Get All Access for $5/mo

ციფრული ინდუსტრიის აკადემია ProdAct Conference-ის მხარდამჭერია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 სექტემბერს სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში ყველაზე ციფრული კონფერენცია - "ProdAct Conference - Tomorrow Of Digital Products" გაიმართება, რომელიც საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც ციფრული პროდუქტებით, პროექტებითა და ზოგადად ციფრული ინდუსტრიითაა დაინტერესებული.

ციფრული ინდუსტრიის აკადემია კონფერენციის პარტნიორია, სწორედ ამიტომ მრავალ საერთაშორისო და 30-მდე ქართველ სპიკერს შორის იქნებიან აკადემიის მენტორებიც : ანა გოროზია, თემო ბარათაშვილი, ნიკა ჟღერია, დიანა ბერიაშვილი და ელენე ბიბილეიშვილი

ანა გოროზია - პროდუქტის მენეჯერი - How Product Managers leverage AI to boost their productivity

ანა გოროზია ამჟამად Test IO-ში Product Manager-ია, Product management-ისა და Software development-ის სფეროში 6 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ისაუბრებს,

თუ როგორ უნდა გამოიყენონ ფროდაქთ მენეჯერებმა პროდუქტიულად AI tool-ები პროდუქტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარის გასაზრდელად, როგორ უნდა გაუმკლავდნენ იმ დაბრკოლებებს, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას გვხვდება და საერთოდ რატომ უნდა გამოიყენონ დამხმარე ძალა ანუ AI თავიანთ საქმეში.

თემო ბარათაშვილი - Product Designer - Design Driven Product Development

თემო ბარათაშვილი 2020 წლიდან ,,საქართველოს ბანკში" მობილური ბანკინგის აპლიკაციის დიზაინერია. UI/UX დიზაინში კი 8 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ისაუბრებს Design Driven Product Development-სა და Design Driven Environment ანუ დიზაინით მართულ გარემოზე. ახსნის, რა უპირატესობები აქვს მას და რით განსხვავდება სხვა მიდგომებისგან. გარდა ამისა, განხილული იქნება რამდენიმე ქეისი. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, რომლებიც დაეხმარებათ, გაიგონ, თუ როგორ მუშაობს Design Syncing პრაქტიკაში და როგორ შეძლებენ მომავალში მის გამოყენებას თავიანთ საქმიანობაში.

ნიკა ჟღერია - App მარკეტერი - App's Live! Now What? Baby Steps in Native App Marketing

ნიკა ჟღერია APP მარკეტერი და ანტეპრენერია, რომელიც ამჟამად ავსტრიულ მარკეტინგულ სააგენტო, App Radar-ში მუშაობს, User Acquisition მენეჯერად. მისი გამოცდილება მოიცავს 10+ წელს მარკეტინგულ პროექტებში და ამავდროულად 7 წლიან გამოცდილებას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. ის სტუმრებს რჩევებს გაუზიარებს აპლიკაციის მარკეტინგთან დაკავშირებით და ისაუბრებს იმ პირველ ნაბიჯებზე, რომლებიც ყველა აპლიკაციამ უნდა "გადადგას". გარდა ამისა, მისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაეთმობა ASA-ს, იგივე - Apple Search Ads და სხვა საჭირო ხელსაწყოებს, რომლებიც აპ მარკეტერებს დაეხმარება სწორად გაზომონ მონაცემები და შეაგროვონ მნიშვნელოვანი data.

დიანა ბერიაშვილი - ტექ რეკრუტერი - How to Build winning teams, Aligning product success with top talent acquisition

დიანა ბერიაშვილი DataArt-ის ტექ ტალანტების მოზიდვის მენეჯერია და მისი 16 წლიანი გამოცდილება მრავალ პროექტსა თუ კომპანიას მოიცავს. ის ისაუბრებს, გუნდისთვის ტალანტების მოძიებისა და აყვანის სტრატეგიებზე და გასცემს პასუხს კითხვებს: სად უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებიც გუნდს გამოადგება? როგორ გავიგოთ, ვაკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს? როგორ უნდა განვსაზღვროთ სწორი მოთხოვნები და მოლოდინები ახალი თანამშრომლის მიმართ?

ელენე ბიბილეიშვილი - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი - Redefining the Status Quo of Research & User Analytics: Embracing Data-Driven Marketing Solutions

ელენე ბიბილეიშვილი ამჟამად არის #1 ქართული ციფრული მარკეტინგული პლატფორმის - Ad Summit-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO) და თანადამფუძნებელი, ციფრული მარკეტინგის ლიდი Kettari-ში და Hapttic-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO).

მისი სასაუბრო თემა სწორედ Hapttic-ი იქნება - რა არის? როგორ მუშაობს? რა ფუნქციები აქვს? რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი MarTech-ში?

მსმენელს ასევე შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს რამდენიმე case study-ს და მაგალითის საფუძველზე, უკეთ გაიგოს, როგორ ეხმარება ბრენდებსა თუ პროდუქტებს Social Listening Tool-ები წარმატების მიღწევაში.

სპიკერების გარდა, ციფრული ინდუსტრიის აკადემიის მიერ ორგანიზებული იქნება პრაქტიკული ვორქშოფები, რომლებზეც დასწრება კონფერენციის სტუმრებს სრულიად უფასოდ შეეძლებათ. ყოველი ვორქშოფის შემდეგ კი გათამაშდება შესაბამისი კურსი.

ღონისძიებაზე დასასწრებად ბილეთების შეძენას ამ ბმულიდან შეძლებთ.

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი