Get All Access for $5/mo

TNET-ის ეჯაილ ტრანსფორმაციას გიორგი მიქაცაძე გაუძღვება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TNET

მსოფლიოში არ არსებობს დიდი კომპანია, რომელსაც სტარტაპული მოქნილობის ნოსტალგია არ აქვს.

თინეთი სწრაფად მზარდი, რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აერთიანებს 9 ციფრულ პლატფორმას 4 ძირითადი მიმართულებით- Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

სწორედ ამ მახასიათებლებიდან გამომდინარე, თინეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზრდასთან ერთად მოქნილობის შენარჩუნება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მომხმარებლის საჭიროებები/ბაზრის ტენდენციები ასტრონომიული სისწრაფით იცვლება და მათთან მუდმივი ადაპტაციაა საჭირო.

"Agile-ი არის მეთოდოლოგია, რომელიც კომპანიის, თანამშრომლების, პროდუქტების მოცულობის ზრდის პირობებში გვაძლევს საშუალებას არ დავკარგოთ ინტენსიური კოლაბორაცია, პროდუქტის ბაზარზე სწრაფი გასვლის დრო, მომხმარებლების და თანამშრომლების კმაყოფილება, ადაპტური მენეჯმენტი და ყველა აუცილებელი მახასიათებელი, რომელიც მომხმარებლის საჭიროებაზე მყისიერი რეაგირების საშუალებას მოგვცემს. ეს ყველაფერი კი მოქნილი პროცესების ხარჯზე მიიღწევა.

TNET-ის მიზანია, რომ ტექნოლოგიური პროდუქტების ზრდასთან ერთად მაქსიმალურად შეინარჩუნოს სტარტაპული სულისკვეთება თითოეულ მათგანში. ამ მიზნის მიღწევა, მკვეთრად ცვალებად გარემო პირობებში, Agile მიდგომების რეალიზების გარეშე წარმოუდგენელია." - გიორგი მიქაცაძე, TNET-ის Agile ტრანსფორმაციის ლიდი.

გიორგი მიქაცაძე 2015 წლიდან არის IT სფეროში. სწავლობდა ESM-ში ITM-ის კონცენტრაციით. მე-3 კურსის დასაწყისში, 2 ჯგუფელთან ერთად შექმნა ჭკვიანი ბეჭედი – CNICK, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომია და წარმატებით მკვიდრდება აშშ-ის, კანადის, გერმანიის, სამხრეთ კორეის, ჩინეთის და სხვა დიდი ქვეყნების ბაზარზე.

2019 წლის დასაწყისში შეუერთდა საქართველოს ბანკს და მონაწილეობა მიიღო ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესში. ბოლო ეტაპზე, იკავებდა Senior Agile Coach • Chapter Lead-ის პოზიციას.

გიორგიმ 2021 წელს შექმნა პირველი Agile, Scrum და Kanban-ის კურსი საქართველოში, რომელიც 200-მდე ადამიანმა გაიარა.

რა განხორციელდა TNET-ში Agile ტრანსფორმაციის მიმართულებით?

ტრანსფორმაცია გრძელვადიანი პროცესია და ჯერ მხოლოდ 2 თვეა, რაც ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. პირველი ნაბიჯები კომპანიის მასშტაბით გამჭვირვალობის, კომუნიკაციის ეფექტურობის გაზრდისკენ გადაიდგა:

· შეიქმნა საერთო საკომუნიკაციო ონლაინ სივრცე, რომელმაც გუნდის შიდა, ასევე გუნდთაშორისი კოლაბორაცია მნიშვნელოვნად გაამარტივა და წაახალისა.

· დაიწყო ცნობიერების ამაღლება Agile-ის მიმართულებით და იყო ვორქშოპები პროდუქტულ გუნდებთან.

· შეიქმნა ყველა პროდუქტისთვის საერთო ამოცანების მართვის სივრცე (Task Management Workspace) და დაიწყო გუნდების სამუშაოების აქტიური მიგრაცია ამ გარემოში, ორგანიზაციის მასშტაბით გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად.

Გიორგი მიქაცაძე , ნოდო ჯინჭარაძე - ეჯაილ ქოუჩი

სამომავლო გეგმები

"ჩვენი სამომავლო გეგმები მიემართება ერთ მიზანს - თინეთი იყოს Agile ორგანიზაცია. ეს კი ნიშნავს TNET-ის სტრატეგიის, სტრუქტურის, პროცესის, თანამშრომლებისა და ტექნოლოგიების ადაპტაციას Agile მიდგომებთან.

სწორედ ამ ამბიციური მიზნიდან გამომდინარე Agile ტრანსფორმაციის გუნდის ფორმირების აქტიურ ფაზაში ვართ და ვეძებთ ეჯაილ ქოუჩებს, ვისაც ტექნოლოგიური კომპანიის ამ მოგზაურობაში საკუთარი წვლილის შეტანა უნდათ." - გიორგი მიქაცაძე

ამ მოგზაურობის პროცესში კი იგეგმება Agile კულტურის პოპულარიზაცია, Agile პროცესის დანერგვა, გუნდების და ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინის ჩამოყალიბება, ვორქშოპები, ქოუჩინგის სესიები, Agile მეტრიკების შემუშავება და ზოგადად, ისეთი Agile პრაქტიკების დანერგვა თინეთში, რომელიც მასში შემავალ ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის პროცესს უფრო ეფექტიანს და ეფექტურს გახდის.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

საუკეთესო აპლიკაციები ბიზნესისთვის 2020 წელს

ის ახალი და მოძველებული აპლიკაციები, რომლებიც ბიზნესის ზრდაში დაგეხმარებათ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია