Get All Access for $5/mo

"ტურისტერი 2024" ახლოვდება - ტრენდები ტურიზმში და Amadeus-ის მონაცემების მნიშვნელობა ქართული ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ტურისტერი 2024-ის" მოახლოებასთან ერთად იზრდება მოლოდინი იმისა, თუ რა სიახლეებს გააცნობენ ტურიზმისა და მონაცემთა ანალიტიკის ლიდერები საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს და არამარტო მათ.

საქართველოს ტურიზმის სამიტი "ტურისტერი 2024" არის ღონისძიება, რომელიც მოგცემთ საშუალებას, გაეცნოთ მსოფლიო ტურიზმში არსებულ ტრენდებს, საერთაშორისო ტურისტების მოთხოვნებს გლობალური და ადგილობრივი ბაზრის ჭრილში, აპარტოტელებისა და აპარტამენტების მონაცემზე დაყრდნობით ქალაქის პოზიციონირებას, ადგილობრივი ბაზრის შესაძლებლობებს და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს.

მომხსენებლებს შორის იქნება Amadeus-ის უფროსი მენეჯერი, ივან პოლტორაცკი. Amadeus-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომლის საქმიანობა გულისხმობს ავიაკომპანიებისთვის, აეროპორტებისა და სასტუმროებისთვის ტურისტული ტექნოლოგიების / გადახდის გადაწყვეტილებების უზრუნველყოფას. ივანი გეგმავს, წარმოადგინოს ანალიტიკა საქართველოს ტურისტული ბაზრის შესახებ, რაც ადგილობრივ ბიზნესს მისცემს საშუალებას, გაიგონ განვითარებადი ტენდენციების შესახებ მუდმივად ცვალებად ტურისტულ ლანდშაფტში.

ივან პოლტორაცკი აპირებს აუდიტორიას მიმართოს საქართველოს ცვალებადი ტურიზმის პატერნებზე. ეს ანალიზი აჩვენებს ქართულ ბიზნესს, თუ როგორ აისახება გლობალური ცვლილებები მათ რეგიონში ტურიზმზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტიანად მოერგონ მიმდინარე ტენდენციებს.

"პრეზენტაციის განმავლობაში Live მონაცემებს გავაანალიზებთ, შევადარებთ როგორი იყო მოთხოვნა საქართველოში ტურისტულ სექტორში ადრე და რა პერსპექტივები აქვს ამ ყველაფერს ახლა. ასევე, წარმოვადგენთ კონკურენტების ანალიზსაც, რათა გავიგოთ, როგორ იცვლება დროთა განმავლობაში მოგზაურთა ჩვევები და რა მოვლენები ახდენს ამ ყველაფერზე გავლენას", - ამბობს პოლტორაცკი Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Amadeus-ის წარმომადგენელი ასევე განიხილავს უცხოური ბაზრის მონაცემებს - ამის საშუალებით ტურიზმის სფეროს ქართველი ლიდერები უკეთ შეძლებენ პოტენციური ბაზრების იდენტიფიცირებასა და მათ ათვისებაზე ფიქრს. საჰაერო მიმოსვლის, ფრენების განრიგისა და საჰაერო ძიების მონაცემების ინტეგრირებით, ივანი ხაზს გაუსვამს იმას, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს უფრო მეტი გაიგოს ვიზიტორთა ძირითადი სეგმენტების შესახებ.

Amadeus-ის პრეზენტაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება ტურიზმის სეზონურობის გაგება და როგორ ხსნის მოგზაურობის ტენდენციების ბოლოდროინდელი ცვლილებები ახალ შესაძლებლობებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის ტენდენციები ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა თუ საზოგადოებრივმა სიახლეებმა რადიკალურად შეცვალა. თუმცა, ეს ცვლილებები ხსნის ახალ შესაძლებლობებს, სადაც ჩვენი ჩვევები კომუნიკაციასა და რეკლამაში უნდა მოერგოს ახალ ტურისტულ ტენდენციებს მეტი სარგებლისთვის".

ტენდენციების ანალიზის გარდა, პოლტორაცკი "ტურისტერის" დამსწრეებს ასევე წარუდგენს Amadeus-ის პროგნოზირების ინსტრუმენტებს, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს ბაზრის მოთხოვნის პერსპექტიულ ხედვას სთავაზობს. სამომავლო მოთხოვნის გააზრებით ქართველ ტურიზმის პროფესიონალებს შეუძლიათ მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები პერსონალის, ინვენტარიზაციისა და ფასების შესახებ, რათა უზრუნველყონ მზაობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოგზაურების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

გარდა ამისა, პრეზენტაცია დაეთმობა Amadeus's Similarity Graph ტექნოლოგიას, რომელიც ავლენს საერთო მიმართულებებს, რომლებსაც მოგზაურები საქართველოსთან ერთად განიხილავენ. ეს ინსტრუმენტი მნიშნელოვანია ქართველი ტურიზმის პროფესიონალებისთვის, რადგან მათ სთავაზობს მოგზაურთა პრეფერენციების კონკურენტულ ლანდშაფტს.

იმის გაგებით, თუ როგორ ადარებს ტურისტი საქართველოს მის მსგავს მიმართულებებს, ქართულ ბიზნესს შეუძლია დახვეწოს კომუნიკაციის სტრატეგიები. ეს კი დაეხმარება მათ, მოგზაურებს მიაწოდონ სწორედ ის განსხვავებული და ნიშური პროდუქტი თუ სერვისი, რითაც ჩვენი ქვეყანა შეიძლება იყოს საინტერესო.

"ჩვენი Similarity Graph ტექნოლოგიით შევეხებით მოგზაურთა აზროვნებას, რათა ვნახოთ, რომელია ყველაზე გავრცელებული მიმართულებები, რომლებსაც ტურისტები ეძებენ საქართველოსთან ერთად, როდესაც მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ", - ამბობს პოლტორაცკი.

Amadeus-ის უფროსი მენეჯერი დამსწრეებს წარუდგენს კომპანიის დამუშავებულ მონაცემებსაც, რომელთა დახმარებითაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს გარკვეული პროგნოზების საშუალებაც ექნებათ.

როგორც ივან პოლტორაცკი ინტერვიუში განმარტავს, კომპანიას აქვს ლაივ რეჟიმში განახლებადი მონაცემთა ბაზა, რომელიც სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით მომდევნო 12 თვის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ეს ძირითადად არის საძიებო სისტემების, მომდევნო თვეებში ჯავშნებისა და ფრენების მოსალოდნელი რაოდენობების მიხედვით გაკეთებული დასკვნები, რომელსაც "ტურისტერის" მონაწილეებს გააცნობენ.

"Amadeus- მონაცემთა ბაზებისა და ანალიტიკის წინასწარი, 12-თვიანი ბაზა აქვს. ეს მოიცავს ძიების პროგნოზს, 9 თვით ადრე სექტორის შესაძლო დატვირთულობისა და ჯავშნების განსაზღვრას და შემუშავებული ალგორითმით მომავალ 4-6 თვეში ფრენების მოსალოდნელ რაოდენობას სხვადასხვა მიმართულებით. სწორედ ამ მონაცემებს გავუზიარებთ დამსწრეებს პრეზენტაციის ფარგლებში", - ამბობს პოლტორაცკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტურიზმის 2024 წლის სამიტს ისევ ბათუმი უმასპინძლებს - ღონისძიება 6 და 7 დეკემბერს სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" გაიმართება. სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, როგორებიც არიან: AirDNA, Amadeus-ი, Spotify, Booking.com-ი და ა.შ.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. სამიტის გამოსვლები და ვორქშოპები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართება:

  • ციფრული ტექნოლოგიები ტურიზმში
  • მდგრადობა
  • წინსვლა

სამიტის ორგანიზატორები არიან: ტურიზმის ინსტიტუტი და მარკეტინგული კომპანია "შინდი".

გენერალური სპონსორები - "საქართველოს ბანკი" და "ბეტა პრინტი", ხოლო სპონსორები: სასტუმრო "კოლიზეუმ მარინა", Guru Holding-ი, TripCamp-ი და Exely. "ტურისტერი 2024-ის" მედიამხარდამჭერები Entrepreneur Georgia და BMG Media გახლავთ.
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ