TNET-ის რეგისტრაციის ოფისი უძრავი და მოძრავი ქონების გაფორმებისა და რეგისტრაციისთვის თბილისში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ავტოსატრასპორტო საშუალების გაფორმება და განბაჟება, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაცია, თუ რეესტრთან დაკავშირებულ მომსახურებაზე იურიდიული კონსულტაცია უკვე ერთ სივრცეში და რაც მთავარია, თბილისში, TNET-ის რეგისტრაციის ოფისში შეგიძლიათ მიიღოთ.
TNET-ის რეგისტრაციის ოფისი ფანჯიკიძის #1-ში (ყოფილი ბუდაპეშტის ქუჩა) გაიხსნა და მომსახურებას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-17:00, ხოლო შაბათს 10:00-14:00 საათებში სთავაზობს მომხმარებელს.
თინეთის რეგისტრაციის ოფისის გახსნა, პირველ რიგში, ძალიან სასიამოვნო სიახლეა მათთვის, ვისაც მსუბუქი ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის თბილისის დატოვება უწევდა და ასევე, დამატებით კომფორტს ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინაიდან აქ, უძრავი ქონებისა თუ ბიზნესის რეგისტრაცია მხოლოდ 20 წუთშია შესაძლებელი.
პროცესის მოქნილობისა და კიდევ უფრო მეტი სიმარტივისათვის, რეგისტრაციის ოფისის მომსახურების მიღების მსურველებს შეუძლიათ თავიანთი რიგი, ონლაინ, Super App-ის საშუალებით დაჯავშნონ. პროცესი მინიმალურ ძალისხმევას მოითხოვს - სუპერ აპში ჯავშნის გაკეთების შემდეგ, შერჩეულ დროს, ეწვევით თინეთის ოფისს და რიგებისა და ზედმეტი დროითი დანახარჯების გარეშე, ისარგებლებთ თქვენთვის საჭირო სერვისებით.
რეგისტრაციის ოფისის მომსახურებებისა და რიგის დაჯავშნის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://tnet.ge/registration-office
თინეთის სუპერ აპის გადმოწერა შესაძლებელია, როგორც Android, ასევე IOS სისტემებისათვის, Google Play-სა და App store-ის საშუალებით: https://superapp.promo/open