Sponsored Content

ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანია: ბიზნესის მდგრადი განვითარების ინდექსი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ორგანიზაციის ტრანსფორმაციას და ვეძებთ ახალ გზებს, რათა შევქმნათ პრობლემის გადაჭრის ღირებული გზები. ვიმედოვნებთ, რომ კომპანიაში არსებული პროცესების გამჭირვალობა და ამბიციური მიზნები დაგვეხმარება, დავიწყოთ დიალოგი იმ მხარეებთან, რომლებსაც აქვთ ცვლილების დაჩქარების უნარი - ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ.

ბიზნესის მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ ჯენიფერ მოტლერსი, "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" მდგრადობის აღმასრულებელი დირექტორი, საკუთარ ბლოგში "ცვლილება, რომელიც მნიშვნელოვანია: "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" ახალი მდგრადობის ინდექსი" საუბრობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

იმისათვის, რომ შევძლოთ პროგრესის მიღწევა, საჭიროა გვქონდეს განსაზღვრული და ნათლად ჩამოყალიბებული პრიორიტეტები და მიზნები, ვაწარმოოთ გამჭირვალე პროცესები და ვგრძნობდეთ ანგარიშვალდებულებას.

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ "ფილიპ მორის ინთერნეიშენალი" (PMI) აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობასა და შესაძლებლობების მასშტაბს. 2016 წლიდან, ჩვენ დავიწყეთ ბიზნეს ტრანსფორმაციის მოდელზე მუშაობა, რომელიც ამბიციური მიზანს -თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნას ემსახურება. პარალელურად კი, ტრანსფორმაცია მივმართეთ იმისკენ, რომ ჩვენი ბიზნესი გამხდარიყო ცხოვრების წესზე, ჯანმრთელობასა და ჯანდაცვაზე ორიენტირებული საქმიანობა, რომელიც დადებით ზეგავლენას იქონიებდა საზოგადოებაზე.

უკანასკნელი სამი წლის ანგარიში აჩვენებს, რომ ჩვენი ინიციატივების შედეგად, შევძელით გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საქმიანობის (ESG-ს) გაუმჯობესება და გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლის შექმნისკენ.

PMI-მ ახლახანს გამოაქვეყნა ყოველწლიური ინტეგრირებული ანგარიში, რომელიც ჩვენს ახალ მიზანსა და მდგრადობის სტრატეგიას აერთიანებს, ასევე შეიცავს ინფორმაციას ჩვენი სამოქმედო გეგმის, განხორციელებული ინიციატივებისა და საზომების შესახებ.

ჩვენი ინიციატივის ფარგლებში, განვსაზღვრეთ და შევაფასეთ ESG თემები, შემდეგ კი მოვახდინეთ ჩვენი რესურსების ESG-ების შესაბამისად პრიორიტეტიზაცია. 2021 წლის ანგარიშისთვის, შევცვალეთ სტრატეგია, რათა ჩვენს მიზნებში სრულად მოგვეცვა ყველა ის სფერო, რომელშიც ჩვენს კომპანიას შეუძლია ცვლილების განხორციელება.

შედეგად, გამოვყავით ორი ძირითადი მიმართულებას: ერთი - რომლის მიღწევაც შესაძლებელია ჩვენი პროდუქტების მეშვეობით და მეორე - შესაძლებელია ჩვენი საქმიანობის შედეგად. თითოეული მათგანის კლასიფიკაცია მოვახდინეთ გარემოს, სოციალური და მმართველობითი ხასიათის მიხედვით. შედეგად, ჩამოვაყალიბეთ 11 ამოცანა, რომელთა განხორციელებაც 2025 წლისთვის დავისახეთ მიზნად.

ESG-ების მიმართულებით ჩვენი საქმიანობის მონიტორინგისა და ჩვენი გადაწყვეტილებებისა და ინიციატივების ეფექტურობას შესაფასებლად, შევქმენით ESG-ის შეფასების პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს წარმატებას, ზომავს პროგრესს და სხვადასხვა სტრუქტურების ანგარიშვალდებულებას.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელების პროცესის ეფექტურობის შესაფასებლად და ჩვენი ინვესტორების მუდმივად მზარდი მოლოდინების გასამართლებლად, შევქმენით მდგრადობის ინდექსი (Sustainability Index), რომელიც შესაძლებლობას აძლევს PMI-ს, მოახდინოს ESG-ს ბიზნეს-პროცესებში ინტეგრაცია და დასახული მიზნების შესრულება გამჭირვალე, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი და სანდო გზით.

ჩვენს მიერ შემუშავებული მდგრადობის ინდექსი 19 ინდიკატორისგან შედგება, რომელიც ზომავს 2025 წლისთვის PMI-ს მიერ მიზნად დასახული 11 ამოცანის შესრულების ხარისხს. ინდიკატორები აძლევს შესაძლებლობას თავად ინვესტორებსაც, შეაფასონ პროცესების მიმდინარეობის ხარისხი.

ჩვენი 19 ინდიკატორი ორ მიმართულებას მოიცავს: ერთი მხრივ, აფასებს ჩვენი პროდუქტის მდგრადობას, მეორე მხრივ კი, ჩვენი საქმიანობის პროცესებს.

კარგად გვესმის, რომ მდგრადობის კორპორაციულ სტრატეგიაში იმპლემენტაცია გრძელვადიანი ინიციატივაა, რომელიც ჩვენს ამბიციებს, გეგმებსა და პროგრესს ასახავს. ნათელი მიზნების დასახვა შესაძლებლობას გვაძლევს, განვსაზღვროთ ჩვენი მიმართულებები და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ისინი ჩვენი წარმატების საზომებთან. აღნიშნულ ინდექსზე დაყრდნობით, ჩვენ გვჯერა, რომ PMI-ს ექნება შესაძლებლობა, მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ESG-ის იმპლემენტაციის პროცესში, საკუთარი ძალისხმევა უფრო მეტად სტრატეგიულად და თანმიმდევრულად გამოიყენოს.

ჩვენი მიზანია, მუდმივად გავაუმჯობესოთ ჩვენი საქმიანობა და შევქმნათ გაზომვადი პროგრესი - ეს ყველაფერი კი ღია და ნათელი ანგარიშის წარმოებით არის შესაძლებელი. ჩვენ ვაგრძელებთ PMI-ს ტრანსფორმაციას და ვეძებთ ახალ გზებს, რათა შევქმნათ პრობლემის გადაჭრის ღირებული გზები. ვიმედოვნებთ, რომ კომპანიაში არსებული პროცესების გამჭირვალობა და ამბიციური მიზნები დაგვეხმარება, დავიწყოთ დიალოგი იმ მხარეებთან, რომლებსაც აქვთ ცვლილების დაჩქარების უნარი - ჩვენ შეგვიძლია, ერთად შევცვალოთ მომავალი უკეთესობისკენ.