Top|Card — ბარათი, რომელიც ფინანსების მართვას ამარტივებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ორი წლის წინ ლიბერთი ბანკში დანერგილი Top|Card-ი დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად ყალიბდება. საკრედიტო ბარათის, განვადებისა და გადანაწილების ფუნქციონალების გაერთიანებით Top|Card-ი საუკეთესო ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსების მართვას უმარტივებს.

ლიბერთიში აცხადებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პროდუქტმა მნიშვნელოვანი განვითარება აჩვენა — გაიზარდა როგორც საკრედიტო პორტფელი, ასევე მომხმარებლებისა და პარტნიორი ობიექტების რაოდენობა. კომპანიის ინფორმაციით, Top|Card უკვე იქცა ერთ-ერთ მთავარ პროდუქტად, რომლის მეშვეობითაც ბანკი ახალ მომხმარებლებს იზიდავს.

ლიბერთის განვადების მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ფრუიძე Entrepreneur Georgia-სთან საუბარში Top|Card-ის შედეგებს, მომხმარებლის ქცევის ცვლილებას და პროდუქტის განვითარების მომავალ გეგმებს აფასებს.

პროდუქტი, რომელიც რამდენიმე ფინანსურ ინსტრუმენტს აერთიანებს

ირაკლი ფრუიძის თქმით, სწორედ ამ მოქნილობამ განაპირობა მისი სწრაფი პოპულარობა მომხმარებლებს შორის.

2025 წლის მონაცემებით:

• საკრედიტო პორტფელი და მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა

• პარტნიორი ობიექტების ქსელი 30%-ით გაფართოვდა

ეს ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტი რეალურ საჭიროებებს პასუხობს და ყოველდღიური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას ამარტივებს.

როგორც ირაკლი ფრუიძე ამბობს, პროდუქტის კონცეფციამ პრაქტიკაში სრულად გაამართლა და ბანკი იმ სეგმენტთან დააკავშირა, რომელიც ადრე ლიბერთის პროდუქტებს შედარებით ნაკლებად იყენებდა. ამავდროულად, აქტიურად გაიზარდა მისი გამოყენება უკვე არსებული მომხმარებლების მხრიდანაც.

"მიმდინარე სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ Top|Card ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია ბანკში ახალი კლიენტების მოსაზიდად და მომხმარებლების ლოიალურობის გასაძლიერებლად,"

პროდუქტის როლი ლიბერთის სტრატეგიაში

დღეს ლიბერთი უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სხვადასხვა სეგმენტს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს.

ამ პორტფელში Top|Card-ს მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი უკავია — ის ერთდროულად ქმნის ღირებულებას მომხმარებლისთვის და ბანკს ზრდის ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში პროდუქტის ეკოსისტემა კიდევ უფრო გაფართოვდა. მაგალითად, პრემიუმ მიმართულების Studio Liberty - ის მომხმარებლებისთვის ექსკლუზიურად შეიქმნა Top|Card Black Edition, რომელიც გაზრდილ ქეშბექსა და დამატებით სამოგზაურო ბენეფიტებს აერთიანებს :

  • წვდომა 1,200-ზე მეტ აეროპორტის ლაუნჯზე;
  • Fast Track სერვისი;
  • საერთაშორისო სამოგზაურო დაზღვევა;
  • კონსიერჟის მხარდაჭერა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში — ყოველგვარი სავალდებულო ბრუნვის მოთხოვნის გარეშე.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს Top|Card - ის მრავალფეროვნებას როგორც ფუნქციურად ასევე სეგმენტურად.

განვითარების შემდეგი ეტაპი

2026 წელს Top|Card ბაზარზე აქტიურობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავს.

პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია — დაბადების დღის და საგაზაფხულო კამპანიები, რომლებიც მომხმარებლებს განაწილების და ქეშბექ შეთავაზებებს სთავაზობს. აქციების ნაწილი 15 მარტამდე მოქმედებს, ზოგიერთ პარტნიორ კომპანიაში კი — მარტის ბოლომდე

ასევე 2026 წლის ბოლომდე მსგავსი ტიპის კამპანიები კიდევ აუცილებლად დაიგეგმება.

პარალელურად, კომპანია აქტიურად მუშაობს პარტნიორთა ქსელის გაფართოებაზე. მიზანია, 2026 წელს იმდენივე ახალი პარტნიორი დაემატოს, რამდენიც პროდუქტის არსებობის პირველ ორ წელიწადში.

თუმცა აქვე უნდა აღნიშნოს ისიც რომ ლიბერთი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას არაპარტნიორ ობიეტებში გადახდილი თანხებიც გაინაწილონ.

პროდუქტის განვითარება შეეხება ფუნქციონალის გაუმჯობესებასაც. ერთ-ერთი სიახლე წინასწარ დამტკიცებული ლიმიტების დანერგვაა, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ბარათის ლიმიტი მარტივად აითვისონ და გამოიყენონ ბანკის ნებისმიერი არხიდან.

მომხმარებლებს ვურჩევთ რომ Top|Card – ის სიახლეებს აქტიურად ადევნონ თვალი www.topcard.ge-ზე და ჩვენს სოციალურს ქსელებში.

ირაკლი ფრუიძის თქმით, მიზანი უცვლელია — პროდუქტი კიდევ უფრო მოქნილი და მარტივი გახდეს მომხმარებლისთვის.