Black Friday Sale! 50% Off All Access

წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება და ცოდნის გაზიარება - რას სთავაზობს იურისტებს J&J Training Center?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

J&J Training Center-ის შექმნის იდეა 2021 წელს გაჩნდა. დამფუძნებლებმა, ნინა და მიხეილ ჯულაყიძეებმა, დაინახეს საჭიროება, რომ სწრაფად ცვალებად საკანონმდებლო სივრცეში გამხდარიყვნენ პირველები, ვინც მიიღებდნენ ცოდნას ამის შესახებ და შემდეგ დაინტერესებულ პრაქტიკოს იურისტებს გაუზიარებდნენ.

ნინა და მიხეილ ჯულაყიძეების მიერ დაფუძნებული სასწავლო ცენტრი იურისტებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული კანონის თანაავტორების, უზენაესი და სააპელაციო ინსტანციის მოქმედი/ყოფილი მოსამართლეების თუ დარგის სხვა ექსპერტებისგან მიიღონ პასუხები მათ პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტის სამართლებრივ გზებზე.

Entrepreneur-თან ინტერვიუში ნინა ჯულაყიძე ამბობს, რომ კონკურენტულ ბაზარზე J&J Training Center-ს გამოარჩევს კურსების ხარისხი და სერვისის მიწოდების სისწრაფე.

"დამფუძნებლები თავად ვართ პრაქტიკოსი იურისტები. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, იურიდიულ ბაზარზე არსებული ცალკეული პრობლემის იდენტიფიცირება პირველებმა მოვახდინოთ, შევიმუშაოთ კურსი, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას უზრუნველყოფს და ტრენერის ამპლუაში მოვიძიოთ კონკრეტული სფეროს ის ექსპერტი, რომელიც საკუთარი გამოცდილების, სამსახურებრივი პოზიციისა თუ პრაქტიკის გათვალისწინებით მსმენელთა მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი იქნება", - განმარტავს ნინ ინტერვიუში.

J&J Training Center-ის თანადამფუძნებელი და პარტნიორი, მიხეილ ჯულაყიძე, ამბობს, რომ სიახლეებთან, განსაკუთრებით საგანმანათლებლო ხასიათის ბიზნესთან შეჭიდება ყოველთვის განსაკუთრებულ გამბედაობასა და რისკმენეჯმენტს მოითხოვს.

კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვდა საქმიანობის დაწყება 2021 წელს, პანდემიის პირობებში. არასტაბილური ბიზნესგარემო, ცვალებადი ეპიდემიური მდგომარეობა ზედმიწევნით კარგად გაწერილ სამოქმედო გეგმას მოითხოვდა დამფუძნებლებისგან. მიხეილი იხსენებს, რომ საქმიანობის ადრეულ ეტაპზე ხშირ შემთხვევაში ფორსმაჟორულ სიტუაციაში უხდებოდათ გადაწყვეტილებების მიღება.

"მიუხედავად ამ წნეხისა, დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნდობას, ცალკეული მსმენელების გარდა, საქართველში მომუშავე მსხვილი კერძო კომპანიების თუ სახელმწიფო დაწესებულებების უმრავლესობა გვიცხადებს საჯარო თუ კორპორაიული სატრენინგო მომსახურების შესყიდვის გზით, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მოტივატორია", - ამბობს ის.

ნინა იხსენებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც საქმიანობის დასაწყისში შეეჩეხნენ, კვალიფიციური ტრენერების მოძიება იყო. ახალგახსნილ ცენტრს უნდა დაემტკიცებინა მაღალი დონის სპეციალისტებისთვის, რომ მათ ნდობას და პარტნიორობას იმსახურებდა.

ამჟამად J&J Training Center-ში ტრენინგებს უძღვებიან მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები - მოსამართლეები, ცალკეული კანონის თანაავტორები და ადმინისტრაციული ორგანოების კონკრეტული დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ნინა ამბობს, რომ გარდა პრესტიჟისა, ასეთი დონის სპეციალისტებთან მუშაობა ერთგვარი პასუხისმგებლობაცაა.

"საწყის ეტაპზე ჩვენთვის საკმაოდ რთული იყო კვალიფიციური ტრენერის თანამშრომლობაზე დათანხმება, თუმცა დაუღალავი შრომითა და საქმისადმი პროფესიონალური მიდგომით დავამტკიცეთ, რომ სანდო პარტნიორები ვართ როგორც მსმენელთათვის, ისე მოწვეული ტრენერებისათვის".

J&J Training Center-ის ძირითადი მიმართულება სამართლებრივი ხასიათის კურსების ორგანიზებაა. მიხეილი ამბობს, რომ მათი ორგანიზაცია მზადაა, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან ითანამშრომლოს და მათ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული სამართლებრივი ხასიათის კორპორაციული კურსები შესთავაზოს.

"რაც შეეხება საჯარო კურსებს - ამ მიმართულებით თითოეული მათგანის დაგეგმვამდე ვახორციელებთ ბაზრის კვლევას, რათა საზოგადოებას შევთავაზოთ მათ მოთხოვნებსა და სურვილებზე ორიენტირებული კურსები", - ამბობს მიხეილი.

J&J Training Center-მა ადვოკატთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსებზე მიღება დაიწყო. კურსები გულისხმობს წინასწარ დაგეგმილ სამთვიან პერიოდზე გათვლილ სწავლებას. როგორც ნინა განგვიმარტავს, ორივე კურსს თავისი სპეციფიკა აქვს.

კონკრეტული სპეციფიკის კურსის წარმატებას კი ტრენერები განაპირობებენ. როგორც J&J Training Center-ის თანადამფუძნებელი ამბობს, ადვოკატთა და მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს, სხვა სასწავლო კურსების მსგავსად, წამყვანი სპეციალისტები უძღვებიან.

"პირველ რიგში, მათ აქვთ ეს გამოცდები წარმატებით ჩაბარებული და ამ მხრივ არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მეცადინეობის დაგეგმვის გაზიარებაც შეუძლიათ. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, საგამოცდო პროგრამის ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, სწავლების სისტემის გაზიარება, როგორ გადავიდნენ კარიერის ახალ ეტაპზე", - გვიხსნის ნინ.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნინა და მიხეილი აღნიშნავენ, რომ J&J Training Center-ის მიზანია, მუდმივად განახლებული და გაუმჯობესებული სასწავლო კურსები შესთავაზოს დაინტერესებულ ადამიანებს. მიმდინარე პროექტი, რომელსაც ცენტრი აანონსებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" ახალი კანონის ამოქმედებას უკავშირდება და იურისტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსამზადებელი კურსის შეთავაზებას გულისხმობს.

ცენტრი ფოკუსირებულია წინსვლასა და განვითარებაზე. ნინა აქვე აღნიშნავს, რომ J&J Training Center-ის გუნდი მუშაობს, რომ ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტი დანერგოს კომპანიაში. ეს კი ნიშნავს, რომ შიდა ბიზნესპროცესები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება უზრუნველყოფილი, შეფასდება პოტენციური რისკები და მუდმივად გაუმჯობესდება აქ მიღებული გამოცდილება.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი