ტრანსფორმაცია მოქმედებაშია - BDO Digital-ის პირველი ბრენდ კამპანია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ ბიზნესს ტურბულენტურ გარემოშ უწევს ოპერირება. ტექნოლოგიური კომპლექსურობა და ქაოტური ცვლილებები ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ხოლო სიახლეებზე ფეხის აწყობა და ტრანსფორმაცია არის არა რეაგირება, არამედ ხედვა რაც საბოლოოდ განაპირობებს ბიზნესის წარმატებას.

ბრენდ კამპანია "ტრანსფორმაცია მოქმედებაშია" არის BDO Digital-ის პირველი მასშტაბური საკომუნიკაციო ინიციატივა, რომელიც ასახავს კომპანიის ხედვას ციფრულ ტრანსფორმაციაზე როგორც მუდმივ, უწყვეტ და კომპლექსურ პროცესზე. ამ კამპანიის მთავარი გზავნილია: ტრანსფორმაცია, რომელიც აღარ არის უტოპიური გეგმა მომავლის შესახებ ან შორსმიმავალი სტრატეგია. ის იწყება აქ და ახლა - და მისი წარმატება მოქმედებაზე, გადაწყვეტილების სისწრაფესა და ტექნოლოგიურ გამბედაობაზე დამოკიდებული.

"დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რომ ბრენდმა
ილაპარაკოს იმ ღირებულებაზე, რომლებიც მათთვის ავთენტურია - ღირებულებები,
რომლებსაც ტენდენციები ან მოდა კი არ განსაზღვრავს, არამედ თავად ბრენდი მისი
კულტურიდან ან ისტორიიდან გამომდინარე. სწორედ ასეთია BDO Digital-ის
მიდგომაც: ჩვენ არ ვეძებთ სათქმელს გარეთ, რადგან ზუსტად ვიაზრებთ იმ შინაარსს
რომელზეც ჩვენი ბრენდი დგას და ის ღირებულებითი კვეთა, რომელიც ჩვენს
კლიენტებთან გვაქვს - ეს გვაძლევს საშუალებას ვიყოთ არა უბრალოდ ციფრული
ინტეგრატორი, არამედ ნამდვილი პარტნიორები ტრანსფორმაციის პროცესში."- ამბობს BDO Georgia-ს ბრენდის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანანო ციცვიძე.

აღნიშნული კამპანია, თავისი სტრუქტურით, შინაარსით და ფორმით სრულიად ახალია, თუმცა ამავდროულად ლოგიკური გაგრძელებაა BDO Digital-ის ტექნოლოგიური ექსპერტიზისა, რომელიც წლების განმავლობაში შენდებოდა როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში - წარმატებით განხორციელებული პროექტების სახით.

სწორედ ამ იდეას ატარებს კამპანიის საკომუნიკაციო ენა: "ყველა ცვლილება ციფრულ რეალობაში იკვეთება... ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ხედვაა, სადაც ტემპი შეუჩერებელია, გადაწყვეტილებები კი სწრაფი." ეს ფრაზა არა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რა ტენდენციებია თანამედროვე ბიზნესში, არამედ რეალურად გამოხატავს გარემოს, რომელშიც კომპანიებმა უნდა იმოქმედონ - დროში მოქნილად, ციფრულად და წინსვლაზე ორიენტირებულად.

BDO Digital ამ კამპანიით ხაზს უსვამს იმას, რომ ტექნოლოგია არ არის მხოლოდ დამატებითი ფუნქცია - ის არის მოქმედი ძალა, რომელიც დაფუძნებულია ხედვაზე, რომელიც თავისთავად განსაზღვრავს პროცესებს და საბოლოოდ - შედეგებს.

კამპანიის ფარგლებში გამოყენებული მეტაფორები - მაგალითად, ERP როგორც "ტექნოლოგიური ორკესტრი", ან RPA როგორც "ციფრული თანამშრომელი" -ამდაგვარი მიდგომა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სერვისების ადამიანურ და ხელშესახებ მომსახურებად გადათარგმნას, რაც ეხმარება და გარკვეულწილად განსაზღვრავს ბიზნესების ეფექტურობასა და კონკურენტუნარიანობას.

"კამპანიაზე მუშაობის დროს ყველაზე კომპლექსური მაინც სწორი ფილარების შერჩევა იყო, გამომდინარე დარგის სპეციფიკურობისა და კომპლექსურობისა. ძალიან დაგვეხმარა ტექნიკურ გუნდთან სწორი კომუნიკაცია, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის არქიტექტორებით არის დაკომპლექტებული, სურათის სწორად დასანახად იმ ხალხთან საუბარია მნიშვნელოვანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს პროცესების გაციფრულებაში" - გიორგი დანელია, BDO Georgia-ს ბრენდის და მარკეტინგის სპეციალისტი.

ციფრული ტრანსფორმაცია დღეს აღარ არის არჩევანი - ის არის აუცილებლობა. იმ სამყაროში, სადაც ცვლილებების სიჩქარე ყოველდღიურად იზრდება, ხოლო ბიზნესისთვის გაჩერება უკუსვლას გულისხმობს. ვინც არ უწყობს ხელს ციფრულ განვითარებას, ფაქტობრივად, კარგავს შანსს, იყოს კონკურენტუნარიანი, მოქნილი და მომავლისთვის მომზადებული. თანამედროვე ბაზარზე რეგრესი ხშირად იწყება არა კრიზისით, არამედ ცვლილებების საჭიროების იგნორირებით.

"ტრანსფორმაცია მოქმედებაშია" კომპანიის გზავნილია ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც აცნობიერებს, რომ ცვლილება გარდაუვალია, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ მათ გეკუთვნით, ვინც მზად არის იმოქმედოს - არა ხვალ, არამედ დღეს. ამ პროცესში კი BDO Digital არის ის ხიდი, რომელიც მათ ციფრულ ტრანსფორმაციასთან აკავშირებს.

ინდუსტრიული ტრენდები

NEXT - ბრენდი დეველოპმენტში

NEXT-ის ზრდის საფუძველია მისი უნარი, შექმნას არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ - მომგებიანი ინვესტიციები

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი