თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ჩემპიონატი 2024 გაიმართება 12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თიბისის და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის (GSF) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია წლის მთავარ შეჯიბრებას, საქართველოს ჩემპიონატს სამთო-სათხილამურო დისციპლინაში გუდაურში, გამართავს.

12-13 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატზე სამთო-სათხილამურო სპორტში ქვეყნის საუკეთესო მოთხილამურეები გამოვლინდებიან. შეჯიბრება ტარდება შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში 2010-2011, 2009-2008, 2007 და მეტი.

ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და საქართველოს მთიანი რეგიონების სამთო-მოთხილამურეებისთვის ეს დღე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა.

თიბისი მხარს უჭერს მრავალ სპორტულ პროექტს, რომლებიც ახალი თაობის განვითარებას ემსახურება. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებას.

Business News

Talkpal - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს ენის სწავლა გაუმარტივა

ქართული გუნდის მიერ შექმნილი გლობალური სტარტაპი უკვე მილიონობით მომხმარებელს ითვლის და მისი ამბავი მხოლოდ ახლა იწყება.