით სამუშაო
Helio-ს დანერგვამდე თიბისი უზბეკეთი რეკრუტინგის პროცესს ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო პლატფორმის დახმარებით მართავდა. თუმცა, სისტემას არ ჰქონდა HeadHunter-თან ინტეგრაცია, რაც გუნდისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.
უზბეკეთისა და მეზობელი ქვეყნების შრომის ბაზარზე HeadHunter კანდიდატების მოძიების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმაა. მას საკუთარი ATS-იც აქვს, ამიტომ რეკრუტერებს ერთდროულად ორ სისტემაში უწევდათ მუშაობა.
კანდიდატების მონაცემების ხელით დამატება და ინფორმაციის სიზუსტის მუდმივი კონტროლი რეკრუტერებისთვის საკმაოდ შრომატევადი გახდა. ამასთან, მონაცემების სხვადასხვა პლატფორმაზე განაწილების გამო, იმჟამინდელი რეკრუტინგის პლატფორმიდან მიღებული ანალიტიკა სრულ სურათს ვერ აჩვენებდა.
რატომ აირჩია თიბისი უზბეკეთმა Helio?
ახალი რეკრუტინგის პლატფორმის შერჩევისას თიბისი უზბეკეთისთვის რამდენიმე ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი HeadHunter-თან (HH) გამართული ინტეგრაცია იყო, რაც კანდიდატების მონაცემების ავტომატურ გადმოტანასა და რეკრუტინგის პროცესის ერთიანად მართვას უზრუნველყოფდა.
ასევე, ღირებული იყო კანდიდატების მონაცემების უსაფრთოდ შენახვა, რაც Helio-ში სრულად უზრუნველყოფილია.
მარიამისთვის მნიშვნელოვანი იყო Helio-სთან თანამშრომლობის კიდევ ერთი მხარეც - პროდუქტის განვითარებისადმი მიდგომა და მომხმარებლის საჭიროებებზე რეაგირება.
"იდეალური ATS არ არსებობს. რვა წელია რეკრუტინგში ვარ და მრავალი ATS გამომიყენებია. მთავარია, რამდენად არის შესაძლებლობა, რომ სისტემა მოგერგოს შენ, როგორც მომხმარებელს, და ის ფუნქციონალი დაამატოს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია."
მარიამის თქმით, წინა პლატფორმასთან ურთიერთობისას ცვლილებებისა და საჭიროებების შესახებ უკუკავშირის მიღება რთული იყო. Helio-ს შემთხვევაში კი აქვს განცდა, რომ გუნდი მომხმარებლის მოთხოვნებს უსმენს, საჭიროებებს პრიორიტეტულად განიხილავს და პროდუქტის განვითარებაში ითვალისწინებს.
სწორედ ტექნოლოგიური შესაძლებლობების, ინტეგრაციისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ერთობლიობამ განაპირობა თიბისი უზბეკეთის არჩევანი.
როგორ შეიცვალა რეკრუტინგის ყოველდღიური პროცესი?
Helio-ზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ცვლილება კანდიდატების მონაცემების ავტომატური გადმოტანა გახდა.
HeadHunter-დან კანდიდატების ინფორმაცია პირდაპირ Helio-ში ხვდება, რის შედეგადაც რეკრუტერებს აღარ უწევთ მონაცემების ხელით დამატება და რამდენიმე პლატფორმაზე პარალელურად მუშაობა.
ამასთან, ყველა კანდიდატის ინფორმაციის ერთ სისტემაში თავმოყრამ მნიშვნელოვნად გაამარტივა რეპორტინგიც - გუნდს უკვე შეუძლია რეკრუტინგის პროცესის შესახებ უფრო სრული და თანმიმდევრული მონაცემების მიღება.
კიდევ ერთი ღირებული დეტალი HeadHunter-ის ე.წ "თავაზიანობის ინდექსია". ეს მაჩვენებელი დამსაქმებლის კანდიდატებთან კომუნიკაციის ხარისხს უკავშირდება და ითვალისწინებს, რამდენად დროულად ხსნის და პასუხობს კომპანია შემოსულ განაცხადებს.
თიბისი უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ Helio-დან კანდიდატების განაცხადების დამუშავების, მათთან კომუნიკაციისა და პასუხების გაგზავნის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი არ გაუარესებულიყო.
Helio-ს ინტეგრაციამ გუნდს საშუალება მისცა, კანდიდატებთან მუშაობა უშუალოდ პლატფორმიდან გაეგრძელებინა და ამავდროულად HeadHunter-ისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელიც შეენარჩუნებინა.
ანალიტიკა, რომელიც რეკრუტინგის შეფერხებების მიზეზებს აჩვენებს
თიბისი უზბეკეთისთვის Helio-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი რეპორტინგია.
გუნდი აქტიურად იყენებს ისეთ მაჩვენებლებს, როგორებიცაა შერჩევის თითოეულ ეტაპზე გატარებული დრო (Time on Stage) და შერჩევის პროცესიდან გამოთიშული კანდიდატების რაოდენობა (Drop-off). მათი დახმარებით შესაძლებელია იმის დანახვა, რამდენ დროს ატარებენ კანდიდატები შერჩევის თითოეულ ეტაპზე, სად ტოვებენ პროცესს და რომელ ეტაპზე ფერხდება რეკრუტინგი.
ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც კონკრეტული ვაკანსია მოსალოდნელზე დიდხანს რჩება ღია.
მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ვაკანსია დროულად არ იხურება, საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია იმის გაგება, რა იწვევს შეფერხებას - კანდიდატების ნაკლებობა, შერჩევის კონკრეტული ეტაპი თუ პროცესის სხვა ნაწილი.
Helio-ს ანალიტიკა გუნდს სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში ეხმარება.
"გადაწყვეტილების მიღება გამარტივდა, იმიტომ, რომ ხედავ, პროცესი სად ნელდება ან სად იჭედება, რა შეფერხება აქვს და შესაბამისად ისეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომელსაც საბოლოოდ შედეგი მოაქვს."
მარიამის თქმით, შესაბამისი მონაცემებისა და ანალიტიკის გარეშე რეკრუტინგის პროცესის შეფასება ხშირად მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება. Helio კი გუნდს აძლევს შესაძლებლობას, პრობლემის მიზეზი დაინახოს და კონკრეტული მონაცემების საფუძველზე გადაწყვიტოს, რა არის გასაუმჯობესებელი.
ვაკანსიის გამოქვეყნებიდან თანამშრომლის აყვანამდე - პროცესები ერთ პლატფორმაში
დღეს თიბისი უზბეკეთი Helio-ს რეკრუტინგის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე იყენებს. ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მართვა, მათთან კომუნიკაცია, რეპორტინგი და შეთავაზებების გაგზავნა ერთიანად Helio-ში მიმდინარეობს.
გუნდი ასევე იყენებს ელფოსტის შაბლონებსა და შეთავაზებების დადასტურების პროცედურას, რაც შიდა კომუნიკაციისა და თანხმობის პროცესებსაც ამარტივებს.
შედეგად, Helio თიბისი უზბეკეთისთვის მხოლოდ კანდიდატების მართვის სისტემა აღარ არის - ის რეკრუტინგის სრული ციკლის სამუშაო პლატფორმაა.
შედეგი: უფრო გამჭვირვალე პროცესები და ინფორმირებული გადაწყვეტილებები
თიბისი უზბეკეთის გამოცდილება აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რეკრუტინგის მართვისას არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაცია, არამედ მონაცემების სიზუსტე და მათი სწორად გაანალიზების შესაძლებლობაც.
თიბისი უზბეკეთისა და Helio-ს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეფექტური ATS მხოლოდ არსებული პროცესების გაციფრულებას არ გულისხმობს. მნიშვნელოვანია, პლატფორმა მოერგოს კომპანიის საჭიროებებს, გაამარტივოს ყოველდღიური სამუშაო და გუნდს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს.
თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ დაგეხმარებათ Helio რეკრუტინგის პროცესების ავტომატიზაციაში, ჩანიშნეთ შეხვედრა Helio-ს გუნდის წევრებთან.