Top Employers Institute-მა ფილიპ მორის საქართველო 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Top Employers Institute-მა "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" (PMI) მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლად ზედიზედ მეცხრედ დაასახელა. PMI ერთ-ერთია იმ 17 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომელსაც მიენიჭა მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლის სერტიფიკატი. აღნიშნული ჯილდო ასახავს მსოფლიოს მასშტაბით "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" 82 700-მდე თანამშრომლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადაც მათ უსმენენ, ითვალისწინებენ და უქმნიან მიკუთვნებულობის შეგრძნებას.

Top Employers Institute-მა PMI-ის შვილობილი კომპანია - "ფილიპ მორის საქართველო" საუკეთესო დამსაქმებლად დაასახელა საქართველოში. Top Employers Institute-ის სერტიფიკატი აღიარებს PMI-ის მიღწევებს ადამიანების მენეჯმენტის მიმართულებით, ხაზს უსვამს ორგანიზაციის ძალისხმევას, დააკმაყოფილოს თანამშრომლების საჭიროებები მსოფლიოს მასშტაბით, რაც მას ყველაზე სასურველ დამსაქმებლად აქცევს.

"მსოფლიოში საუკეთესო დამსაქმებლის წოდების მოპოვება, ზედიზედ ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა, რითაც ძალიან ვამაყობთ", - აღნიშნავს ფრედ პატიტუჩი, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" ადამიანებისა და კულტურის მიმართულების ოფიცერი. "Top Employers Institute-ის მიერ მონიჭებული აღიარება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას და დამოკიდებულებას ჩვენი ორგანიზაციული კულტურისადმი არა მხოლოდ როგორც შიდა პოლიტიკისადმი, არამედ როგორც ბიზნესზე ორიენტირებული სტრატეგიისადმი, სადაც ყველა თანამშრომელი ჩვენი საერთო ღირებულების გარშემო ერთიანდება, რაც ახდენს PMI-ს დნმ-ის რეალიზაციას".

Top Employer Institute-ი საუკეთესო დამსაქმებლების გამოსავლენად ატარებს დამოუკიდებელ და დეტალურ შეფასებას, რომელიც კომპანიების საუკეთესო HR პრაქტიკების კვლევას ეყრდნობა. კვლევა მოიცავს 20 თემას, მათ შორის: ადამიანთა სტრატეგიას, სამუშაო გარემოს, სწავლას, მრავალფეროვნება&ინკლუზიურობას, ღირებულებებსა და მიზნებს, კეთილდღეობასა და სხვა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" შვილობილი კომპანიები წამყვან დამსაქმებლად აღიარეს 32 ქვეყანაში, რომელთა შორისაა, "ფილიპ მორის საქართველოც".

"ჩვენ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, სადაც ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია, ეკონომიკური და სოციალური ძვრები უწყვეტად მიმდინარეობს. ასეთი გამორჩეული დრო ადამიანებსა და ორგანიზაციებს მათი საუკეთესო და ძლიერი თვისებების გამოვლენისკენ უბიძგებს. წლევანდელი "საუკეთესო დამსაქმებლის სასერტიფიკატო პროგრამა" სწორედ ამ მიზანს ემსახურება - გამოავლინოს ორგანიზაციები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი თანამშრომლებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ხასიათდებიან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, აღმოვაჩინოთ ასეთი კომპანიები და მათთან ერთად ვიზეიმოთ მათი მიღწევები", - აღნიშნავს დევიდ პლინკი, Top Employers Institute-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Top Employers Institute-ის შესახებ

Top Employers Institute ეს არის მსოფლიოში წამყვანი ავტორიტეტული ორგანო HR სტრატეგიების მიმართულებით, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასერტიფიკატო პროგრამას ახორციელებს. ორგანიზაცია მონაცემებზე ორიენტირებულ მიგნებებზე დაყრდნობით, ხელს უწყობს კომპანიების გაძლიერებას ახალი ტალანტების მოზიდვის მიმართულებით. 2025-ში, Top Employers Institute-მა 2400-ზე მეტ ორგანიზაციას მიანიჭა სერტიფიკატი, მსოფლიოს 125 ქვეყანაში. თითოეული საუკეთესო დამსაქმებლის მქონე კომპანია ზეგავლენას ახდენს მსოფლიოში 13 მილიონ დასაქმებულზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს Top Employers Institute

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ