Get All Access for $5/mo

Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, Touch Platform ჰოლანდიურ ფონდებთან - Acrobator VC-სა და Crosspring-თან თანამშრომლობით, Startup Challenge გამოაცხადა, რომელში მონაწილეობაც Touch Summit-ის დამსწრე ყველა სტარტაპს შეეძლო.

განაცხადების მიღება 20 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ განაცხადები შემოვიდა არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე: პოლონეთ, ყაზახეთი, ყირგიზეთიდან.

გადარჩევის პროცესში ორგანიზატორების შიდა გუნდის გარდა ჩართულები იყვნენ თავად VC ფონდების წარმომადგენლები.

დღეს Touhch Summit წარმოგიგენთ 10 შერჩეულ სტარტაპს და წარმატებას უსურვებს შემდგომ ეტაპებზე:

  1. STORI
  2. CALEN AI
  3. Crosscreators
  4. QuickShipper
  5. Warehouse
  6. Wempler
  7. DataStudio
  8. Gotcha Technology Inc.
  9. Awork
  10. Happykids

Შეგახსენებთ, რომ 10 შერჩეულ სტარტაპს ექნება შესაძლებლობა, ფინალამდე გაიაროს სპეციალური მენტორობისა და ქოუჩინგის სესიები და "დაფიჩოს" ღონისძიების GROWTH STAGE-ზე.

კონფერენციის მეორე დღეს, 3 ფინალისტს მიეცემათ საშუალება სამიტის მთავარ სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, ხოლო გამარჯვებული ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე გამოვლინდება.

Startup Challenge-ში გამარჯვება ნიშნავს, რომ სტარტაპი მიმზიდველია დასავლური VC-ების უმეტესობისთვის! თუმცა, კონკურსის მოგება არ იძლევა დაფინანსების 100%-იან გარანტიას, რადგან, საინვესტიციო გარიგების პირობების განხილვა თავად ინვესტორთან მოხდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"