Cyber Monday Sale! 50% Off All Access

"ტურისტერი 2024" და Exely: ახალი შესაძლებლობები სასტუმრო ბიზნესისთვის

By Aleksandre Siradze

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის 6-7 დეკემბერს, ბათუმის სასტუმრო "ჰილტონში" ტურიზმის ქართული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება - "ტურისტერი 2024" გაიმართება. ეს სამიტი უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს სასტუმროებს, ჰოსტელებს, კოტეჯებსა და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს, რათა გააუმჯობესონ სერვისები, გაიაზრონ ბაზრის ტენდენციები და დანერგონ საჭირო ინსტრუმენტები გლობალურ ტურისტულ ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

"ტურისტერი 2024"-ის ერთ-ერთი წამყვანი თემა ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაცია იქნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Booking.com, Spotify, AirDNA, Amadeus-ი და Exely, რომლებიც სასტუმრო ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობენ.

Exely-ს აღმასრულებელი დირექტორი, შოთა ლობჟანიძე, რომელიც სამიტზე ერთ-ერთი სპიკერი იქნება, ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღესდღეობით ციფრული ტრანსფორმაცია სასტუმრო ბიზნესისთვის.

"Exely-ს მიზანია არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაცია, არამედ სასტუმროებისთვის ისეთი ინსტრუმენტების მიწოდება, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, სრულად ფოკუსირდნენ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი შემოსავლის წყაროების შექმნაზე", - ამბობს შოთა Entrepreneur-თან ინტერვიუში.

სამიტზე AirDNA და Exely წარმოადგენენ სესიებს, რომლებიც დაეხმარება სასტუმროებს ბაზრის სიღრმისეულ ანალიზში. AirDNA-ს მოხსენებით დამსწრეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განსაზღვრონ ტურისტების სეგმენტები, რაც ბაზარზე მათი ეფექტიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.

Exely-ს მონაცემების მეშვეობით სასტუმროებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ არა მხოლოდ მათი მომხმარებლების მოთხოვნები, არამედ აღმოაჩინონ ახალი სეგმენტები, რომლებიც აქამდე მიუწვდომელი ეჩვენებოდათ, ან იქნებ ინფორმაციაც არ ჰქონდათ მათ შესახებ.

"ჩვენი საჯავშნო მოდული საშუალებას აძლევს სასტუმროებს, მეტი ჯავშანი მიიღონ პირდაპირი გზით და მინიმუმამდე დაიყვანონ შუამავლის საკომისიო ხარჯები", - აღნიშნავს შოთა.

Exely-ის დახმარებით სასტუმროებსა და განთავსების სხვა ობიექტებს საშუალება ექნებათ, შეისწავლონ ბრენდის იმიჯის მართვის, რეპუტაციის გაუმჯობესებისა და ციფრული მარკეტინგის უახლესი ტექნიკები.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს Exely-ს "რეპუტაციის მენეჯერი", რადგან ის სასტუმროებს საშუალებას აძლევს, ერთ პლატფორმაზე მართონ ყველა შეფასება და მომხმარებელთა გამოხმაურება.

"როდესაც სასტუმრო ყურადღებას აქცევს მომხმარებლის თითოეულ კომენტარს, ეს არა მხოლოდ ზრდის სანდოობას, არამედ აუმჯობესებს მათ რეპუტაციას", - განმარტავს შოთა ლობჟანიძე.

Exely მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში ოპერირებს და აქტიურად მუშაობს საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში გადმოტანაზე.

"ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ სასტუმროებს, მიიღონ და გააანალიზონ გლობალური ტენდენციები, რათა დროულად ადაპტირდნენ ბაზრის ცვლილებებთან", - ამბობს კომპანიის დირექტორი. მისი თქმით, Exely აქტიურად მართავს ვებინარებს და შეხვედრებს პარტნიორებთან, რაც მათ ეხმარება, სტრატეგიულად განსაზღვრონ მომავალი ნაბიჯები.

"ტურისტერი 2024" იქნება ნეთვორქინგის უნიკალური შესაძლებლობაც, სადაც სასტუმროების მენეჯერებს ექნებათ პლატფორმა გამოცდილების გასაზიარებლად და საერთაშორისო კონტაქტების დასამყარებლად.

"ამ სამიტზე დამსწრეებისთვის მთავარი ღირებულება იქნება კავშირების დამყარება, რაც მათ საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ გაიზიარონ გამოცდილება, არამედ იპოვონ ახალი პარტნიორები".

Exely მუდმივად ავითარებს თავის პროდუქტებს, რათა უფრო მოქნილი და სასარგებლო იყოს სასტუმრო ბიზნესისთვის. "ჩვენ ახლახან დავამატეთ Rate Match ფუნქცია, რაც ეხმარება სასტუმროებს კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნებაში. ასევე, ვნერგავთ B2B პლატფორმას, რომელიც ტუროპერატორებთან თანამშრომლობას უფრო ეფექტიანს გახდის", - ამბობს შოთა ჩვენთან საუბრისას.

"ტურისტერი 2024" არ არის მხოლოდ სამიტი - ეს არის პლატფორმა, რომელიც სასტუმრო ბიზნესს აძლევს ინსტრუმენტებს, ცოდნასა და კონტაქტებს, რაც მათ წარმატებისთვის სჭირდებათ. Exely-ს, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური პარტნიორის, ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.

"ჩვენი პლატფორმა ცოცხალი ორგანიზმივით ვითარდება, რადგან ვუსმენთ მომხმარებლებს და ვპასუხობთ მათ საჭიროებებს, - ამბობს ლობჟანიძე, - "ტურისტერი 2024" არის ადგილი, სადაც ცოდნა და პრაქტიკა ხვდება ერთმანეთს და სწორედ ესაა მისი ყველაზე დიდი ღირებულება სასტუმროებისთვის".

შეგახსენებთ, რომ "ტურისტერზე" დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. სამიტის გამოსვლები და ვორქშოპები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

სამიტის ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია "შინდი".

გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: USAID, სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა" და Exely. "ტურისტერი 2024"-ის მედიამხარდამჭერები Entrepreneur Georgia, BMG Media და Batumelebi გახლავთ.

Aleksandre Siradze

Entrepreneur Staff

Journalist & Executive Director

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი