ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესს ბათუმი უმასპინძლებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" ორგანიზებით და ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის" (AOECS) მხარდაჭერით, 7 ივნისს ბათუმში, სასტუმროში Courtyard by Marriott Batumi ცელიაკიის მე-3 საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. ღონისძიებას 10:00 საათზე გახსნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ქალბატონი ნინო ნიჟარაძე.
,,საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის" მიერ ინიცირებულ, აჭარის რეგიონში მიმდინარე ცელიაკიის პედიატრიული სკრინინგის პროგრამაზე გამართულ მულტიფროფილურ სადისკუსიო პანელში მონაწილეობას მიიღებენ:
- ქალბატონი მარი ზანაქიძე- აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
- ქალბატონი თეონა ტაბატაძე – პედიატრი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი. პლაზმა კლინიკა ლაბორატორია. პანელის მოდერატორი.
- პედიატრი, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის ექიმი
- ქალბატონი ნინო ხელაძე-პედიატრი, ბავშვთა ენდოკრინილოგი, დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო
- ბატონი ირაკლი რცხილაძე-მედიცინის დოქტორი, ფილოსოფიის დოქტორი. სამედიცინო ცენტრი, მრჩეველი- ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი
- ქალბატონი ბელა წილოსანი-ლაბორატორიული მედიცინის ექიმი-ექსპერტი. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი
- ბატონი ლევან ბრელიძე- ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯიას ვიცე-პრეზიდენტი.
მომხსენებლები და მოწვეული ექსპერტები:
- პროფესორი იტალიიდან, ბატონი ფრანჩესკო ვალიტუტი – პედიატრი, პერუჯას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი
- ბატონი ბიძინა კულუმბეგოვი-მედიცინის დოქტორი, ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი.
- ქალბატონი თამარ ბახტაძე- მედიცინის დოქტორი, პროფესორი, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი.
- ქალაბტონი ოლიმპია ვინჩენტინი – მკვლევარი, ISS – Istituto Superiore di Sanità (იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტი).
- ქალბატონი სუზანა ნოიჰოლდი – კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერი, იტალიის ცელიაკიის საზოგადოება; დირექტორთა საბჭოს წევრი, AOECS – ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაცია.
- ქალაბტონი მარიამ ღუღუნიშვილი – პედიატრი, ბავშვთა გასტროენტეროლოგი, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
- ქალბატონი ანა პონომარევა-ბიზნეს დეველოპმენტი და მარკეტინგი, West Medica.
- ქალბატონი ქეთი ტაბატაძე-საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი
კონგრესი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო და ეროვნულ აკადემიურ-სამეცნიერო წრეებს, ცელიაკიის ადრეული დიაგნოსტიკის, სკრინინგისა და მართვის თანამედროვე სტრატეგიების გარშემო.
ცნობისთვის, ცელიაკია აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება, როგორებიცაა, მაგალითისთვის, ხორბალი, ჭვავი და ქერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი, რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს ქმნის.
,,სცეა" 3 წლის წინ დაფუძნდა ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ და წარმატებით ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიების სპონსორები და მხარდამჭერები
Main Partner : Schär
General sponsor : Alliance Group
Premium Healthcare Partner: Human Diagnostic Georgia • ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია
Medical and Academic Partner: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი - Center of Allergy & Immunology
Medical and Research Partner: მრჩეველი - Mrcheveli - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი
Gold sponsor: Primax - პრაიმაქსი
Silver sponsor: ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy
Sponsor: ჯორჯიტა • Georgita
Sponsor: Snacky - Peanut Butter • სნექი - მიწისთხილის კარაქი
Participant: მილინ პარასი / Myllyn Paras
Participant: PLG • Prime Line Group