ციფრული სწავლების წარმატება ქართულ ბიზნესში: BDO Academy-ის LMS X Nutrimax

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე ბიზნესი მუდმივად იცვლება, მასთან ერთად კი იზრდება მოთხოვნა განვითარებულ და კომპეტენტურ ადამიანურ კაპიტალზე. სწორედ ამ გამოწვევაზე პასუხობს BDO Academy-ის LMS (Learning Management System) - ციფრული სასწავლო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციებში თანამშრომელთა სწავლების პროცესის ეფექტურ მართვას.

Entrepreneur Georgia სწორედ ამ თემაზე ესაუბრა BDO Academy-ის LMS მიმართულების ხელმძღვანელს, მარიამ ჩაჩხიანს, რომელმაც გაგვიზიარა თუ რატომ გახდა LMS პლატფორმა ბიზნესის განვითარების ინოვაციური და ლოგიკური გადაწყვეტა, როგორ ეხმარება კომპანიებს ადამიანური კაპიტალის ზრდაში და რა გამოცდილება შეიძინა Nutrimax-მა სასწავლო პროცესების გაციფრულებაში.

როგორია LMS პლატფორმების როლი დღევანდელ ორგანიზაციებში და რა შესაძლებლობებს აძლევს კომპანიებს BDO Academy-ის პლატფორმა?

სწრაფად მზარდ და ცვალებად ბიზნეს გარემოში, სადაც განვითარებული და კომპეტენტური ადამიანური კაპიტალი ძირითად ღირებულებას ქმნის, ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების როლი უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე ტექნოლოგიების ამ პროცესში ჩართვა უზრუნველყოფს ცვლილებებზე სწრაფ ადაპტირებასა და რესურსების დაზოგვას. სწავლების მართვის ელექტრონული პლატფორმები საშუალებას იძლევა თანამშრომელთა სწავლების პროცესი იყოს სტრუქტურირებული. მათი გავრცელების არეალი შეუზღუდავია და უზრუნველყოფს ნაკლები დროითი და ფინანსური დანახარჯებით ორგანიზაციებში ტალანტების გადამზადებასა და სამუშაო ადგილისთვის საჭირო უნარებით აღჭურვას.

გარდა გადამზადებისა, LMS პლატფორმა კომპანიებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში დააკვირდნენ პროგრესს. მზა რეპორტებისა და მიღებული შედეგების გაანალიზებით, მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლებელია სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება.

დღევანდელი ტრენდები აჩვენებს, რომ სწავლის პროცესი გაცილებით მისაღებია, მაშინ როდესაც ის ადაპტირებულია ტექნოლოგიებთან. BDO Academy-ის პლატფორმა სრულად პასუხობს როგორც ქართული კომპანიების, ისე გლობალური სწავლების მოთხოვნებს. პლატფორმა მორგებადია ორგანიზაციის სასწავლო პროცესებზე, იძლევა მომხმარებელსა და საჭიროებაზე ორიენტირებული რესურსების შექმნის საშუალებას, აქვს მარტივი (user-friendly) ინტერფეისი, ქართული და სხვა ენების მხარდაჭერა.

LMS პლატფორმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია HR დეპარტამენტებისთვის, რადგან პლატფორმა ათავისუფლებს მათ ტრენინგების ადმინისტრირების, რეგისტრაციისა და პროგრესის მონიტორინგის რუტინული ამოცანებისგან, რაც საშუალებას აძლევს ადამიანური რესურსების მართვის გუნდს, სრულად კონცენტრირდეს სტრატეგიული მიზნების მიღწევაზე და ამავდროულად, სწავლების პროცესი გახადოს მეტად ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.

რა გამოწვევები გამოიკვეთა Nutrimax-თან თანამშრომლობისას და როგორ დაეხმარა მათ LMS პლატფორმა?

Nutrimax-თან თანამშრომლობისას ძირითადი გამოწვევა სასწავლო პროცესის სტრუქტურირება იყო. კომპანიას სჭირდებოდა ერთიანი პლატფორმა, რომელიც მათ სასწავლო მასალებს ერთ სივრცეში მოუყრიდა თავს. მიზანი იყო შეგვექმნა ცოდნის ჰაბი, რომელზეც მარტივი წვდომა ექნებოდათ თანამშრომლებს.

LMS პლატფორმის დანერგვით Nutrimax-ში შეიქმნა პოზიციაზე მორგებული განვითარების გზები და კურსები, ასევე, ახალი თანამშრომლის სამუშაო ადგილზე ეფექტური და მარტივი ადაპტაციისთვის საჭირო ძირითადი სასწავლო მასალები.

შედეგად, ორგანიზაციაში ჩამოყალიბდა და დაიხვეწა სწავლებისა და განვითარების თანამედროვე, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული კულტურა. თანამშრომლებს ერთი აპლიკაციის გამოყენებით მუდმივი წვდომა აქვთ იმ ინსტრუქციებზე და მასალებზე, რომლებსაც ყოველდღიურად იყენებენ. მმართველი რგოლისთვის გამარტივდა პროგრესის მონიტორინგი და მონაცემებზე დაყრდნობით სწავლის შედეგების განსაზღვრა.

რას თვლით ყველაზე მნიშვნელოვან პირობად ქართულ ბაზარზე წარმატებული LMS გადაწყვეტის შესაქმნელად?

წარმატებული LMS გადაწყვეტა ბაზრის მოთხოვნებზე მაქსიმალურ მორგებასა და ლოკალიზებას გულისხმობს. ჩვენი გამოცდილება დაფუძნებულია საერთაშორისო ტექნოლოგიებსა და ქართული კომპანიების სასწავლო პროცესების ღრმა ცოდნაზე. BDO Academy-ის გუნდი თითოეული ორგანიზაციის ბიზნეს პროცესს ინდივიდუალურად შეისწავლის და სთავაზობს ისეთ მომსახურებას, რომელიც კონკრეტულად მათ საჭიროებებს ერგება. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს არა მხოლოდ პლატფორმის მიწოდებით, არამედ დანერგვისა და მხარდაჭერის პროცესშიც.

ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც ქართულ კომპანიებს უდგათ სასწავლო პროცესის გაციფრულების გზაზე არის სასწავლო მასალების არარსებობა. ამ მიმართულებით, BDO აკადემიის გუნდი, სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით ქმნის ინტერაქტიულ, ეფექტურ და თანამედროვე ელექტრონულ კურსებს, რომელიც დისტანციური სწავლების პროცესს უფრო ეფექტიანს ხდის.

როგორ შეუძლია BDO აკადემიის LMS პლატფორმას იქცეს კომპანიის სტრატეგიულ უპირატესობად და რა მთავარი ფაქტორია მისი წარმატებისთვის ქართულ ბაზარზე?

LMS პლატფორმა თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებისთვის არის სტრატეგიული უპირატესობა, რაც პირდაპირ გამოიხატება სამუშაო პროცესში სპეციალიზებული და ადაპტირებული თანამშრომლებით.

გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას, რასაც BDO Academy-ს LMS პლატფორმა უზრუნველყოფს თანამედროვე ბიზნესებისთვის:

  • ახალი თანამშრომლების სწრაფი და ეფექტური ადაპტაცია
  • ცვლილებებზე რეაგირება და ცოდნის დროული მიწოდება
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და მონაცემებზე დაყრდნობილი ანალიტიკა
  • თანამშრომელთა სერტიფიცირება და ატესტაცია

როგორც ინტერვიუდან ვიგებთ, BDO Academy-ის LMS პლატფორმა არ არის უბრალოდ სასწავლო ინსტრუმენტი. ეს არის მძლავრი ბერკეტი ბიზნესებისთვის, რათა განავითარონ ადამიანური კაპიტალი, მოერგონ ცვალებად გარემოს და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით. Nutrimax-ის წარმატებული ქეისი ნათლად აჩვენებს, რომ სწორად დანერგილი და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული LMS სისტემა ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებას, ოპერაციული დროის დაზოგვას და საბოლოოდ, ბიზნესის ზრდას. ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში, BDO Academy-ის მიდგომა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ტექნოლოგიებსა და ქართული ბაზრის ცოდნას, წარმატების მყარ საფუძველს ქმნის

Business News

Villa Perla By NEXT: ნექსთი ესპანეთშია!

მარბეია არაერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას ევროპის უძრავი ქონების ბაზარზე