ტრამპი აცხადებს, რომ TikTok-ის გარიგება "დამტკიცებულია", თუმცა ჯერ საბოლოოდ არ გაფორმებულა

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, პარასკევს Truth Social-ზე განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან "ძალიან პროდუქტიული" სატელეფონო საუბარი გამართა TikTok-ის გარიგების დამტკიცების მიმართულებით.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNBC-ს განუცხადა, რომ საუბარი დილის 8 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის, ტრამპმა აღნიშნა, რომ ლიდერები ნოემბერში, სამხრეთ კორეაში, APEC-ის სამიტზე კვლავ შეხვდებიან.

"ჩემს კოლეგა სი ძინპინთან ძალიან პროდუქტიული საუბარი მქონდა. წინსვლა მოვახერხეთ მრავალ მნიშვნელოვან საკითხში: ვაჭრობის, ფენტანილის პრობლემის, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საჭიროებისა და TikTok-ის გარიგების დამტკიცების მიმართულებით... საუბარი ძალიან კარგი იყო. მალე ისევ დავუკავშირდებით ერთმანეთს, ვაფასებ TikTok-ის დამტკიცებას და ორივე ველით შეხვედრას APEC-ის სამიტზე!" – დაწერა ტრამპმა.

ამ კვირის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ჩინეთთან TikTok-ის გარიგების "ჩარჩო" უკვე შეთანხმებულია.

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანებით TikTok-ის გარიგების ვადა კიდევ 90 დღით, 16 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. ეს უკვე მეოთხე გადავადებაა მას შემდეგ, რაც გასულ წელს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ByteDance-ს – TikTok-ის მშობელ კომპანიას, ავალდებულებს გაყიდოს აპლიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური ქსელი აშშ-ში აიკრძალება.

CNBC-ის ჟურნალისტმა, დევიდ ფეიბერმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკელ მფლობელებში როგორც ახალი, ასევე არსებული ინვესტორები შევლენ. წყაროების თქმით, Oracle, რომელიც 2022 წლიდან TikTok-ის ქლაუდსერვისებს უზრუნველყოფს, თანამშრომლობას გააგრძელებს.

CBS კი იტყობინება, რომ პროცესში ჩართულია საინვესტიციო კომპანია Silver Lake. ანგარიშებში ასევე აღნიშნულია, რომ ByteDance-ს გარკვეული წილის შენარჩუნება სურს.

TikTok-ის შესაძენად წინადადებები რამდენიმე ცნობილმა ბიზნესმენმა და კომპანიამ უკვე წარადგინა. მათ შორისაა The People's Bid-ის გუნდი, რომელიც შედგება კევინ ო'ლირისგან, ყოფილი "Dodgers"-ის მფლობელის – ფრენკ მაკკორტისა და Reddit-ის თანადამფუძნებლის – ალექსის ოჰანიანისგან. ცალკეული განაცხადები შეიტანეს Perplexity-მ, ასევე Amazon-მა და Applovin-მა.

თარგმანი: თინათინ ლუხუტაშვილი

Erin Davis

Entrepreneur Staff

Trending News Writer

სოციალური მედია

ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერები

გლობალური მასშტაბით, "ჯუნიორ" ანტერპრენერების რიცხვი მკვეთრად მზარდია

სიახლეები

"კრწანისი გრანდე" – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისის დიპლომატიურ უბანში

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მშვიდი გარემო დედაქალაქის ცენტრში

Business News

Noxtton ტრილიონდოლარიანი ინდუსტრიის სათავეში

"დღეს ჩვენ არა მხოლოდ ცალკეულ ბიზნესებს ვეხმარებით, არამედ მთლიანი ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას ვახდენთ ტექნოლოგიური პროდუქტების დახმარებით"

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე