Get All Access for $5/mo

ცოტა რამ სუპერაპლიკაციებზე - Rakuten Viber-ის ნაბიჯები ამ სფეროში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SuperApps დღეს საკმაოდ სწრაფად მზარდი მიმართულებაა, რამდენადაც იგი მომხმარებლებს კომფორტულ და სწრაფ სერვისს სთავაზობს. ეს არის მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც შეტყობინებებს, ელექტრონულ კომერციას, საკვების გამოძახებასა თუ სხვა სერვისს ერთი ინტერფეისის ქვეშ აერთიანებს.

Gartner-ის უახლესი კვლევის თანახმად, 2027 წლისთვის გლობალური მოსახლეობის 50%-ზე მეტი Superapps-ის ყოველდღიური აქტიური მომხმარებელი იქნება. დღეს სუპერაპლიკაციები ბიზნესებს უზარმაზარ შესაძლებლობებს სთავაზობს, გაფართოვდნენ ახალ ბაზარზე და უფრო მეტი მომხმარებელი შეიძინონ.

სწორედ ამ თემაზე საუბრობდა Rakuten Viber-ის Vice President Growth, ათანას რაიკოვი, AD Black Sea 2023-ზე. არცთუ დიდი ხანია, რაც Viber სუპერაპლიკაციების ინდუსტრიაში გამოჩნდა. როგორც ათანას რაიკოვი აღნიშნავს, სუპერაპლიკაციები ჩვენი აწმყო და აუცილებლად მომავალია, რადგან იგი უამრავ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებლებს − მოხერხებულობას, ხელმისაწვდომობას, მოქნილობასა და სიჩქარეს. გარდა ამისა, მისსავე თქმით, ბიზნესის მიმართულებით, სუპერაპლიკაციები ქმნიან ეკოსისტემას, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს აერთიანებს, როგორებიც არიან მერჩანტები, სერვისის პროვაიდერები, ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა. საბოლოოდ, ეს თანამშრომლობა ხელს უწყობს ინოვაციების შექმნას მთელ ეკოსისტემაში.

"Viber-მა Supperapp-ის სფეროში არცთუ დიდი ხნის წინ შეაბიჯა. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ Viber Pay გავუშვით, რომელიც Viber-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მარტივად გაუგზავნონ ფული ერთმანეთს და დააყენონ ციფრული საფულე ფულის შესანახად. ჩვენ ასევე ვგეგმავთ, Viber Pay მსოფლიოს სხვა რეგიონებში გავუშვათ. Supperapp-ის ინდუსტრიაში შესვლა თანხვედრაშია კომპანიის გლობალურ მიზანთან, იყოს ყოვლისმომცველი და ღირებული პლატფორმა მომხმარებლებისთვის და გახსნას ახალი შემოსავლის ნაკადები კომპანიისთვის", − აღნიშნავს ათანას რაიკოვი Entrepreneur-თან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Viber Pay ჯერ მხოლოდ დასაწყისია და ისინი არაერთ მნიშვნელოვან განახლებას გეგმავენ პლატფორმაზე, რაც მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება სუპერაპლიკაციებში

ტექნოლოგიებსა და აპლიკაციებზე საუბრისას კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების საკითხები ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშაა. Supperapps-ში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე, პრიორიტეტული უნდა იყოს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა, რაც პროაქტიულ და გლობალურ მიდგომას მოითხოვს. როგორც ათანას რაიკოვი აღნიშნავს, Rakuten Viber თავიდანვე ორიენტირებული იყო აპლიკაციის უსაფრთხოებაზე. 2016 წლიდან მესენჯერში ყველა ძირითადი ფუნქცია დაცულია სრული ციკლის შიფრირებით − იქნება ეს პერსონალური თუ ჯგუფური ჩეთები, აუდიო და ვიდეოზარები, ვიზუალების გაზიარება და სხვა. მარტივად რომ ვთქვათ, Viber-ით შეტყობინების გაგზავნისას ფაილები იშიფრება და მათი გაშიფვრა მხოლოდ მიმღების მოწყობილობაზეა შესაძლებელი.

"ჩვენი უსაფრთხოების სერტიფიკატების ძლიერი მოწმობაა ის ფაქტი, რომ ჩვენს Business Messaging-სერვისებს ძირითადად ევროკავშირი და გლობალური ბანკები, ტელეკომპანიები იყენებენ, მომხმარებლებისთვის ისეთი სენსიტიური პერსონალური ინფორმაციების გასაგზავნად, როგორებიცაა ტრანზაქციის მონაცემები, TFA და საბანკო ამონაწერები. ჩვენი იაპონელი მფლობელი (100%) არის ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პატივსაცემი გლობალური კომპანია ელექტრონული ბანკინგის, დაზღვევისა და ელექტრონული კომერციის სფეროებში, რაც უპირატესობას გვაძლევს სხვა აპლიკაციებთან შედარებით", − ამბობს ათანას რაიკოვი Entrepreneur-თან საუბრისას.

Viber-ისა და AI-ის სინთეზი

მაშინ, როდესაც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს უფრო ფართოდ იყენებენ, არის შემთხვევები, როცა AI-სერვისები ყველასთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის, განსაკუთრებით დასავლური ქვეყნების ფარგლებს გარეთ. სწორედ ამიტომ, Viber ცდილობს AI-ის ესა თუ ის სერვისი თავის მომხმარებლებს საკმაოდ მარტივად მიაწოდოს.

"Viber-ში უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე ჭკვიანი გადაწყვეტილება/ჩეტბოტი, რომელიც დაფუძნებულია AI-ალგორითმებზე. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მომხმარებლების წვდომას ინდუსტრიის წამყვან AI-ინსტრუმენტებზე პირდაპირ აპლიკაციაში. Viber-ის მიზანია ხელოვნური ინტელექტი უფრო ხელმისაწვდომი და ადვილად გამოყენებადი გახადოს მისი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვიყენებთ AI-, მოწყობილობაზე პერსონალური გამოცდილების მისაღებად, რომელიც მომხმარებლების ჩვევებსა და პრეფერენციებს სწავლობს, ასევე ვიცავთ მათ სპამებისგან, თაღლითობისა და სხვა მავნე კონტენტისგან", − აღნიშნავს ათანას რაიკოვი.

დღეს Viber ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას განაგრძობს და ქართველი მომხმარებლებისთვის ისეთი სიახლეების შეთავაზებას აპირებს, რომლებიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და კომუნიკაციას უფრო მარტივს, კომფორტულსა და დაცულს გახდის. ეს ასევე მოიცავს კომუნიკაციას ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის, სადაც Viber ტრადიციულად ძლიერ პოზიციებს ფლობდა მარკეტინგისა და ბიზნესშეტყობინებების კომპლექტების მეშვეობით.

"ჩვენი გლობალური ზრდის სტრატეგიის თანახმად, ერთ-ერთი მიზანი რეგიონში Viber-ის პოზიციების განმტკიცებაა. ეს მოიცავს საქართველოში ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერებას ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობით და მათთან უნიკალური და ინოვაციური სამომხმარებლო გამოცდილების შემუშავებით", − აღნიშნავს ათანას რაიკოვი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია