Get All Access for $5/mo

თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, თიბისის სამუშაო პროცესების გამარტივებასთან ერთად, რეგიონში წამყვანი პოზიციის გამყარებაში უწყობს ხელს.

Atlassian Intelligence-ის ინოვაციური ხელსაწყოების დანერგვა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, თიბისის გუნდის წევრებს დროის დაზოგვაში ეხმარება ისეთ რუტინულ საქმიანობაზე, როგორიცაა: ავტომატიზაციის წესების გაწერა, დავალებების გენერირება და კონტენტის შეჯამება. როგორც თიბისის IT მმართველობის ლიდერი, გიორგი ციცქიშვილი ამბობს, ინტეგრაციამ გუნდების პროდუქტიულობა გაზარდა და მათ სტრატეგიულ პროექტებზე ფოკუსირების შესაძლებლობა მისცა.

სწორედ საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად, Atlassian-ის მიწვევით, თიბისიმ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კონფერენციაში - Team '24 მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბარსელონაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, თიბისის გუნდის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთი მხრივ, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, მეორეს მხრივ კი, Cloud-ზე მიგრაციის შესახებ საკუთარი გამოცდილება მონაწილე კომპანიებისთვის გაეზიარებინათ.

როგორც თიბისის ტექ გუნდი გვიყვება, კონფერენციის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი - Rovo ხელსაწყოს წარდგენა იყო. AI-ზე დაფუძნებული პროდუქტი, გუნდებს მონაცემების ანალიზში მნიშვნელოვნად დაეხმარება და ის გადამწყვეტი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ მათ სწრაფად და მარტივად მართონ მონაცემები სხვადასხვა პლატფორმაზე.

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".

მენეჯმენტი

5 ნაბიჯი გუნდთან ისეთი ურთიერთობის დასამყარებლად, როგორიც ხელმძღვანელს შეჰფერის

ქვემოთ ხუთი რჩევაა, რომელთა გამოყენება შეუძლიათ ლიდერებს კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი