"თუ მოისვრი, მობრუნდება" – "ვისოლმა" საქართველოში გზისპირა დანაგვიანების შესამცირებლად მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია დაიწყო
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ვისოლმა" მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია - "თუ მოისვრი, მობრუნდება" დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს გზისპირა დანაგვიანების შემცირებას და საქართველოში პასუხისმგებლიანი გადაადგილების ქცევის წახალისებას.
"ვისოლი" უკვე 26 წელია ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სამოგზაურო ინფრასტრუქტურას ავითარებს და ქვეყანაში შესვენებისა და შევსების ერთადერთი ბრენდია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს გზაზე საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს. დღეს "ვისოლი" ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო აფართოებს და სამოგზაურო გარემოზე ზრუნვას გზაზე გადაადგილების კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს.
"ჩვენ გვჯერა, რომ "კეთილი მგზავრობა" სუფთა გზით იწყება. "თუ მოისვრი, მობრუნდება"კამპანიით გვსურს იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური არჩევანიდან იწყება. როგორც ბრენდი, რომელიც მომხმარებელს "კეთილი მგზავრობისთვის" საჭირო სერვისებსა და პროდუქტებს ერთიან სივრცეში სთავაზობს, "ვისოლი" საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს იმ გარემოზე ზრუნვასაც, რომელშიც ვმოგზაურობთ. გზაზე მოსროლილი ნებისმიერი ნარჩენი საბოლოოდ ისევ უკან გვიბრუნდება – დაბინძურებული გარემოს, ჯანმრთელობის რისკების, საგზაო საფრთხეების თუ ბუნებაზე მიყენებული ზიანის სახით. შესაბამისად, გვჯერა, პასუხისმგებლიანი სამოგზაურო კულტურის დამკვიდრებით შესაძლებელია ამ საფრთხეების თავიდან აცილება." აცხადებს "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის და CSR სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.
საქართველოში გზისპირა ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან: პლასტმასის ბოთლებისგან, ალუმინის ქილებისგან, სიგარეტის ნამწვავებისგან, სველი ხელსახოცებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და საკვების შეფუთვებისგან შედგება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნარჩენები საბოლოოდ აბინძურებს ნიადაგს, მდინარეებსა და სასმელ წყალს, ზრდის ტყისა და ბალახის ხანძრების რისკს, აზიანებს ცხოველებს, საფრთხეს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
კამპანია ცნობიერების ამაღლების ეტაპით იწყება, თუმცა პროექტის ფარგლებში, გარემოსდაცვით ორგანიზაცია REC Caucasus-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე MP Development-ის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში განთავსდება პლასტმასისა და ალუმინის ქილების შემგროვებელი აპარატი, რომელიც მომხმარებლებს ნარჩენების სეპარაციის და მათი შემდგომი გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
კამპანია ეტაპობრივად "ვისოლის" ეკოსისტემის სხვა ბრენდებსაც გააერთიანებს. "სმარტის" მარკეტებში დიჯითალ კომუნიკაცია და ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტების შეფუთვებზე განთავსებული კამპანიის გზავნილი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ "თუ მოისვრი, მობრუნდება", ხოლო Wendy's®, Dunkin'® და Subway® საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში პასუხისმგებლიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის თემას საკუთარი ბრენდების ფორმატში გააგრძელებენ.
კამპანიის გარე კომუნიკაციის მხარდამჭერია "ალმა" და SN Creative. მათთან თანამშრომლობით საქართველოს ქალაქების გასასვლელებში განთავსდა არასტანდარტული ბილბორდები, რომლებიც მძღოლებს პასუხისმგებლიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას შეახსენებს. კამპანიას მხარს უჭერს Cavea — საქართველოს წამყვანი კინოთეატრების ქსელი და მთავარ ვიდეოს, რომელიც საშინელებათა ჟანრისაა, ფილმების ჩვენებამდე დაუთმობს დროს.
კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გორის მონაკვეთზე დასუფთავების აქცია, ხოლო მომავალში ინიციატივის კიდევ უფრო გაფართოება და მასში სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართვა.
"ვისოლი" მუდმივად ნერგავს ახალ სტანდარტებს როგორც საწვავის ხარისხის, ისე მომსახურებისა და ციფრული გამოცდილების მიმართულებით. უახლესი ევროპული სტანდარტის საწვავი, "ვისოლის" ლოიალობის აპლიკაცია და ინოვაციური სერვისები ყოველდღიურად ათასობით ადამიანის გადაადგილების გამოცდილებას აუმჯობესებს. თუმცა კომპანიისთვის "კეთილი მგზავრობა" იმ გარემოზე პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, სადაც მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.