თუ საინტერესო იდეების ძიებაში ხარ, 19 აპრილს TEDxTbilisi-ს შენთვის აუცილებლად აქვს რაღაც სათქმელი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
TEDx-ის ღონისძიება მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანს აერთიანებს. ესაა ადგილი, სადაც მოისმენ იდეებს, რომელთა გაჟღერებაც ღირს, სადაც შემოქმედებას გზა ეძლევა და ადამიანები შთაგონებას იღებენ.
TEDxTbilisi წელს, 19 აპრილს, უკვე მეცამეტედ აიღებს სტარტს და სცენას ყველაზე დამაფიქრებელ, შთამაგონებელ საუბრებს დაუთმობს.
დაესწარი ღონისძიებას და გაიცანი სპიკერები, რომლებიც საკუთარი ცხოვრების "პატარა ნაბიჯებზე" გვიამბობენ. ამბებზე, რომლებმაც მათი ცხოვრება შეცვალა.
TEDxTbilisi 2026-ის სპიკერები იქნებიან: ერეკლე ბაღაშვილი, შოთა არველაძე, მარიამ მჭედლიშვილი, ირაკლი ხუხუნაიშვილი, მარიამ გიუნაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, დავით ციცქიშვილი. ისინი TEDxTbilisi-ის სცენიდან იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების შესახებ მოგვიყვებიან, რომლებიც დიდი იდეების განსახორციელებლად აუცილებელია, რადგან მიზნამდე მისაღწევი გზა პატარა ცვლილებებით იწყება.
გაიგე, რა იქნება მათი გამოსვლის მთავარი თემები:
შოთა არველაძის გამოსვლის თემაა: "რა მნიშვნელობა აქვს, რომელი საათია?"
ერეკლე ბაღაშვილის გამოსვლის თემაა: 285 კილომეტრის ამბავი - "მაშინ, როცა ყველაფერი გეგმის საპირისპიროდ წავიდა, გადავწყვიტე გავჩერებულიყავი და როცა თითი უკვე ღილაკზე მედო და ყველაფერი უნდა დამესრულებინა მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო ტრანსკონტინენტურ მოგზაურობას და მსოფლიო რეკორდის დამყარებას."
ანა კორძაია-სამადაშვილის გამოსვლის თემაა: მასწავლებლის ამბავი - თუ გაგიმართლა და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდი, აუცილებლად იპოვი მასწავლებელს.
მარიამ გიუნაშვილის გამოსვლის მთავარი თემაა: პატარა ნაბიჯებით, შინაგანი ძახილით აღმოჩენილი პროფესიულ გზა - როგორ გადაიქცა დავიწყების შიში ფოტოგრაფიად და როგორ აღმოაჩინა, რომ გულწრფელი, პატარა ნაბიჯებით შესაძლებელია შინაგანი ძახილი გარდაიქმნას არა მხოლოდ პირად თერაპიად, არამედ თაობის მეხსიერებად და საბოლოოდ წარმატებულ პროფესიულ გზად.
ირაკლი ხუხუნაიშვილის გამოსვლის თემა იქნება: "სოფლის შენებას რა უნდა?!"
მარიამ მჭედლიშვილის გამოსვლის მთავარი თემაა: როგორ შეიძლება, სულ მცირე, პატარა ნაბიჯებით დიდ შედეგს მიაღწიო - ცვლილება არ იწყება გრანდიოზული პროექტებით, ის პატარა ნაბიჯებისგან შედგება.
დავით ციცქიშვილის გამოსვლის მთავარი თემაა: "ხანდახან შეიძლება უკან გადადგმული ნაბიჯი მომავალი წარმატების აუცილებელი წინაპირობა გახდეს"
ღონისძიების დეტალების სანახავად თვალი ადევნეთ TEDxTbilisi-ს სოციალურ ქსელებს:
Facebook - https://www.facebook.com/TEDXTbilisi
Instagram - https://www.instagram.com/tedxtbilisi/
—
TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ღონისძიება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს, ყოველწლიურად 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ ინოვაციური და საინტერესო იდეების მოსმენის შესაძლებლობას აძლევს.