ტრადიციულიდან მწვანე წარმოებამდე – "ჯეოსთილის" 15-წლიანი ინდუსტრიული განვითარება
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
15 წლიანი ოპერირება ქართულ ბაზარზე, 450 დასაქმებული ადამიანი, 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია და ქვეყნის ბიუჯეტში შეტანილი 105 მილიონი დოლარი - სწორედ ასე გამოიყურება ფოლადის მწარმოებელი კომპანია ჯეოსტილის წარმატებული საქმიანობა საქართველოში.
ჯეოსთილი იყო პირველი კომპანია საქართვეელოში, რომელმაც აღადგინა ფოლადის წარმოება. ქართულ-ბრიტანულ-ინდურმა კომპანიამ ასევე პირველმა დაამონტაჟა გამონაბოლქვის გამწოვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვით შესაბამისობას, როგორც სამთავრობო ასევე ადგილობრივ კანონმდებლობასთან. მტვრის ემისიების ნორმების შესაბამისობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქარხანაში დამონტაჟებულია თანამედროვე სახელოიანი ტექნოლოგიების სისტემა. მზის პანელების დამონტაჟებით კი, კომპანიამ ხელი შუწყო გარემოზე ემისიების ზემოქმედებასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ ეს არის საქართველოს ყველაზე მასშტაბური მზის ენერგიის პროექტი.
"ჩვენ გვჯერა, რომ უნდა დავიცვათ როგორც ეროვნული, საქართველოს, ასევე ევროკავშირის ნორმები და სტანდარტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ პერიოდულად ვაახლებთ ტექნოლოგიურ აჭღურვილობას, ისე რომ ის სრულ შესაბამისობაში იყოს ევროკავშირის ნორმებთან. ეს არის ჩვენი მთავარი სტრატეგია", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი საჯივ ბარაკრიშნანი.
მისივე თქმით, კომპანიამ უკვე დაამუშავა და ექსპლატაციაში ჩაუშვა დაახლოებით 11 მეგავატი მზის ენერგია, რომელსაც საწარმოში იყენებენ.
"პირველ ეტაპზე, ვგეგმავთ დაახლოებით 50 მეგავატზე ასვლას და ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. როდესაც განახლებად ენერგიაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მზის ენერგიის უტილიზაცია. თუ უფრო მცირე მასშტაბის პროექტებზე ვისაუბრებთ, ვცდილობთ შევზღუდოთ ბუნებრივი აირის მოხმარება და წარმოების ეფექტიანობის გაუმჯობესების გზით სრულად ჩავანაცვლოთ იგი. ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც სწორედ ახლა ვმუშაობთ. 2026 წლის გეგმებს რაც შეეხება, უპირველეს ყოვლისა, გვექნება ახალი მავთულ-გლინვის დანადგარი. ამ დანადგარის მეშვეობით, შევძლებთ, ვაწარმოოთ ახალი სახეობის პროდუქცია, რომელიც დაემატება ჩვენს ასორტიმენტს. რაც შეეხება გარემოსდაცვით სტრატეგიას, ვგეგმავთ გამწოვი სისტემის მოდერნიზებას. სწორედ ამ მიზნით,ინვესტირებული გვაქვს მილიონობით დოლარი და განახლების დასრულების შემდეგ, ჩვენი სისტემა ევროპის საუკეთესო ანალოგების ტოლფასი იქნება", - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი.
წარმატებული საწარმოო პროცესის გასაცნობად ფოლადის მწარმოებელი ინდუსტრიის ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია "ჯეოსთილმა" სტუმრებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ საწარმოო პროცესს და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობისა და სპეციფიკაციის შესახებ.
თანამედროვე ტექნოლოგიების, მანქანა დანადგარების, ლაბორატორიული აღჭურვილობებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, კომპანიამ საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის არის: თბილისის სითი მოლის პროექტი, თაბორის მთის სასტუმრო და გოლფ კლუბი, რიკოთის მაგისტრალის მოდერნიზაცია, თბს ბანკის ახალი სათავო ოფისი, თბილისის აუთლეთ მოლი, ბათუმის სასტუმრო ალიანს პალასი, ნექს ჯგუფი, პარლამენტის შენობა ქუთაისში, თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი და სხვა.
დღეს "ჯეოსთილის" წილი ადგილობრივ ბაზარზე 45%-ს აღწევს. კომპანია აგრძელებს ინვესტიციებს უახლეს ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიაში, რათა აწარმოოს მაღალი ხარისხის და ეკოლოგიურად სუფთა ფოლადი საქართველოსთვის.