წლის ერთადერთი ფასდაკლება არქისგან – ახალ წელთან დაკავშირებით ყველა პროექტზე 25 000 ლარამდე ფასდაკლება მოქმედებს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს #1 დეველოპერული კომპანია "არქი" ახალი წლის პერიოდთან დაკავშირებით მომხმარებელს წლის ერთადერთ ფასდაკლებას სთავაზობს. 31 დეკემბრის ჩათვლით არქის ყველა პროექტში ბინის შეძენა 25 000 ლარამდე ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
ახალი წელი ახალი გეგმების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების დროა. საახალწლო კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს შეიძინოს პირველი საკუთარი სახლი, არსებული ბინა უფრო ფართო და კომფორტული საცხოვრებლით შეცვალოს, ოჯახის წევრს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს ან დანაზოგი უძრავ ქონებაში დააბანდოს.
არქი წლის განმავლობაში ცალკეულ პროექტებზე დიდი ფასდაკლების რეკორდული დღეებითაა ცნობილი, თუმცა საახალწლო კამპანია გამორჩეულია - წელიწადში მხოლოდ ერთხელ ფასდაკლება ერთდროულად ვრცელდება კომპანიის ყველა პროექტზე. ეს მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, არჩევანი არა ერთ კონკრეტულ პროექტზე, არამედ საკუთარ საჭიროებებზე, სასურველ ლოკაციასა და ბიუჯეტზე დაყრდნობით გააკეთონ.
"ყველას თავისი მიზეზი აქვს, რატომ შეიძინოს ახალი სახლი. ზოგისთვის ეს პირველი საკუთარი ბინაა, ზოგისთვის - დამოუკიდებელი ცხოვრების დასაწყისი, ოჯახისთვის მეტი სივრცე ან გრძელვადიანი ინვესტიცია. არქიში წელიწადში მხოლოდ ერთხელ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობები ერთდროულად ყველა პროექტში შევთავაზოთ. გვინდა, ეს შანსი გამოიყენოს ყველამ, ვინც საკუთარი სახლის შეძენას გეგმავს", - აცხადებს არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი.
შეთავაზება მოიცავს არქის პროექტებს თბილისის სხვადასხვა უბანში, მათ შორის: "არქი ლისი სანრაიზს", "არქი უნივერსს", "არქი ქინგ თამარს", "არქი კიკვიძე D"-სა და "არქი ნუცუბიძე 2"-ს.
წლის ერთადერთი ფასდაკლება განსაკუთრებული შესაძლებლობაა ემიგრანტებისთვისაც, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას, ოჯახის წევრებისთვის ბინის შეძენას ან უძრავ ქონებაში ინვესტირებას გეგმავენ.
გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში, არქი მცხოვრებლებისთვის მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებისთვისაც ემზადება, რომელიც არქელებს გააერთიანებს და განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას შექმნის.
არქის წლის ერთადერთი ფასდაკლება 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შეთავაზებით სარგებლობისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით არქის ნომერზე: 032 2 602 602 ან დატოვეთ განაცხადი კომპანიის სოციალურ ქსელებში.
შეხვდი ახალ წელს ახალი სახლით!